სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”

ლ. ახვლედიანი, ნ.ფორაქიშვილი, ო.ჩახოიანი, ჯ.ქიქავა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი.

რეზიუმე

ჩვენს მიერ მიღებული მონაცემებით კეთილთვისებიანი სიმსივნით დაავადებულებში (საკვერცხის ჰისტომა, ენდომეტრიუმის პოლიპი,საშვილოსნოს ფსევდომუცინოზური კისტა) ანტი-ჰჩG ანტისხეულების შემცველობა სისხლის შრატში უფრო მაღალ მაჩვენებელს იძლევა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე გამოკვლეულ პირებთან შედარებით (საშვილოსნოს ტანის კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო,საკვერცხის კიბო) ეს შესაძლებელია მიუთითებს იმაზე, რომ სპეციფიური ანტისხეულების პროდუქცია მოქმედებს ჰჩG-ის ნეიტრალიზაციაზე და ამიტომაც აფერხებს სიმსივნეთა ზრდის ეფექტს. ჩვენი მოსაზრებით ანტი-ჰჩG ანტისხეულების აღმოჩენა შესაძლებელია გამოდგეს არაავთვისებიანი სიმსივნეების დიფერენციალური დიაგნოზისათვის.

შესავალი

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (აქგ) გლიკოპროტეინულ ჰორმონთა ოჯახის წევრია. იგი შედგება არაკოვალენტურად დაკავშირებული სუბერთეულებისაგან. თავისუფალი ჰჩGα და ჰჩG β ცილები კოდირდება რამდენიმე დამოუკიდებელი გენით [1,4,9,10]. გლიკოპროტეინულ ჰორმონთა ოჯახში შედის ასევე მალუთეინიზირებელი ჰორმონი(LH), ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონიდა თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონი. ყოველი მათგანი წარმოდგენილია αβ ჰეტეროდიმერის სახით[2]. ქგ დანარჩენი ჰორმონებისაგან იმითგანსხვავდება, რომ იგი სინთეზირდება პლაცენტას ტროფობლასტური უჯრედების მიერ განაყოფიერების შემდეგ და მისი აღმოჩენა შრატში შესაძლებელია ორსულობის დროს. ქგ-ის ზემოქმედებით ყვითელი სხეული ასინთეზირებს ისეთი რაოდენობით პროგესტერონს, რომ არ ხდება ენდომეტრიუმის უკუგდება და ნარჩუნდება ორსულობა. ამის გარდა ნატივური გლიკოპროტეინი და სუბერთეულები ასევე სინთეზირდება ტროფობლასტური და არატროფობლასტური წარმოშობის მალიგნიზირებადი უჯრედების მიერ [8]. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არატროფობლასტური სიმსივნის მქონე პირებში ხშირად თავისუფალი ჰჩG β-ის დონე შრატში აღწევს 100პგ/მლ-ს[6,9]. თავისუფალი ჰჩG β-ს დეტექცია შრატში უფრო მეტი სიხშირით (30%-40%) გვხვდება საშარდე ბუშტის, პაკრეასის, საშვილოსნოს ყელის სიმსივნეების დროს [6]. ამიტომ თავისუფალი ჰჩG β-ს დეტექცია შრატში, განსაკუთრებით მამაკაცებში, შეიძლება ჩაითვალოს სიმსივნეასოცირებულ მარკერად და მისი აღმოჩენა მიუთითებს დაავადების ცუდ პროგნოზზე.
სიმსივნეების დროს შრატში ჰჩG-ის ექსპრესია შესაძლებელია ძირითად როლს თამაშობდეს სპეციფიური აუტოანტისხეულების გამომუშავებაში, რაც საუკეთესო სეროლოგიური მარკერია.

მასალა და მეთოდი

ჩვენ გამოვიკვლიეთ 10 საშვილოსნოს ტანის კიბოთი დაავადებულის, 10 საკვერცხის კიბოთ დაავადებულის, 10 ენდომეტრიუმის პოლიპის მქონე, 6 საშვილისნოს ყელის კიბოთი დაავადებულის, და 5 საკვერცხის ჰისტომის მქონე პირთა პერიფერიული სისხლის შრატი. გამოკვლეულ პირთა ასაკი იყო 35-68 წლამდე.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის მიმართ აუტოანტისხეულების ტიტრის დადგენა არაპირდაპირი იმუნოფერმენტული ანალიზით.
96 ფოსოიან ბრტყელძირიან პლანშეტებზე ვახდენდით 50 მკლ ჰჩG (შIGMA) დატანებას 1მგ/მლ კონცენტრაციით კარბონატ-ბიკარბონატულ ბუფერში და ვაინკუბირებდით 24სთ. 4 გრადუსზე. პლანშეტს ვრეცხავდით ფოსფატური ბუფერით, რომელიც შეიცავდა 0,05% თვინ-20-ს (შIGMA).
შემდგომ ფოსოებში ვასხამდით საკვლევ შრატს, განზავებულს ტვინისა და 2% ხარის შრატის ალბუმინის შემცველი ფოსფატური ბუფერით (შIGMA). საკვლევ შრატს ვანზავებდით 1:25, 1:50, 1:100, 1:200, 1:400, 1:800, 1:1600, 1:3200, 1:6400, 1:12800–ჯერ.
კონიუგატის სახით ვიყენებდით თაგვის ანტი-ადამიანის IგG-ს,რომელსაც ვამატებდით ყველა ფოსოში ოპტიმალური ტიტრით1:100.
სუბსტრატეს სახით ვიყენებდით 10 მლგ პ-ნიტროფენილ ფოსფატიდს, რომელსაც ვხსნიდით 100მკლ MგჩI2-ის შემცველკარბონატ-ბიკარბონატულ ბუფერში. რეაქციას ვაჩერებდით 12% -იანი გოგირდმჟავათი.
ოპტიკურ სიმკვრივეს ვსაზღვრავდით მულტისკან Mჩჩ-ზე, ტალღის სიგრძე-405 ნმ.

შედეგები

ანტი-ჰჩG ანტისხეულების ტიტრი გამოკვლეულ პაციენტებში ნაჩვენებია #1,2,3 სურათებზე. ყველაზე მაღალი ტიტრი ანტი-ჰჩG ანტისხეულებისა აღმოაჩნდათ საკვერცხის ჰისტომით დაავადებულ და საშვილოსნოს ფსევდომუცინოზური კისტის მქონე პირებში. 1 : 25 განზავებისას აუტოანტისხეულების ტიტრი პირველ შემთხვევაში ტოლია 1,126 ;ხოლო მეორე შემთხვევაში კი-2-ის.
ყველაზე დაბალი მაჩვენენებლებით ხასიათდებოდა საშვილოსნოს ტანის და საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტთა სისხლის შრატი (სურ. #2 და3). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საშვილოსნოს ტანის კიბოს შემთხვევაში აღწევდა 0,959-ს, ხოლო საკვერცხის კიბოს შემთხვევაში ანტი-ჰჩG აუტოანტისხეულების ტიტრი კიდევ უფრო დაბალი იყო (0,4) . ამასთან რაც უფრო მაღალი იყო სიმსივნის სტადია მით უფრო Dდაბალი იყო ანტი-ჰჩG ანტისხეულების ტიტრი. ე. ი. ანტი-ჰჩG ანტისხეულების რაოდენობის შემცირებასთან ერთად იზრდებოდა სიმსივნის აგრესიულობა. ეს შესაძლებელია მიუთითებს იმაზე, რომ სპეციფიური ანტისხეულების პროდუქცია მოქმედებს ჰჩG ნეიტრალიზაციაზე და ამიტომ კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში ანტი-ჰჩG ანტისხეულები აფერხებენ სიმსივნეთა ზრდის ეფექტს
რასაკვირველია ჰჩG ძირითადად სინთეზირდება ტროფობლასტური უჯრედების მიერ ორსულობის შესანარჩუნებლად. ეს გლიკოპროტეინი ასევე სინთეზირდება მალიგნიზირებული უჯრედების მიერ როგორც ტროფობლასტური ასევე არა ტროფობლასტური სიმსივნეების დროს.
ჰჩG-ის თავისუფალი β სუბერთეული ფართოდ გამოიყენება, როგორც დაუნის სინდრომის მარკერი [11,3] ,ასევე წარმოადგენს ზოგი ეპითელური სიმსივნის პროგნოზირებად მარკერს [5]. უფრო მეტიც ჰჩG-ის შრატში აღმოჩენა შესაძლებელია რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების დროს. ამ შემთხვევაში, ორსულობისაგან განსხვავებით ჰჩG სინთეზირდება სიმსივნური უჯრედების მიერ უფრო მეტი ვიდრე თავისუფალი ჰჩGβ. არის იმის მტკიცებულება, რომ ჰჩGβ თამაშობს სიმსივნის ზრდის მასტიმულირებელი ჰორმონის როლს. თავისუფალი ჰჩGβ-ს ექსპრესია სოლიდურ სიმსივნეებთან მიუთითებს მის აგრესიულობაზე,მაღალ მეტასტაზირებად პოტენციალსა და სწრაფ ზრდაზე[7]. სისხლის ცირკულაციაში ყოფნისას ჰჩGβ მოლეკულების უმეტესობა სიმსივნის ზრდის პროცესში იწვევს ორგანიზმის იმუნიზაციას და ანტი-ჰჩG ანტისხეულების გამომუშავებას, რაც წარმოადგენს ჩვენი კვლევის მიზანს.

References

1. Boorstein W.R., Vamvakopoulos NK.,and Fiddes JC. (1990). Human chorionic gonadotrophin beta-subunit is encoded by at least eight genes arranjed in tandem and inverted pains. Nature.300;419-422.

2. Butler S.A. Laider P.,Porter J. R.,KicmanA.T>,Chard T.,Covan D.A. and Iles R.K.,(1999) β-subunit of human chorionic gonadotrophin exists as e homodimer.Journal of Molecular Endokrinology,22:185-192.

3. Cucle H.S.Iles RK and chard T.(1994). Urinari βcore hCG a new approach to Dovn’s syndrome screening.Prenatal diagnosis 14;953-958.

4. FiddesJC and Goodman HM,(1980). The cDNA for β-subunit of human chorionic gonadotrophin suggests evolution of a gene by readthrough into 3’- untranslated region. Nature, 286;684-687.

5. Iles RK.,Persad R.,Trivedi M.,Sharma KB.,Dickenson A.,Smith P. and Chard T. (1996) Urinari concentration of hCG and its fragments as a prognostic marker in bladder cancer. British Journal of Urology, 77;61-69.9

6. Marcillac I. ,Troalen F. ,Bidart JM. ,Ghillani P, Ribrag V, Escudier B.Mallassagne B, Droz JP, and Bellet D.(199 ) Free human chorionic gonadotrophin beta-subunit in gonadal and nongonadal neoplasms. Cancer Res 52;3901-3907.

7. Moutzoauris G, Yannopoulos D, Barbatis C, 91993). Is beta human chorionic gonadotrophin production by transitional cell carcinoma of the bladder a marker for aggressive desease and resistanse to chemotherapy? Br.J.Urol.72;807-809.

8. Pierse JG and Parsons TF(1981), Glikoprotein hormones;Strukture and function. Annu.Rev Biochem.50;465-495.

9. Policastro P. Ovitt CE., Hoshina M, Fukuoka H. Boothby MR. and Boime I. (1983) The beta-subunit of human chorionic gonadotrophin in encoded by multiple genes. J. Biol,Chem. 258;11492-11499.

10. Porakishvili N. Jakson AM., DE Souza JB, Dalla chiesa M, Roitt IM, Delves PJ, Lund T. Epitopes of human chorionic gonadotrophin and thear relationship to immunogenisity and cross-reaktivity of beta chain mutants. Am. J. Repro.Immunol. 11998,40;210-214.

11. Spenser K. Coombs EJ. MALLARD as AND Milfordvard A, (1992). Free beta human chorionic gonadotrophin in dovn’s syndrome screening;a multicancer study of its role compared with other biological markers , Annals of clinical biochemistry 29; 506-518.

Abstract

The patient with ovarian histoma and uterus cista showed the highest titre of anty-hCG autoantibodies out of the patients studied.The patient with malignant tumours hed non-appreciable levels of anti-hCG antibodies.

However a correct measurement of the serum hCG

β is technically complex which limits its application for tumour screening. the serum expression of hCG in malignancies may lead to the induction of specific autoantipodies,which can represent a beeter serum marker.In addition it will demonstrate a possibility of a recognition of the tumor- associated antigens.

საკვერცხის ჰისტომა

image002

საკვერცხის კიბო

image004

საშვილოსნოს ტანის კიბო

image006

Viewed 716 times by 450 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka