სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე” 
მ.მ.კ.ნინო ვადაჭკორია, მ.მ.კ.მზია ბაქრაძე, მ.მ.კ.ნანა მელქაძე
 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრა

 ანესთეზიის ქვეშ კარიესული ღრუს პრეპარირება, კოფერდამის მოთავსება, პულპური ღრუს გახსნა, ამპუტაცია, არხების შესასვლელების პოვნა, ექსტირპაცია, არხის სამუშაო სიგრძის დადგენა, არხების პრეპარირება, ირიგაცია, გამოშრობა, “მასტერ-შტიფტის” შერჩევა, არხის ობტურაცია და მუდმივი ბჟენი-ეს არის ის კლინიკური ეტაპები, რომელთა თანამიმდევრული შესრულებაც განაპირობებს გართულებული კარიესის მკურნალობის კარგ შედეგებს. თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნიკის მაღალი დონე გვეხმარება ექიმებს გავიმარტივოთ კლინიკაში მუშაობა. ამ მხრივ აღსანიშნავია აპექს-ლოკატორების გამოყენება არხის სიგრძის განსაზღვრისათვის, ენდოდონტური ბუნიკები, პროფაილები, ნიტი-ფაილები. ასევე აუცილებელია ფესვის კონფიგურაციისა და არხის ობტურაციის შესამოწმებლად რენტგენის თანამედროვე აპარატურა და ვიზიოგრაფები.

მიუხედავად ყველაფრისა, კლინიკური მასალის ანალიზი არ გვაძლევს საშუალებას გადაწყვეტილად ჩავთვალოთ ენდოდონტური პრობლემები. ჩვენს მიერ გაანალიზებული იქნა 15-60 წლის ასაკში მყოფი 60 ავადმყოფის ორთოპანტომოგრამა. აღმოჩნდა, რომ 22 სურათზე აღინიშნებოდა არხების არასრულფასოვანი ობტურაცია და შედეგად ცვლილებები კბილის პერიაპიკალურ ქსოვილში. იყო შემთხვევები, როდესაც ავადმყოფები მოგვმართავდნენ მწვერვალოვანი პერიოდონტიტის ჩივილებით ან ხვრელ-არხის არსებობით დაბჟენილი კბილის არეში. პაციენტებს ვუღებდით რენტგენის სურათს და სურათზე ჩანდა ფიზიოლოგიურ აპექსამდე დაბჟენილი არხი. ამ მოვლენას ხშირად ჰქონდა ადგილი 33; 34; 35; 43; 44; 45; 15; 25 კბილების შემთხვევაში. კლინიკაში კბილის გახსნის შემდეგ კი, როგორც წესი, აღმოვაჩენდით, რომ არ იყო მოძებნილი და დაბჟენილი ფესვის მეორე არხი. ე.ი. საქმე გვქონდა არსებული მე-2 არხის იგნორირებასთან.

ჩვენი პრაქტიკული მუშაობის ანალიზმა დაგვარწმუნა, რომ სავალდებულოა იმ თეორიულ მონაცემებზე დაყრდნობა, რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიურ ლიტერატურაშია და ასახავს კბილთა ფესვებში არხების რაოდენობის % მაჩვენებლებს. “იგნორირებული” არხი განსაკუთრებით ხშირია ერთფესვიან კბილებში, როდესაც ექიმი ფსიქოლოგიურად განწყობილია სტანდარტული 1 არხის არსებობაზე და აღარ ეძებს მეორე არხს. თეორიულ-პრაქტიკულ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა გვახსოვდეს, რომ ზედა ყბის მე-2 პრემოლარში 2 არხი აღინიშნება შემთხვევათა 48%-ში, ქვედა ყბის ეშვში 2 არხია 15%-ში, ქვედა ყბის პირველ პრემოლარში 2 არხია 20%-ში, ქვედა ყბის საჭრელებში 2 არხია 35-43%-ში, ზედა ყბის პირველ მოლარში 4 არხია შემთხვევათა 30%-ში, ზედა ყბის მე-2 მოლარში 4 არხია 13%-ში (ზედა ყბის მოლარებში მე-4 დამატებითი არხი მდებარეობს ლოყისკენა მეზიალურ ფესვში). ქვედა ყბის მოლარებში დამატებითი მე-4 არხი მდებარეობს დისტალურ ფესვში და იგი გვხვდება შემთხვევათა 10%-ში.

ენდოდონტური მკურნალობის I ეტაპზე გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით საინტერესო შედეგებს იძლევა და შესასრულებლადაც მარტივია ისეთი მეთოდი, როგორიცაა შეღებვით კბილის ფსკერზე არხების შესასვლელების მოძებნა.

ერთ-ერთი ასეთი საღებავია Canal blue. იგი არის ლურჯი ფერის სითხე. მისი გამოყენების ტექნიკა ასეთია: სითხე თავსდება პულპური ღრუს ფსკერზე რამოდენიმე წამით (3-5 წმ), შემდეგ ბამბის ბურთულით ვაშორებთ ჭარბ საღებავს ღრუდან. არხების შესასვლელები იღებება ინტენსიურ ლურჯ ფერად (სურ. 1) და შემდგომი მათი ლოკალიზაციისათვის გამოვიყენებთ წვრილ არხოვან ზონდს, როგორიცაა მაგ. Micro-Opener-ი. საღებავის მიერ აღმოჩენილი არხების შესასვლელის სურათი განსაკუთრებით ეფექტურია ქრ.პულპიტების და ქრ.პერიოდონტიტების დროს დარბილებული და ინფიცირებული დენტინის სიჭარბის გამო. ამ მეთოდით არხების შესასვლელების აღმოსაჩენად შევღებეთ 100 კბილის ღრუ და 56 შემთხვევაში აღმოვაჩინეთ არხების არასტანდარტული რაოდენობა, რაც შემდგომში დადასტურდა დენტალური რენტგენოლოგიური გამოკვლევით (სურათს ვიღებდით ენდოდონტურ ინსტრუმენტთან ერთად). სურ. 2-3

image001

image003

image005

არხების შესასვლელთა მოსაძიებლად ძალიან ეფექტურია ისეთი მოდიფიცირებული ზონდები, როგორიცაა: DG 16 და თითისტარისმაგვარი ზონდები PCE-1 და  PCE-2, ასევე Micro-Opener-ი. ეს ინსტრუმენტები განსაკუთრებით კარგია წვრილი არხების შესასვლელთა ზონდირებისათვის. მათი გამოყენებით გამორიცხულია როტაცია, რადგანაც აქვთ ტარი. სწორედ ტარის არსებობა განაპირობებს პულპური ღრუს ფსკერის ოპტიმალურ გამოკვლევა-დანახვას, რადგანაც ექიმის ხელი არ ფარავს საოპერაციო ველს. ამ ინსტრუმენტთა მაღალი კონუსურობა და ტრადიციული ზონდებისაგან განსხვავებით მაღალი სიმტკიცე უზრუნველყოფს: 1) არხების შესასვლელის სწრაფად პოვნას, 2) არხების შესასვლელთა გაფართოების გამარტივებას, 3) გვირგვინოვან ნაწილში და არხოვან ნაწილში არხის სიგრძის 1/3-დან 2/3-მდე. არხების შესასვლელთა მოძებნა კი, თავის მხრივ განაპირობებს პრეპარირების დროს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ და დავზოგოთ კბილის ჯანმრთელი მაგარი ქსოვილი.

დასკვნა: ჩვენს მიერ ენდოდონტურ მუშაობაში გამოყენებული ახალი მეთოდები ხელს შეუწყობს პრაქტიკოს ექიმებს და განსაკუთრებით დამწყებ სპეციალისტებს კლინიკური ეტაპების ჩატარების გამარტივებაში, დროის ეკონომიაში არხების შესასვლელების ძებნისას და მკურნალობის ხარისხიან ჩატარებაში. ზოგ შემთხვევაში კი თავიდან აგვაშორებს ენდოდონტური მკურნალობის ისეთ წარუმატებლობას, როგორიცაა, იგნორირებული არხი.

 ლიტერატურა

  1. А.Ж.Петрикас – “Пульпэктомия”  Тверь  2000 г
  2. Бенджамин Бризено, Бритта Виллесхаузен-Ценхен “Препарирование доступной полости: вспомогательные средства для нахождения входов в корневой канал” Клиническая стоматология №4 2001г.

SUMMARY

 In therapeutical stomatology providing of correct endodontical treatment  is highly important during the therapy of complicated cariesis.

In this article are discussed some new endodontical treatment methods.

In order to find the root canal ostium it is offered the method of colouring with Canal Blue and modern endodontical probes as Micro Opener, PCE-1 and PCE-2 are offered for localization of the canals.

In the article is also analysed literary information about non-typical quantity of root canals.

The article is very useful  for practical dentists  and especially for beginners.

Viewed 563 times by 318 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka