აკად. ა. ჩხეიძე, ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი, ფეტო-მატერნული მედიცინის დეპარტამენტის სამეანო განყოფილება ,,ჰერა”–ს კონსულტანტი, ლ. სტურუა ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი, ფეტო-მატერნული მედიცინის დეპარტამენტიმ სამეანო განყოფილება ,,ჰერა”-ს მეან-გინეკოლოგი გ. კაკაურიძე, საბ. მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკურ კვლევათა განყოფილების უფროსი მეც. თანამშრომელი.
ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი, ფეტო-მატერნული მედიცინის დეპარტამენტიმ სამეანო განყოფილება ,,ჰერა”
სამკურნალო პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით ლაზეროთერაპიამ დაიკავა თვალსაჩინო ადგილი სამეანო და გინეკოლოგიურ პრაქტიკაში. მისი შესაძლებლობები გინეკოლოგიურ პრაქტიკაში შეუზღუდავია. ორგანიზმზე ლაზერული გამოსხივების მოქმედების პათოფიზიოლოგიური მექანიზმების გათვალისწინებით, გინეკოლოგიაში გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში არსებული ლაზერით მკურნალობის ყველა მეთოდი. სამეანო პრაქტიკაში უფრო მეტად გავრცელებულ და ფართოდ გამოსაყენებელ ლაზერულური ერთერაპიის ძირითადი მეთოდებია: ლაზერული რეფლექსთერაპია (ლაზერპუნქტურა), ინტრავენური (ინვაზიური) ლაზერთერაპია, ტრანსდერმული (არაინვაზიური) ლაზერთერაპია, ენდოვაგინური ლაზერთერაპია, საშვილოსნოს ყელის კონტაქტური ლაზერთერაპია. ცოცხალ ორგანიზმზე ლაზერის მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ბიოსტიმულაციის ეფექტი. მისი არსი შესდგება ორგანიზმის უმნიშცნელოვანესი ფერმენტების აქტივაციაში: ხდება აქტივაცია ბიოენერგეტიკული და ბიოსინთეტიკური პროცესების და საბოლოო ჯამში გამოვლინდება ბიოლოგიური თერაპიული მოქმედება. საყოველთაოდ აღიარებულია დაბალინტენსიური ლაზერების ბიოსტიმულური მოქმედების შემდეგი ფიზიკური პარამეტრები: ტალღის სიგრძე დიაპაზონით-620-670 ნმ, სიმძლავრის სიმკვრივე 2,5-200 მვტ/სმ2, დასხივების დოზა 3-9 ჯოულ/სმ2.
ჰელიუმ-ნეონური ლაზერი ორგანიზმზე ზემოქმედებით იწვევს შემდეგ კლინიკურ ეფექტებს: ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას, მიკროცირკულირების ნორმალიზებას, მადენსიბილიზირებელ მოქმედებას, პათოგენური აგენტების ზემოქმედებაზე ბიოქსოვილების მდგრადობის მომატებას, იმუნოგენეზის გაუმჯობესებას, დეჰიდრატაციულ და თრომბოლიტურ მოქმედებას, ანალგეტიკურ ეფექტს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, მიკრობული ფაქტორის პათოგენობის დაქვეითებას, პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების მგრძნობელობის მომატებას ანტიბაქტერიალური თერაპიის მოქმედებაზე.
ლაზერის სხივით ორსულთა მკურნალობა ყველა შემთვევაში მონოთერაპიის ხასიათს არ ატარებს და არის კომპლექსური-შერწყმული სამკურნალო პრეპარატებთან მინიმალური დოზებით. Aამ დროს ძირითად მიზანს წარმოადგენს თავიდან აცილება დედის ორგანიზმზე მედიკამენტების გვერდითი უარყოფითი მოქმედების, ნაყოფის ორგანიზმზე ფარმაკოლოგიური დატვირთვის შემცირება.
ორსულთა ანემია
ლაზეროთერაპიის ჩვენება. 1. ორსულთა ანემია (გესტოზი) I-II ხარისხის; III ხარისხის – კომბინაციაში ინფუზიურ-ტრანსფუზიურ თერაპიასთან.
რკინადეფიციტური ანემია I-II ხარისხის შერწყმული სხვა გართულებებთან (გესტოზი, რეზუსიზოსენსიბილიზაცია, მოსალოდნელი აბორტი, მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა და სხვა) და ექსტრაგენიტალურ პათოლოგიებთან (თირკმლების ქრონ. დაავადებები, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის).
ლაზეროთერაპიისათვის გამოიყენება ჰელიუმ-ნეონის ლაზერის სხივი ტალღის სიგრძით 632,8 ნმ. სეანსი ტარდება ყოველდღე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 3-დან 12 დღემდე, დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. ექსპოზოცია თითოეულ წერტილზე-10-30 წმ.
ორსულთა არტერიული ჰიპოტონია
ლაზეროთერაპიის ჩვენება. 1. სიმპტომატიური ჰიპოტონია ორსულობამდე (არსებული). 2. არტერიული ჰიპოტონია ორსულობის დროს (წარმოშობილი).
ლაზეროთერაპიისათვის გამოიყენება ჰელიუმ-ნეონის ლაზერის სხივი ტალღის სიგრძით 632,8 ნმ. ექსპოზიცია თითოეულ წერტილზე-30-40 წმ. პროცედურების რაოდენობა-7-10. ტარდება სამი კურსი (მკურნალობის) შვიდდღიანი შესვენებით.
EPH-გესტოზი
ლაზეროთერაპიის ჩვენება. 1. პრეგესტოზი (პრეკლინიკური ფორმა). 2. E-გესტოზი. 3. EPH-გესტოზი I-II ხარისხის.
ლაზერთერაპიისათვის გამოიყენება ჰელიუმ-ნეონის ლაზერის სხივი ტალღის სიგრძით 632,8 ნმ. ექსპოზიცია თითოეულ წერტილზე-10-15 წმ. პროცედურების რაოდენობა-7-10.
ლაზეროთერაპიის უკუჩვენება. 1. ორსულის ნეგატიური დამოკიდებულება ლაზერთერაპიასთან. EPH-გესტოზი III ხარისხის მძიმე ფორმის ექსტრაგენიტალურ დაავადებებთან ერთად. 3. მძიმე ფორმის EPH-გესტოზი. 4. სომატური დაავადებები, რომელთა დროს უკუჩვენებაა ორსულობა.
მოსალოდნელი აბორტი
ლაზერთერაპიის ჩვენება. მოსალოდნელი აბორტი განპირობებული ჰიპო ფუნქციით. მიზანი-ტროფობლასტით ენდოგენური ჰორმინების გამომუშავების სტიმულირება. გამოიყენება ჰელიუმ-ნეონის ლაზერის სხივი ტალღის სიგრძით 632,8 ნმ. ექსპოზიცია თითოეულ წერტილზე-10-15 წმ. პროცედურების რაოდენობა-8-11.
ორსულთა პირღებინება
ლაზერთერაპიის ჩვენება. 1. ორსულთა პირღებინება მსუბუქი ხარისხის სიმძიმის. 2. ორსულთა პირღებინება საშუალო ხარისხის სიმძიმის. ლაზერთერაპიისათვის გამოიყენება ჰელიუმ-ნეონის ლაზერის სხივი ტალღის სიგრძით 632,8 ნმ. ექსპოზიცია თითოეულ წერტილზე-10-15 წმ. პროცედურების რაოდენობა-7-13.
ნაყოფის ჰიპოტროფია (ნაყოფის ზრდაში განვითარების შეფერხების სინდრომი)
ლაზერთერაპიის ჩვენება. ნაყოფის ჰიპოტროფია I და II ხარისხის.
ლაზერთერაპიისათვის გამოიყენება ჰელიუმ-ნეონის ლაზერის სხივი ტალღის სიგრძით 632,8 ნმ. Eექპოზიცია თითოეულ წერტილზე-10-15 წმ., მუცლის წინა კედლის კანის დასხივება (პლაცენტის ექოლოკალიზაციის მიხედვით) 2 წთ. 7-10 დღის განმავლობაში.
ორსულის მშობიარობისათვის მომზადება და მშობიარობის ინდუქცია
ლაზერპუნქტურის ჩვენება. 1. EPH-გესტოზი I და II ხარისხის არაეფექტური მკურნალობისას 10-14 დღის განმავლობაში. 2. რეზუს-კონფლიქტი; 3. ექსტრაგენიტალური პათოლოგია და ორსულობა; 4. ატიპიური პრელიმინარული პერიოდი; საშვილოსნოს ჰიპოაქტიობის დროს (ჰისტეროგრაფიული მონაცემებით) 39/40კვ. ორსულობის ვადაზე.
Summary
A. Chkeidze, L.Sturua, G.Kakauridze
With the aim of increasing the effectiveness of a treatment process lasertherapy has been widely used in feto-maternal medicine. The most widespread and broadly applied type of laser radiation is a helium-neon laser (wave length-632,8 nm). Basic methods of lasertherapy. Treatment of pregnants by a laser beam is not in all cases of a monotherapeutic character and is applied in combination with medical preparations in minimum doses. At this stage the major objective is to exclude unfavourable collateral effects of mediactions on maternal organism, lessening of pharmacological load on fetal organism.
Viewed 472 times by 264 viewers


