ლალი დათეშიძე
ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევი აშრევება – მიზეზები: დედის სისხლძარღვოვანი დაავადებები (ორსულთა გვიანი ტოქსიკოზების მძიმე ფორმები, ჰიპერტონული დაავადება, ნეფრიტები და სხვ.), საშვილოსნოს ანთებითი და დისტროფიული ცვლილებები, პლაცენტის დეგენერაციული ცვლილებები (დაგვიანებული ორსულობა, ჰიპოვიტამინოზები), საშვილოსნოს გადაჭიმვა (წყალუხვობა, მრავალნაყოფიანობა, დიდი ზომის ნაყოფი). სისხლის დაგროვება აშრევებულ პლაცენტასა და საშვილოსნოს კედელს შორის იწვევს რეტროპლაცენტური ჰემატომის განვითარებას, რომელიც მატულობს მოცულობაში და ჟღენთავს საშვილოსნოს კედელს სისხლით. თუკი სისხლი აღწევს საშვილოსნოს კედელსა და გარსებს შორის, მაშინ ვითარდება გარეგანი სისხლდენა. დედის სისხლმიმოქცევაში რეტროპლაცენტურმა სისხლის შეღწევამ, რომელიც მდიდარია თრომბოპლასტური ნივთიერებით, შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპოფიბრინოგენემიის მდგომარეობა.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამოკიდებულია შინაგანი სისხლდენის ძალაზე. მცირე ზომის რეტროპლაცენტური ჰემატომა შესაძლებელია კლინიკურად არ გამოვლინდეს. ძლიერი სისხლდენის დროს წარმოიქმნება ძლიერი ტკივილი მუცელში, საშვილოსნო მკვრივდება, მუცელი შებერილია, მტკივნეულია ჰემატომის არე. არტერიული წნევა ქვეითდება, პულსი გახშირებულია. გარეგანი სისხლდენის დროს ანემიის ხარისხი არ შეესაბამება სისხლდაკარგვის ხარისხს. ნაყოფში სწრაფად ვითარდება მუცელშიგა ასფიქსია. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პლაცენტის წინმდებარეობასთან, საშვილოსნოს გასკდომასთან, საკვერცხის ფეხის გადაგრეხვასთან, პერიტონიტთან ორგანოს გახვრეტის გამო.
მკურნალობა. ძლიერი სისხლდენისა და ბუნებრივი მშობიარობის პირობების არქონისას, ნაჩვენებია საკეისრო კვეთა, თუნდაც მკვდარი ნაყოფის დროს. საშვილოსნოს კედლის მნიშვნელოვანი გაჟღენთა სისხლით წარმოადგენს ჩვენებას საშვილოსნოს ამპუტაციისა. მშობიარობის დროს ხსნიან სანაყოფო ბუშტს, ადებენ სამეანო მაშებს ან ვაკუუმ-ესქტრაქტორს. მშობიარობის მე-3 პერიოდში ატარებენ მომყოლის ხელით მოხსნასა და გამოტანას, არ ელოდებიან მის დამოუკიდებლად დაბადებას (ჰიპოტონური სისხლდენის საფრთხე). ტარდება ჰიპოტონური სისხლდენისა და ჰიპოფიბრინოგენემიის პროფილაქტიკა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1528 times by 719 viewers



