ბავშვთა მოსახლეობის სტომატოლოგიური სამსახურის ოპტიმალური ორგანიზაცია და ნებისმიერი მოცულობის სტომატოლოგიური დახმარების, მათ შორის პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მათი გავრცელებისა და ინტენსივობის რეგიონული სიტუაციური ანალიზი, არამედ მრავალრიცხოვან რისკის ფაქტორთა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა და შეფასება (1, 2).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შრომის მიზანს შეადგენდა ჰიპოპლაზიის ფორმირების რისკის ფაქტორთა ინტეგრალური შესწავლა და მათი რანჟირება ბავშვთა მოსახლეობაში.
კვლევას დაექვემდებარა 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვთა მოსახლეობის რეპრეზენტატული კონტინგენტი (617 ბავშვი). სტანდარტული ანკეტა-კითხვარი ორიენტირებული იყო ჰიპოპლაზიის პირველად დიაგნოზირებაზე. ამავე დროს, ის გულისხმობდა პოტენციური რისკის ფაქტორების გამოვლენის შესაძლებლობას. კითხვარი მოიცავდა დემოგრაფიულ საკითხებს, მონაცემებს დედის ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობის და მემკვიდრული წინასწარგანწყობის შესახებ, ახალშობილობისა და სიცოცხლის შემდგომ პერიოდში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემებს, კვების ხასიათს წლამდე და წლის შემდეგ, პირის ღრუს ჰიგიენურ მდგომარეობას და პროფილაქტიკური ვიზიტების სიხშირეს სტომატოლოგთან. სტომატოლოგიური სტატუსის შეფასება წარმოებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გამოკვლევის სტანდარტული სქემის მიხედვით, რომელიც ადაპტირებული იყო ანკეტა-კითხვართან. მიღებული მონაცემების მათემატიკურ-სტატისტიკური დამუშავება წარმოებდა შPშშ/ვ.9 პროგრამული პაკეტის საშუალებით.
ანკეტა-კითხვარის გამოყენებით მიღებული მნიშვნელოვანი ანამნეზური, გენეტიკური, სოციალურ-ჰიგიენური და ობიექტური მონაცემების შესახებ ინფორმაცია გაანალიზებულ იქნა დიფერენციალურად, ძირითადი (ჰიპოპლაზიით დაავადებული) და საკონტროლო ჯგუფების მიხედვით, ავადობის საორიენტაციო პროგნოზის შემუშავების, შემდგომი გამოკვლევის ხასიათის და ჯერადობის განსაზღვრისა და ზოგად ჰიგიენური თუ სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების შერჩევის მიზნით.
ცნობილია, რომ დაავადების ფორმირების რისკის ფაქტორებსა და მიზეზებს შორის ბევრია საერთო, მაგრამ არსებობს არსებითი განსხვავებაც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მიზეზები ატარებენ აბსოლუტურ ხასიათს და როგორც წესი, მივყავართ დაავადების განვითარებამდე. რისკის ფაქტორები კი ატარებენ ალბათურ ხასიათს და შეიძლება გამოიწვიონ ან არ გამოიწვიონ დაავადების ფორმირება (3). გარკვეულ ფაქტორსა და დაავადების ალბათობას შორის კავშირის ობიექტური შეფასების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. РШHჰიპოპლაზიის ფორმირებაზე Зსხვადასხვა ფაქტორის გავლენის ობიექტური შეფასების მიზნით, ჩვენ მიერ გამოყენებულ იქნა მრავალფაქტორული მათემატიკური ანალიზი. გამოკვლეული ფაქტორის არსებობასა და დაავადების ალბათობას შორის კავშირის ხარისხის გამოვლენის მიზნით, განისაზღვრა შეფარდებითი რისკის მაჩვენებელი, რომლის საფუძველზეც წარმოებულ იქნა ჰიპოპლაზიის რისკის ფაქტორთა რანჟირება (X2-ის მიხედვით).
გამოკვლეულ კონტინგენტში, მინანქრის ჰიპოპლაზიის განვითარების ძირითადი რისკის ფაქტორთა მნიშვნელობა შეფასდა შეფარდებითი რისკის მნიშვნელობის განსაზღვრის საფუძველზე.
ცხრილი
ჰიპოპლაზიის რისკის ფაქტორთა მნიშვნელობა
|
ფაქტორები |
შეფარდებითი რისკის მნიშვნელობა (ღ) |
X2 |
P |
მნიშვნელობის რანგი |
|
დედის ავადობა ორსულობის დროს |
2,5 |
41,8 |
0,001 |
5 |
|
ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა |
2,0 |
24,6 |
0,001 |
8 |
|
მემკვიდრული დატვირთვა (დედის მხრიდან) |
8,0 |
34,1 |
0,001 |
7 |
|
მემკვიდრული დატვირთვა (მამის მხრიდან) |
1,8 |
48,0 |
0,001 |
3
|
| ადრეული ხელოვნური კვება | 1,9 | 47,2 | 0,001 | 4 |
| არაბალანსირებული კვება | 4,5 | 66,6 | 0,001 | 1 |
| ნახშირწყლოვანი კვება | 25,8 | 59,2 | 0,001 | 2 |
| თანმხლები სომატური დაავადებები | 34,1 | 34,0 | 0,001 | 6 |
მიღებული მონაცემებით, მნიშვნელოვან ფაქტორებს მინანქრის ჰიპოპლაზიის განვითარებაში განეკუთვნება: მემკვიდრული დატვირთვა, ადრეული ხელოვნური კვება, ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა, დედის ავადობა ორსულობის დროს, არაბალანსირებული კვება, ნახშირწყლოვანი კვება და თანმხლები სომატური დაავადებები.
ამრიგად, გამოვლენილი რისკის ფაქტორების რანჟირების საფუძველზე ყველაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას მინანქრის ჰიპოპლაზიის ფორმირებაზე ახდენს არაბალანსირებული და ნახშირწყლოვანი კვება, მემკვიდრული დატვირთვა, ადრეული ხელოვნური კვება, დედის ავადობა ორსულობის დროს, თანმხლები სომატური დაავადებები და ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა.
ლიტერატურა
1. БОРОВСКИЙ Е. В. ТЕРАПЕВТИЧЕСКАЯ СТОМАТОЛОГИЯ //М. 1999 С.104-109
2. БРЖЕЗОВСКИЙ М. М. МЕТОДИЧЕСКИЕ АСПЕКТЫ ИЗУЧЕНИЯ ФАКТОРОВ РИСКА НЕИНФЕКЦИОННЫХ ЗАБОЛЕВАНИЙ У ДЕТЕЙ //ПЕДИАТРИЯ. 1990. №3- С. 67-72
3. NOZAKA K. , SATO T., ET.AL.-CLINICAL STUDY OFENAMEL HYPOPLAZIA //SHONI-SHIKAGAKU.-1990.-VOL.-28. №3. – P. 577-99
SUMMARY
K. GOGILASHVILI., E. JAPIASHVILI., L. ZHORZHOLIANI
QUONTITIVE AND QUOLITATIVE RISK FACTORS RANGING IN HYPOPLASIA DEVELOPMENT
The present research aimed at integral study and assessment of risk factors promoting spread and formation of hypoplasia among children. The survey covered 617 Georgian children at 6-16 years of age. Dental status was determined by standard scheme designed by WHO. Data were processed according to SPSS/v.9 (statistical package for social sciences) program package.
Through the rating of the identified risk factors it was concluded that the most significant influence over the development of enamel hypoplasia are caused by unbalanced nutrition, excessive use of carbohydrates, hereditary predisposition to hypoplasia, artificial nutrition under one year age, mothers sickness during the pregnancy, accompanying somatic diseases and pathologic proceeding of the pregnancy .
Viewed 495 times by 266 viewers



