ნაადრევი მშობიარობა preterm delivery
ნაადრევი მშობიარობა - ადგილი აქვს ორსულობის 28-ე და 39-ე კვირეებს შორის პერიოდში. მიზეზები ისეთივეა, როგორიც თავისათავადი აბორტის დროს. მშობიარობა ხშირად რთულდება სანაყოფო წყლების ნაადრევი დაღვრით, სამშობიარო მოქმედების სისუსტით და სხვ.
ნაადრევი მშობიარობა - მკურნალობა. საჭიროა მშობიარობის ძალზე ფრთხილად ჩატარება. სამშობიარო მოქმედების სისუსტის დროს საჭირო არ არის ძლიერი მასტიმულირებელი პრეპარატების დანიშვნა, ვინაიდან ძლიერი ჭინთვები შესაძლებელია მიზეზი გახდეს ნაყოფის ტრავმისა. მშობიარობის პირველ პერიოდში, საშვილოსნოს ყელის გახსნისას 4-5 სმ-ით, მიზანშეწონილია სპაზმოლიზური პრეპარატების დანიშვნა, რომელთა შეყვანის განმეორება შეიძლება. მუდმივად ატარებენ ნაყოფის მუცელშიგა ჰიპოქსიის პროფილაქტიკას. ძლიერი სამშობიარო მოქმედება, განსაკუთრებით მეორე პერიოდში საჭიროა შესუსტებულ იქნას ეთერის არაღრმა ნარკოზით; მშობიარობის მეორე პერიოდი უმჯობესია ჩატარდეს მშობიარის გვერდზე წოლის მდგომარეობაში. დღენაკლი ნაყოფის თავზე მენჯის ფსკერის კუნთების ტრავმული ზემოქმედების შემცირების მიზნით მიმართავენ ეპიზიო – ან პერინეოტომიას. პროფილაქტიკა ისეთივეა, როგორიც თავისთავადი აბორტების დროს. მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის დროს ორსულს სასწრაფოდ აგზავნიან სტაციონარში, სადაც ტარდება ღინისძიებები, რომელიც მიმართულია ნაადრევი სამშობიარო მოქმედების შესაჩერებლად.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988







