ბუშტნამქერი

ბუშტნამქერი hydatid(iform) mole

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ბუშტნამქერი ქორიონის თავისებური ცვლილება, რომელიც ვლინდება ხაოების ზომების მკვეთრი ზრდით, რომელთა გაყოლებაზე წარმოიქმნება ბუშტუკისებრი გაფართოებები. ბუშტნამქერმა შესაძლებელია მოიცვას მთელი ქორიონი (სრული ბუშტნამქერი) ან მისი ნაწილი (ნაწილობრივი ბუშტნამქერი). ვარაუდობენ დაავადების ინფექციურ, ჰორმონულ, გენეტიკურ გენეზს. ჩვეულებრივ აღინიშნება 20-30 წლის ასაკის ქალებში.

ბუშტნამქერიბუშტნამქერი აღინიშნება მენსტრუაციის შეჩერება 2-3 თვით და მეტად, რომლის ფონზეც ვლინდება სისხლიანი გამონადენი, რაც გამოწვეულია ნამქერის ბუშტუკების მოცილებით. დამახასიათებელია საშვილოსნოს ზომების შეუსაბამობა ორსულობის ვადასთან (საშვილოსნოს ზომები მეტია). საშვილოსნო ღებულობს მკვრივ-ელასტიკურ კონსისტენციას. საშვილოსნოს ზომების გადიდების დროს, რომელიც შეესაბამება ორსულობის 20 კვირაზე მეტ ვადას, საშვილოსნოში ნაყოფის არსებობის დადგენა ვერ ხერხდება ელექტრო-, ფონო – და რენტგენოგრაფიითაც კი. ავადმყოფთა 30-40% – ს აღენიშნებათ საკვერცხის თეკალუთეინური ცისტები, რომლებიც ნამქერის დაბადების შემდეგ დამოუკიდებლად ქრებიან და ასეთ შემთხვევაში არ მოითხოვს ქირურგიულ მკურნალობას. სახიფათოა ქორიონეპითელიომის შემდგომი განვითარება. ორსულობაზე ბიოლოგიური და იმუნოლოგიური რეაქციები მკვეთრად დადებითია.

ბუშტნამქერი – დიაგნოზი დაავადების დასაწყისში ხშირად მცდარია. მის დასაზუსტებლად გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება თავისთავად (სპონტანურ) აბორტთან, მრავალნაყოფიან ორსულობასთან, წყალუხვობასთან და საშვილოსნოს მიომასთან.

ბუშტნამქერი – მკურნალობასაშვილოსნოდან ბუშტნამქერის დაუყონებლივი გამოდევნება. ამისათვის იყენებენ საშვილოსნოსგამოფხეკას, ვაკუუმ-ასპირაციას, სამშობიარო მოქმედების მედიკამენტოზურ გამოწვევასა და საკეისრო კვეთას (საშვილოსნოს დიდი ზომების დროს). ქორიონული ეპითელის მნიშვნელოვანი ეპითელიზაციის დროს ინიშნება ციტოსტატიკური პრეპარატები. პროგნოზი სერიოზულია; ბუშტნამქერის მოცილების შემდეგ საჭიროა დაკვირვება ქალთა კონსულტაციაში 2 წლის განმავლობაში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა