სამედიცინო ტერმინოლოგიის ორთოგრაფიის სახელმძღვანელო (შესავალი)

მთავარ გვერდზე

ავტორი: ლალი დათეშიძე; რედაქტორი: მანანა კიკნაძე

რა არის ორთოგრაფია?

ორთოგრაფია, მართლწერას, სწორად წერას ნიშნავს. სწორად წერა აუცილებელია აზრის ზუსტად გადმოცემისათვის. სწორად წერისას თქვენ იცავთ ქართული ენის სიწმინდეს. და ბოლოს – სწორად წერა თქვენი კულტურის, მათ შორის თქვენი პროფესიული კულტურის ელემენტია. არსებობს კარგი ქართული სიტყვა–წიგნიერი კაცი, რაც სწორად წერის, მათ შორის– მართლწერის კულტურასაც გულისხმობს. ორთოგრაფიის ზოგადი წესები, საშუალო სკოლებშიც ისწავლება. ამდენად, არც ერთი სტუდენტისა და სპეციალისტისათვის ისინი უცხო არაა.

როგორ შეიქმნა ეს სახელმძღვანელო?

ცხადია, წინამდებარე ონ–ლაინ სახელმძღვანელოს ავტორებს არ გამოუგონიათ ახალი ორთოგრაფიული წესები. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თავი მოვუყარეთ სხვადასხვა ლიტერატურაში არსებულ წესებს, შეძლებისდაგვარად მივეცით მათ ალგორითმის ფორმა და თითოეული ალგორითმი აღვჭურვეთ საილუსტრაციო მაგალითებით, რომლებიც ექსელ–ცხრილის სახითაა წარმოდგენილი. შესაბამის ლინკზე დაჭერით თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ საილუსტრაციო მაგალითები. აგრეთვე – გამოიყენოთ ორთოგრაფიული ლექსიკონი
ალგორითმების მომზადებისას ჩვენ ვისარგებლეთ: ა. შანიძის. გ. შალამბერიძისა და რ. ზექალაშვილის ნაშრომებით. ისინი, ძირითადად, ციტირებულია,რათა მათი წაკითხვის ინტერესი გაგიღვივოთ. რაც შეეხება საილუსტრაციო მაგალითებს და ონ–ლაინ სტრუქტურას, ისინიი ძირითადად ეყრდნობა ლალი დათეშიძისა და მისი მოსწავლეების ნაშრომებს. დისკზე მოცემულია ამ სფეროში შესრულებულ სამუშაოთა ვრცელი ბიბლიოგრაფიული საძიებელი.

რა არის ორთოგრაფიული ლექსიკონი?

ამავე დისკზე, განთავსებულია სამედიცინო–ორთოგრაფიული ლექსიკონი. იგი მომზადებულია ლალი დათეშიძის მიერ, მანანა კიკნაძის რედაქციით. ეს პირველი ქართული სამედიცინო–ორთოგრაფიული ლექსიკონია და ბუნებრივია მას ექნება ხარვეზები. ორთოგრაფიულ ლექსიკონზე გადასასვლელეად დააჭირეთ აქ. ორთოგრაფიული ლექსიკონი ისეთი ლექსიკონია, სადაც მოცემულია სიტყვების სწორი ფორმები და გავრცელებული შეცდომები. ქართულ ენაზე გვაქვს დიდი ქართველი მეცნიერების თოფურიასა და ივ. გიგინეიშვილის ”ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი”, რომლითაც სარგებლობს ორთოგრაფიის საკითხებზე მომუსავე ყველა პირი. ლალი დათეშიძის ორთოგრაფიულ ლექსიკონში, შეძლებისდაგვარად დაცულია ამ ლექსიკონის შედგენისას დადგენილი პრინციპები, მაგრამ, სამედიცინო – ორთოგრაფიული ლექსიკონის ელექტრონულ ვერსიის ფორმით ტირაჟირებას თავის სპეციფიკა აქვს და დასახელებულმა ლექსიკონმაც განსხვავებული ფორმა მიიღო.

ორთოგრაფიულ ლექსიკონზე გადასასვლელეად მიყევით ლინკს >>

 _____________________________________________________