საშვილოსნოს ყელის გახევა cervical rupture
საშვილოსნოს ყელის გახევა – წარმოიქმნება მშობიარობის დროს, ხშირად პათოლოგიურის. მიზეზები: ანთებითი და დისტროფიული პროცესები, საშვილოსნოს ყელის რიგიდულობა, დიდი ნაყოფი, სწრაფი მშობიარობა და სხვ. განასხვავებენ 3 ხარისხს: პირველი ხარისხი – გახევა არა უმეტეს 2 სმ ორივე მხარეზე ან ცალ მხარეს; მეორე ხარისხი – გახევა 2 სმ-ზე მეტია, მაგრამ არ აღწევს საშოს თაღებს; მესამე ხარისხი – გახევები, რომელიც აღწევს საშოს გვერდით თაღებს და გადადის მასზე. გახევებს ჩვეულებრივ თან ახლავს სისხლდენა, რომელიც იწყება ბავშვის დაბადებისთანავე; სისხლი ალისფერია. სისხლდენა გრძელდება ასევე მომყოლის დაბადების შემდეგ, მიუხედავად საშვილოსნოს კარგი შეკუმშვისა. დიაგნოზი დასტურდება საშვილოსნოს ყელის დათვალიერებით საშოს სარკეების მეშვეობით. მკურნალობა – ჩახევების გაკერვა კეტგუტით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988