ორთოგრაფიული წესების ძირითადი ჯგუფები (VIII)

მთავარი გვერდი 

ავტორი: ლალი დათეშიძე
რედაქტორი: მანანა კიკნაძე

ეპონიმებიან ტერმინთა მართლწერა

ეპონიმების ქართულად მართლწერისას ქართული ენის ნორმების შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ ენის სპეციფიკა, რომელსაც ეს გვარი ეკუთვნის. თავისთავად, ეს პრინციპი ალბათ სწორია, მაგრამ ვფიქრობთ იგი თეორიულია და რეალურ პრაქტიკაში განხორციელება არ უწერია. დღეისათვის მედიცინაში შედარებით სტაბილურად გამოიყენება 30 000 ეპონიმი. დადგენა თითოეული გვარის სპეციფიკასა მათ მშობლიურ ენაზე არარეალურად რთული და ძვირადღირებული სამუშაოა. ამგვარი რესურსების მოპოვების პერსპექტივა არა გვგონია არსებობდეს. ამავე დროს კი, ფეხს იკიდებს დღევანდელი ნორმების თვალსაზრისით არასწორი ფორმები. ვფიქრობთ, სათანადო ოფიციალურმა სტრუქტურებმა უნდა შეიმუშაონ რეალობასთან ადეკვატური ნორმები, რომელთა დაცვაც რეალურად იქნება შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ განხილვას ექვემდებარება ასეთი ტეზა ”ეპონიმები იწერება იმ ენის ფონეტიკური თვისებების გათვალისწინებით, საიდანაც იგი წარმოსდგება ან იმ ენის ფონეტიკის გათვალისწინებით რომლიდანაც იგი შემოდის ქართულ ლექსიკაში”. ვფიქრობთ,ასეთი ფორმულირება ასახავს რეალობას.

 ______________________________________________________________