ვიწრო მენჯი

ვიწრო მენჯი contracted [narrow] pelvis

ვიწრო მენჯი – განასხვავებენ ანატომიურად და კლინიკურად ვიწრო მენჯს. ანატომიური ვიწრო მენჯი დიაგნოსტირდება იმ შემთხვევაში, თუკი მენჯის ზომებიდან თუნდაც ერთ – ერთი შემცირებულია 2 სმ-ით. შევიწროების ფორმის მიხედვით განასხვავებენ ზოგადად თანაბარშევიწროებულ მენჯს (ყველა ზომა შემცირებულია 2 სმ-ით და მეტად), მარტივი ბრტყელი მენჯი (შემცირებულია პირდაპირი ზომები), ბრტყელრაქიტული მენჯი (მენჯში პირდაპირი ზომების – ჭეშმარიტი კონიუგატის მაქსიმალური შევიწროება) და ზოგადად შევიწროებული მენჯი.

სამეანო პრაქტიკაში ხშირია განივად შევიწროებული მენჯი. ანატომიურად ვიწრო მენჯს აქვს შევიწროების 4 ხარისხი: პირველი ხარისხი – ჭეშმარიტი კონიუგატა 11 – 9 სმ; მეორე ხარისხი – ჭეშმარიტი კონიუგატა 9 – 7,5 სმ; მესამე ხარისხი – ჭეშმარიტი კონიუგატა 7,5 – 6,5 სმ. მეოთხე ხარისხი – ჭეშმარიტი კონიუგატა 6,5 სმ და ნაკლები. მენჯის პირველი და მეორე ხარისხის შევიწროების დროს მშობიარობა შესაძლებელია, მაგრამ კარგი სამშობიარო ქმედების. მესამე ხარისხის დროს ტარდება საკეისრო კვეთა ან მშობიარობა მთავრდება ოპერაციით (მკვდარი ნაყოფის დროს). მეოთხე ხარისხის დროს ნაყოფის გამოტანა ხდება მხოლოდ საკეისრო კვეთით.

ორსულობა ვიწრო მენჯის დროს უმრავლეს შემთხვევაში მიმდინარებს თავისებურებების გარეშე. ორსულობის ბოლოს შესაძლებელია სანაყოფო წყლების დაღვრა, ჭიპის მარყუჟის გამოვარდნა, ნაყოფის წინმდებარეობის ანომალიები და სხვ. მშობიარობის მექანიზმი. მენჯის თანაზომიერი შევიწროების დროს თავის მკვეთრი მოხრა მცირე მენჯის შესასვლელში; თავის ჩადგმა მცირე მენჯის ერთ-ერთ ირიბ ზომებში; თავის ხანგრძლივი გასვლა სამშობიარო არხში; გამოსვლის მომენტში თავი მკვეთრად იხრება შორისის მხარეზე (ამიტომ ხშირია შორისის გახევები). ბრტყელი მარტივი მენჯის დროს: თავის ზომიერი გაშლა (დიდი და მცირე ყიფლიბანდები მდებარეობენ ერთ დონეზე); თავის ასინკლიტური ჩადგმა; ბრტყელრაქიტული მენჯის დროს: თავის ხანგრძლივად ყოფნა მცირე მენჯის შესასვლელში; თავის გაშლა; ნაყოფის სწრაფი დაბადება. ზოგადად შევიწროებული ბრტყელი მენჯის დროს: თავის გაშლა მცირე მენჯის შესასვლელში; თავის ასინკლიტური ჩადგმა; თავის შენელებული გასვლა.

კლინიკურად ვიწრო მენჯი შესაძლებელია იყოს ანატომიურად ვიწრო მენჯის დროს, ასევე მენჯის ნორმალური ზომების დროს, მაგრამ დიდი ზომის ნაყოფის დროს, თავის არასწორი და წინმდებარეობის დროს. მშობიარობა მიმდინარეობს თავისა და მენჯის ზომებს შორის შეუსაბამობის ხარისხის მიხედვით. გართულებები: სანაყოფო წყლების ნაადრევი დაღვრა; ჭიპის მარყუჟის გამოვარდნა; სამშობიარო მოქმედების სისუსტე; მშობარობის გახანგრძლივება; აღმავალი ინფექცია მშობიარობის დროს; ნაყოფის ჰიპოქსია და ქალაშიდა ტრავმა; საშვილოსნოს გახევა; შარდ-სასქესო ფისტულები. მშობიარობის წარმართვა. ტარდება მენჯის ფუნქციური შეფასება. ნაადრევი ან ადრეული დაღვრის დროს ხდება ორსულის ჰოსპიტალიზაცია 2 კვირით ადრე მშობიარობამდე. საშობიარო მოქმედების სისუსტის დროს ინიშნება მასტიმულირებელი პრეპარატები; პრეპარატების ინიშნება გარკვეული სიფრთხილით, საშვილოსნოს გახევის საშიშროების გამო. მშობიარობის დროს ყურადღება ექცევა კლინიკურ შუსაბამობას თავის და მენჯის ზომებს შორის. ამ სიმპტომების წარმოქმნის დროს ნაჩვენებია საკეისრო კვეთა. აუცილებელია მუდმივად ჩატარდეს ნაყოფის მუცელშიგა ჰიპოქსიისპროფილაქტიკა.

_________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება

    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
    • Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა

..