ამბლიოპია

ამბლიოპია amblyopia

ამბლიოპია – მხედველობის ანალიზატორის ფუნქციური დარღვევებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

არჩევენ ამბლიოპიის შემდეგ ხარისხებს: დაბალი ხარისხის (სიმახვილე 0,8 – 0,4), საშუალო ხარისხის (0,3 – 0,2), მაღალი ხარისხის (0,1 – 0,05); ძალიან მაღალი ხარისხის (0,04 და ქვემოთ).
ეტიოლოგიის ნიშნის მიხედვით არჩევენ ამბლიოპიის რამოდენიმე სახეს: დისბინოკულური, ობსკურაციული, ანიზომეტროპიული, რეფრაქციული, ისტერიული.

დისბინოკულარული ამბლიოპია

მხედველობის დაქვეითება ხილული ანატომიური ან რეფრაქციული საფუძვლის გარეშე. დისბინოკულური ამბლიოპია, როგორც წესი, ერთმხრივია და ვითარდება ბინოკულური მხედველობის დარღვევების შედეგად, ძირითადად მონოლატერალური სიელმის დროს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ცენტრალური მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ფიქსაციის ხშირი დარღვევა. სათვალეები მხედველობას არ აუმჯობესებენ. აღნიშნული დარღვევები თანდათანობით იძენენ სულ უფრო მყარ, რიგ შემთხვევებში შეუქცევად ხასიათს. ობიექტურად რაიმე ცვლილებები გარდამტეხი გარემოს და თვალის ფსკერის არ აღინიშნება.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა ეფუძნება მხედველობის სიმახვილის სხვა მიზეზების გამორიცხვას.

მკურნალობა

მუდმივად და ხანგრძლივად (არანაკლებ 4 თვისა) წამყვანი თვალის გამოთიშვა. თვალის ვარჯიშები.

პროგნოზი

ცენტრალური ფიქსაციის დროს დროული მკურნალობა, როგორც წესი, იწვევს მხედველობის სიმახვილის მომატებას. არაცენტრალური ფიქსაციის დროს ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.

ობსკურაციული ამბლიოპია

ობსკურაციული ამბლიოპია – ბროლირქოვანას თანდაყოლილი ან ადრე შეძენილი შემღვრევა.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

გარკვეულ როლს ასრულებს თვალის ფუნქციური უმოქმედობა და რომელიც დაკავშირებულია მხედველობის ანალიზატორის განვითარების შეფერხებასთან. დამახასიათებელია მხედველობის დაბალი სიმახვილე, მიუხედავად შემღვრევის მოხსნისა და თვალის ფსკერის გამოხატული ანატომიური ცვლილებების არარსებობისა.

მკურნალობა, პროფილაქტიკა

კერატოპლასტიკის ოპერაცია ან კატარაქტის ექსტრაქცია ადრეულ ასაკში. მხედველობის გასაუმჯობესებლად – ბადურის გაღიზიანება სინათლით, ვარჯიშები ამბლიოპიური თვალის გასავარჯიშებლად.

პროგნოზი

მხედველობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან მისი დაქვეითება განპირობებულია არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ანატომიური მიზეზებითაც.

ისტერიული ამბლიოპია

ისტერიული ამბლიოპია – თავის ტვინის ქერქში მხედველობითი აღქმის დარღვევა.

სიმპტომები, მიმდინარეობა

მხედველობის სიმახვილის უეცარი დაქვეითება, როგორც წესი, ორმხრივი; შესაძლებელია ახლდეს მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება, სკოტომის, ჰემიანოფსიის წარმოქმნა.
მხედველობა დაქვეითებული რჩება რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე თვემდე. ადვილი არ არის სიმულაციისაგან გარჩევა.

მკურნალობა

ფსიქოთერაპია, სედატიური საშუალებები.

ამბლიოპიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👀 ამბლიოპია – მხედველობის ანალიზატორის ფუნქციური დარღვევებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება
🔎 განარჩევენ ამბლიოპიის რამდენიმე ფორმას:
➡️ დისბინოკულარული ამბლიოპია – მხედველობის დაქვეითება ხილული ანატომიური ან რეფრაქციული საფუძვლის გარეშე
📎 დისბინოკულური ამბლიოპია ერთმხრივია და ვითარდება ბინოკულური მხედველობის დარღვევების შედეგად, ძირითადად მონოლატერალური სიელმის დროს
➡️ ობსკურაციული ამბლიოპია – ბროლის რქოვანას თანდაყოლილი ან ადრე შეძენილი შემღვრევა
📎 დამახასიათებელია მხედველობის დაბალი სიმახვილე, მიუხედავად შემღვრევის მოხსნისა და თვალის ფსკერის გამოხატული ანატომიური ცვლილებების არარსებობისა
➡️ ისტერიული ამბლიოპია – თავის ტვინის ქერქში მხედველობითი აღქმის დარღვევა
📎 დამახასიათებელია მხედველობის სიმახვილის უეცარი დაქვეითება, როგორც წესი, ორმხრივი
👉 გაიგეთ მეტი ამბლიოპიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3kxTP5W
#ამბლიოპია #ზარმაცითვალი #დისბინოკულურიამბლიოპია #ობსკურაციულიამბლიოპია #ანიზომეტროპიულიამბლიოპია #რეფრაქციულიამბლიოპია #ისტერიულიამბლიოპია #ამბლიოპიისნიშნები #ამბლიოპიისსიმპტომები #ამბლიოპიისდიაგნოსტიკა #ამბლიოპიისმკურნალობა #მხედველობისდარღვევა #ოფთალმოლოგია #ოფთალმოლოგიურიდაავადებები #თვალისდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

თვალის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ამბლიოპია – მხედველობის სიმახვილის დაქვეითება მხედველობის ნერვის ორბიტალური ნაწილის ტოქსიკური დაზიანების გამო.

 

 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian