სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

ბროლის ამოვარდნილობა - თვალის ბროლის მთლიანი (ამოვარდილობა) და ნაწილობრივი (ქვეამოვარდნილობა) გადანაცვლება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ცინის ბოჭკოების თანდაყოლილი განუვითარებლობა, სისუსტე ან ნაწილობრივი არარსებობა; მათი გაგლეჯა ტრავმის ან დეგენერაციის შედეგად.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ბროლის ქვეამოვარდნილობის დროს აღინიშნება არათანაბარი წინა კამერა, ფერადი გარსის კანკალი, რეფრაქციის გადახრა მიოპიის მხარეზე, მხედველობის დაქვეითება. ოფთალმოკოპიით ჩანს ბროლის ნაპირები და თვალის ფსკერის გაორმაგებული გამოსახულება. ბროლის ამოვარდნილობა მინისებრ სხეულში მიმდინარეობს აფაკიის ნიშნებით და შესაძლებელია მიზეზი იყოს ირიდოციკლიტის ან მეორადი გლაუკომის. ტრავმის შემდეგ ბროლის ამოვადნილობის დროს იგი ჩანს ძალიან ღრმად წინა კამერაში ოქროსფერი-ზეთოვანი წვეთის სახით. როგორც წესი, ვითარდება მეორადი გლაუკომა.

მკურნალობა. ქვეამოვადნილობის და გაურთულებელი ამოვადნილობის დროს – მაკორეგირებელი ლინზები, თუკი ისინი აუმჯობესებენ მხედველობას. გართულებული ამოვარდნილობის დროს ნაჩვენებია ბროლის ამოკვეთა. პროგნოზი. ბროლის გადანაცვლებისას გართულების გარეშე კორექცია მნიშვნელოვანია და დგება მხედველობის მყარი გაუმჯობესება. გართულებული ამოვარდნილობის დროს პროგნოზი განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობითა და თვალში ცვლილებების ხარისხით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 734 times by 401 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka