ლალი დათეშიძე
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ნაწიბუროვანი გადმობრუნება წარმოიქმნება ქუთუთოს კანის გაჭიმვით ჭრილობის, დამწვრობის, სისტემური წითელი მგლურას და სხვა პათოლოგიური პროცესებით. სპასტიკური გადმობრუნება წარმოიქმნება თვალის მრგვალი კუნთის ორბიტალური ნაწილის შეკუმშვის შედეგად. მოხუცებულობითი გადმობრუნება – შედეგია ამ კუნთის სისუსტისა. პარალიზური დამბლა აღინიშნება მხოლოდ ქვედა ქუთუთოზე და წარმოიქმნება სახის ნერვის დამბლის დროს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ქუთუთოს ლორწოვანი გარსის გარეთ გადმოტრიალება. იგი თანდათანობით შრება და ჰიპერტროფირდება. ქუთუთოსთან ერთად თვალიდან გამოდის საცრემლე წერტილი, რაც იწვევს ცრემლდენასა და კანის მაცერაციას. იმის გამო, რომ თვალის ნაპრალი არ იხურება შესაძლებელია განვითარდეს კერატიტი, რქოვანას შემდგომი შემღვრევით.
მკურნალობა. სპასტიკური გადმობრუნების დროს – მისი მიზეზის ლიკვიდაციისაკენ მიმართული თერაპია. ქუთუთოების გადმობრუნების სხვა სახეების დროს – ოპერაცია. პროგნოზი მხედველობასთან დაკავშირებით კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 855 times by 421 viewers



