სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

ჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე) – მხედველობის დაქვეითება ღამით. თანდაყოლილი ჰემერალოპიის ეტიოლოგია ცნობილი არ არის. ესენციური ჰემერალოპიის მიზეზია ავიტამონოზი A, ასევე B1და PP. სიმპტომატური ჰემერალოპია აღინიშნება ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებების დროს.

სიმპტომები. მხედველობითი და სივრცითი ორიენტაციის შესუსტება ღამით. სინათლისადმი მგრძნობელობის დაქვეითება, სიბნელისადმი ადაპტაციის პროცესის დარღვევა, ელქტრორეტინოგრამის ცვლილებები, მხედველობის ველის შევიწროება, განსკუთრებით ფერის. დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ჩივილების, კლინიკური სურათის, ასევე ელექტრორეტინოგრფიისა და სხვ. საფუძველზე.

მკურნალობა. თანდაყოლილილ ჰემერალოპია მკურნალობას არ ექვემდებარება, სიმპტომატური ჰემერალოპიის დროს – ძირითადი დაავადების მკურნალობა.

პროგნოზი. თანდაყოლილი ჰემერალოპიის დროს მხედველობის მყარი დაქვეითება. ესენციური ჰემერალოპიის დროს პროგოზი კეთილსაიმედოა, სიმპტომური ჰემერალოპიის დროს იგი დამოკიდებულია ძირითადი დაავადების მიმდინარეობაზე და გამოსავალზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 845 times by 512 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka