სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება - მხედველობის ნერვის დისკის არაანთებითი შეშუპება.

ეტიოლოგია. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ ქალაშიდა წნევის მომატებით.

პათოგენეზი. ქალას ღრუში სითხის დინების შეფერხება მხედველობის ნერვის გარსებს შორის სივრცეებში.

სიმპტომები. მხედველობის ნერვის დისკი გადიდებულია, გამობერილია მინისებურ სხეულში, მისი საზღვრები ვერ ვლინდება, დისკის მიდამოში ვენები გაფართოებული, დაკლაკნილია, არტერიები შევიწროებულია; ბრმა ხალი გადიდებულია. მხედველობის სიმახვილე და მხედველობის ველი დიდი ხნით რჩებიან ნორმალურ მდგომარეობაში. მათი პროგრესული გაუარესება აღინიშნება პროცესის გადასვლის მიხედვით მხედველობის ნერვის ატროფიაში.

mxed_nerv_SeSupeba

დიაგნოზი დადგენა ხდება ოფთალმო-, ნერვო- და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით, სადაო შემთხვევებში – ფლუორესცენტული ანგიოგრაფიის მონაცემებზე.

მკურნალობა მიმართულია იმ მიზეზის აღკვეთისაკენ, რაც იწვევს დისკოს შეგუბებას. შეშუპების შესამცირებლად ტარდება ოსმოთერაპია და დეჰიდრატაციული თერაპია. მხედველობის ატროფიის განვითარებისას – შესაბამისი მკურნალობა.

პროგნოზი ყოველთვის სერიოზულია და განისაზღვრება დაავადების ძირითადი მიზეზის აღკვეთის დროული შესაძლებლობიათ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 511 times by 352 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka