ლალი დათეშიძე
ეტიოლოგია. ზოგადი და ქრონიკული ინფექციები (გრიპი, ანიგინა, პარტახტიანი ტიფი, სიფილისი, ტუბერკულოზი, ბრუცელოზი და სხვ.) და ინტოქსიკაციები, დიაბეტი, პოდაგრა, სისხლის დაავადებები, ნეფრიტი, ფოკალური ინფექციები (ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი და სხვ.), თავის ტვინის და მისი გარსების ანთებითი დაავადებები და სხვ.
პათოგენეზი. ანთებითი პროცესის უშუალო გავრცელება მხედველობის ნერვზე ცხვირის დანამატი წიაღების ან თავის ტვინის გარსებიდან, ინფექტის მეტასტაზირება ბაქტერიემიის დროს, ნერვული ქსოვილის რეაქცია სენსიბილიზაციაზე ზოგადი ინფექციების და ინტოქიკაციების დროს.

სიმპტომები. მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ მხედველობის ველის არათანაბარი შევიწროვება, პირველ რიგში ფერზე, ცენტრალური და პარაცენტრალური სკოტომები მხედველობის ველში. მხედველობის ნერვის დისკო ჰიპერემიულია, მისი საზღვრები არამკაფიოა. ბადურის არტერიები ჩვეულებრივ რამდენადმე შევიწროებულია, ვენები გაფართოებული და დაკლაკნილია. შესაძლებელია სისხლჩაქცევები დისკზე და მის მახლობლად. მხედველობის ნერვის შეგუბებითი დისკისაგან და ფსევდონევრიტრისაგან გამოირჩევა მხედველობის ფუნქციის სწრაფად განვითარებული და მნიშვნელოვანი დაცემით.
მკურნალობა. უპირველეს ყოვლისა ძირითადი დაავადების მკურნალობა, ანტიბიოტიკების (უმჯობესია მოქმედების ფართო სპექტრის) და კორტიკოსტეროიდების გამოყენება; ანთებითი პროცესის ჩაცხრომის პერიოდში ზოგადმასტიმულირებელი და სისხლძარღვთა გამაფათოვებელი პრეპარატები.
პროგნოზი. დროულად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს საკმაოდ მაღალი მხედველობის შენარჩუნებას. დაგვიანებული მკურნალობის დროს ვითარდება მხედველობის ნერვის ატროფია. პროგნოზი უარესია მხედველობის ნერვის ტოქსიკური დაზიანების დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 598 times by 372 viewers



