ლალი დათეშიძე
ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად.
სიმპტომები. მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი-თეთრი, რომლის ფონზეც ყვითელი ლაქა ჩანს მუქი წითელი ფერის (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული. თვალის კაკალზე დაჭერილსას სისხლძარღვთა პულსაცია მხედველობის ნერვის დისკზე არ აღინიშნება. დისკო მკრთალია, მისი საზღვრები არამკაფიოა პერიპაპილარული შეშუპების გამო. პროცესის შედეგია მხედველობის ნერვის ატროფია და ყვითელი ხალის დეგენერაცია. შენარჩუნებულია უმნიშვნელო პერიფერიული მხედველობა. ცენტრალური არტერიის ტოტების დაცობის დროს ხდება მხედველობის ველის შესაბამისი უბნის გამოთიშვა. ცილიორეტინული არტერიის არსებობისას პაპილომაკულურ მიდამოს აქვს ნორმალური შეფერილობა და მხედველობის სიმახვილე აღდგება 1,0 -მდე.
მკურნალობა. გამოიყენება სისხლძარღვთა გამაფართოვებელი და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები.
პროგნოზი ბადურის ცენტრალური არტერიის სპაზმის დროს კეთილსაიმედოა, დაცობის სხვა სახეების დროს – სერიოზულია, მხედველობა მკვეთრად ქვეითდება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 780 times by 399 viewers



