ლალი დათეშიძე
ბადურას ცენტრალური ვენის გაუვალობა – ბადურას ცენტრალური ვენის ან მისი ტოტების სანათურის დახურვა თრომბოზის ან სისხლძარღვის ინტიმის გასქელების შედეგად.
სიმპტომები. ბადურის ვენები გაფართოებული და დაკლაკნილია, არტერიები შევიწროებულია, ბადურის შეშუპებული ქსოვილის ფონზე ჩანს მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები, რომელიც ვრცელდება ვენების მიმართულების რადიალურად. მხედველობის ნერვის დისკი შეშუპებულია, მისი საზღვრები არამკაფიოა. მხედველობის სიმახვილე თანდათანობით ქვეითდება. ცენტრალური ვენის თრომბოზის დროს ცვლილებები ნაკლებადაა გამოხატული დაზიანების უბანზეც. დროთა განმავლობაში სისხლჩაქცევები გაიწოვება, მაკულარულ მიდამოში ვლინდება პიგმენტი. შესაძლებელია მეორადი გლაუკომის განვითარება.
დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ოფთალმოსკოპური სურათის მიხედვით.
პროგნოზი. თითქმის ყველა შემთხვევაში უმჯობესდება პერიფერიული მხედველობა, ცენტრალური – უმრავლეს შემთხვევაში, გარდა ბადურის ცენტრალური ვენის სრული თრომბოზის შემთხვევისა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 826 times by 426 viewers



