ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”
გ.მენაბდე, რ.კალმახელიძე, ლ.ხირსელი, ზ.მაჭავარიანი დ.ანდღულაძე
საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია
ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრა
ტრავმული ალოპეციის ქირურგიული მკურნალობა აღდგენითი ქირურგიის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა. როგორც ცნობილია, თავის ქალას თმიანი საფარველის დეფექტების აღდგენა შეუძლებელია თავისუფალი პლასტიკის და ფილატოვის ყლორტის გამოყენებით. ამიტომ ტრავმული დეფექტების დასახურად უმჯობესია გამოყენებული იქნას ადგილობრივი ქსოვილები. ამ მიზნით მივმართავდით ჯანმრთელი ქსოვილების დოზირებულ დაჭიმვას, კერძოდ, ვიყენებდით სილიკონის ექსპანდერს, ვახდენდით მის გადანერგვას ჯანმრთელი ქსოვილების კანქვეშ და სპეციალური შემავსებლის საშუალებით მასში შეგვყავდა ფიზიოლოგიური ხსნარი. ექსპანდერის თავზე კანი იჭიმებოდა გარკვეული დროის ფარგლებში. დაჭიმულ კანს თმის საფარველთან ერთად შემდგომში ვიყენებდით ალოპეციის დასახურად. აღნიშნული მეთოდიკა შემუშავებული იქნა ექსპერიმენტში, ჩატარდა მორფოლოგიური კვლევები, ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ დოზირებული დაჭიმვა კანის ქსოვილებში იწვევს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას, რაც აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას. ჩატარებული ექსპერიმენტული გამოკვლევების საფუძველზე აღნიშნული მეთოდი დანერგილ იქნა კლინიკაში.
ლიტერატურა
1. Бернадский Ю.И. – “Травматология и восстановительная хирургия челюстно-лицевой области” Киев 1985
2. Неробеев А.И. – “Пластика местными тканями области головы и шеи” Москва 1989
Summary
Furnishing a Trauma Allopethy by Means of Local Plastic
Operational method of treatment of allopathy by means of silicon expander is discussed in the article. Dose straching of skin is performed with an expander and recieved material is used tofurnish the deffects.
Viewed 398 times by 218 viewers



