ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”
თ. მიქაძე, ო. დარჯანია
ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები წარმოადგენს ერთ-ერთ ეტიოლოგიურ ფაქტორს კარიესის განვითარებაში, თავისთავად, როდესაც არ არის დაცული პირის ღრუს ჰიგიენა ორთოდონტიული აპარატურული მკურნალობა წარმოადგენს რისკ ფაქტორს კარიესის განვითარებაში. (1)
აქედან გამომდინარე ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების, როგორც მკურნალობამდე ისე მკურნალობის პროცესში აუცილებელ პირობას წარმოადგენს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და კარიესის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება ჩვენების მიხედვით. (2.3)
ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებისას როგორც წესი ფასდება პაციენტის პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობა, კბილის მაგარი ქსოვილების რეზისტენტობის განსაზღვრა, რათა შეირGეს აპარატის სახეობა. (მოსახსნელი ან მოუხსნელი) და დაიგეგმოს კარიესის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები.
აპარატურულ მკურნალობამდე აუცილებელია პაციენტს ვასწავლოთ, კბილების და აპარატის სწორი და ხარისხიანი ხეხვა, რომელიც ხორციელდება კბილის ისეთი ჯაგრისებით, რომელთა ჯაგრულები სიგანე კბილის გვირგვინის სიგრძეს შეესაბამება (4.5). ამავე დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება პასტების სწორ შერGევას. აპარატურულ მკურნალობის დროს მიზანშეწონილია კბილის პასტების მონაცვლეობით გამოყენება, კერძოდ რეკომენდირებულია კარიესის საწინააჭმდეგო პასტის შენაცვლება ანთების საწინააღმდეგო პასტებით. ამასთანავე კბილები და აპარატების ზედაპირიდან ნადების მოსაცილებლად კვირაში ორჯერ აბრაზიული ტიპის პასტების გამოყენება და პერიოდულად პირის ღრუს პროფესიონალური გაწმენდვა-დამუშავება ექიმ ჰიგიენისტის მიერ (კბილების პროფილაქტიკური გაწმენდვა, რბილი და მაგარი ნადების მოცილება ინსტრუმენტალურად).
აპარატურული მკურნალობის დროს კარიესული და არაკარიესული დეფექტების არსებობისას აუცილებელია მარემინერალიზირებელი თერაპიის გატარება, რომელიც ინდივიდუალურად იგეგმება თვითოეულ პაციენტისთვის ჩვენების მიხედვით.
მარემინერალიზირებელი თერაპიის Gატარება პირდაპირარაპროპორციულია დამოულიდებელი აპარატის სახეზე (მოსახსნელი ფირფიტოვანი ტიპის, მოუხსნელი ბრეკეტ სისტემა) და კბილის მაგარი ქსოვილების მდგომარეობაზე.
მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატით მკურნალობის დროს პაციენტს, რომელსაც აღენიშნება კარიესის კომპენსირებული ფორმა მარემინერალიზირებული თერაპია და კბილების პროფილაქტიკური გაწმენდვა ენიშნება წელიწადში ერთხელ. სუბკომპენსირებელის დროს კი მარემინერალიზირებელი თერაპია და კბილების პროფილაქტიკური გაწმენდვა 6 თვეში ერთხელ, ხოლო კარიესის დეკომპენსირებული ფორმის დროს მარემინერალიზირებელი თერაპია 4 თვეში ერთხელ, პროფილაქტიკური წმენდა წელიწადში სამჯერ, მაშინ როდესაც ორთოდონტიული მკურნალობა ტარდება მოუხსნელი ბრეკეტ-სისტემით, რომელიც უშუალოდ მაგრდება მინანქარზე საკომპოზიციო მასალით, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა უფრო მეტად აქტუალური ხდება, რათა ჰიგიენის დაუცველობის შედეგად შესაძლებელია მინანქარზე გაGნდეს ბრეკეტის მიმაგრების ადგილზე თეთრი ლაქები (დაზიანდეს მინანქარი) და ადგილი ჰქონდეს ლორწოვანის გაღიზიანებას (გინგივიტი).
ბრეკეტ-სისტემის გამოყენების წინ აუცილებელ პირობას წარმოადგენს პირის ღრუს სანაცია, ჰიგიენური მდგომარეობის შეფასება, კიდოვანი პაროდონტის მდგომარეობა და ჩვენების მიხედვით წინასწარ მარემინერალიზირებელი თერაპიის გატარება.
პაციენტს რომელსაც ორთოდონტიული მკურნალობა უტარდება ბრეკეტ-სისტემით ასწავლიან კბილების ხეხვას ორნაირი ჯაგრისით, ყოველი ჭამის შემდეგ, გარდა ამისა როგორც წესია მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა გატარდეს კბილების პროფესიონალური წმენდა. კბილების ხეხვისას პაციენტს ენიშნება კარიეს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო პასტების მონაცვლეობა.
ბრეკეტ-სისტემით პაციენტების მკურნალობის დროს, თითოეულს კბილის მაგარი ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსის მდგომარეობის მიხედვით ინდივიდუალურათ ენიშნება პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორც მკურნალობამდე ისე მკურნალობის პერიოდში და ზოგ შემთხვევაში მკურნალობის შემდეგაც. კერძოდ კარიესის კომპენსირებული ფორმის დროს მარემინერალიზირებელი თერაპია და კბილების პროფილაქტიკური გაწმენდა ბავშვს ენიშნება ორთოდონტიული მკურნალობის პერიოდში წელიწადში ორჯერ.
სუბკომპენსირებული ფორმის დროს აპარატურულ მკურნალობამდე და მკურნალობის პროცესში წელიწადში სამჯერ, ხოლო დეკომპენსირებული ფორმის დროს ბრეკეტის დამაგრებამდე ერთი თვით არდე, მკურნალობის პროცესში კი წელიწადში ოთხჯერ და მკურნალობის შემდეგაც, ხოლო პროფესიონალური გაწმენდა ყოველ ორ თვეში ერთხელ.
მკვლევარების აზრით მარემინერალიზირებული თერაპიის Gატარების დროს უნდა გამოყენებულ იქნას ის პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში შედის კალცი, ფოსფორი, ფტორი, სტრონციუმი და სხვა.
ამგვარად ექიმ ორთოდონტის ამოცანაა არა მარტო ყბა-კბილთა სისტემის გასწორება, არამედ პირის ღრუს ჰიგიენის, კბილთა მაგარი ქსოვილებისა და პაროდონტის მდგომარეობის გაუმჯობესებაც.
ლიტერატურის ჩამონათვალი:
1. Хорощилкина Ф.Я. Руководство по Ортодонтии 1999 г. из “Медицина” Москва
2. Морозлва Л.В. Гигиена полости рта детей с зубочелюстными аномалиями находящихся на ортодонтическом лечении. Методическая рекомендация Москва 1980 г. ст. 1-23.
3. Абрамова О.Ю. Арсенина О.И. Оспанова Г.Б. Профилактические Мероприятия при лечений пациентов эстетическими брекетами. Стоматология 1999 г. №1 ст. 39-40.
4. Сахарова Э.Б. Жевательные резинки и здоровье полости рта. Стоматология 1998 г. №2 ст. 40-41.
5. Kleink – Heckmann V Bredy E Orthopдdische Stomatologie. 2 Auflage – Leipzig J.A. Barth, 1980 j. 323 z.
Summary
T. Mikadze, O. Darjania
The main mission of the orthodontia is not only formation of perfect dentition, but also improving general hygienical condition of the mouth, the hard fissures and periodontal.
Viewed 356 times by 228 viewers



