მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ნიკოლოზ გეგეშიძე, პაატა ალადაშვილი
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი

1995 წლიდან ქართულ მედიცინაში დაიწყო რეფორმირების ურთულესი პროცესები, რომლებიც დღემდე გრძელდება. სამკურნალო და სადიაგნოზო მუშაობა გადავიდა თვისობრივად განსხვავებულ პრინციპებზე, რაც გამოიხატება უ.ყ. დაფინანსების ტიპის ცვლილებით და მკურნალობის პროგრამირებული სქემების შემოღებით. აღნიშნული პროცესი მჭიდროდ იქნა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ გარდაქ-მნებთან, სამედიცინო პოლიტიკის ცვლილებასთან და მიუახლოვდა მსოფლიო სტანდარ-ტების დონეს.
პროგრამების ფარგლებში შექმნილი სტანდარტებით მკურნალობას გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, მაგრამ ჩვენი ნაშრომის მიზანს მათი ავკარგიანობის შეფასება არ წარმოადგენს.
წინამდებარე ნაშრომის მიზანია, თანამედროვე მოთხოვნების პირობებში წინა პლანზე წარმოაჩინოს სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამსახური, რომლის უპირველეს მიზანს წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის უზრუნველყოფა უსაფრთხო და მაღალხარისხიანი გამოკვლევებით და მკურნალობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხის უზრუნველყოფა ისედაც არის სამედიცინო დაწესებულების ვალდებულება, ამ სამსახურმა კი მისი შენარჩუნება და მუდმივი კონტროლი უნდა განახორციელოს.
მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ამ მიმართებით შექმნილია და მუდმივად იხვეწება სამუშაო პრინციპები, სამოქმედო დებულებები და პრაქტიკული ჩვევები.
ხარისხი ყოველთვის არ ნიშნავს უმაღლეს ხარისხს, ეს არის სათანადო, თანაც მისაღები ხარისხი. XX ს.-ის 40-50-იან წლებში ეკონომიკის პროფესორმა ედვარდს დემინგმა ჩამოაყალიბა ,,ხარისხის სტრატეგიული დაგეგმარების 14 პოსტულატი~ და ჩაატარა ლექციების კურსი იაპონიის ინდუსტრიის 100-მდე ბოსთან_შედეგს ალბათ, ყველა ვხედავთ.
ხარისხის გარანტიისთვის კონტროლის საჭიროება ჯერ კიდევ პლატონის მიერ არის შემჩნეული, მას ეკუთვნის გამოთქმა: ,, ექიმები მუდმივად პრესის ქვეშ უნდა იყვნენ~ .
რა არის ხარისხი ზოგადად?
_ეს არის პროცესი, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებელს,
რა არის სამედიცინო დახმარების ხარისხი?
_ეს არის ტექნოლოგიების ადექვატურობა დასახული მიზნის მისაღწევად და მიღებული სამედიცინო-ეკონომიკური სტანდარტის განსახორციელებლად.
რა არის ხარისხის კონტროლი?
_ იგი აჩვენებს არა იმას, თუ რამდენად კარგები ვართ, არამედ იმას, თუ რამდენად ცუდები ვართ, რათა შევაჩეროთ ცუდი მოვლენები.
აი, რა უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის განსაზღვრას:
1. საზომი შკალა (მაგ.: ხარისხი);
2. შემადგენელი ელემენტები (მაგ.: ჯანდაცვის სამსახურები);
3. ინდივიდის და ზოგადად, ხალხის კეთილდღეობისთვისგამოყენებული თანხის რაოდენობა;
4. მიზანზე ორიენტირება(მაგ.:სასურველი ჯანმრთელობის მიღწევა);
5. შედარება ქსელში არსებულ უხარისხო ან არაკონტროლირებად ხარისხიან მაჩვენებლებთან
6. პროცესის და შედეგების ურთიერთკავშირი;
7. ცალკეული და მთელი საზოგადოებისთვის სასურველობა;
8. პრიორიტეტები და ფასეულობა;
9. აუცილებლობა ან საჭიროება;
აი, რა უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის კონტროლის განსაზღვრას:
1. მიზანი (რის შესრულებას ვცდილობთ, მისი პრიორიტეტულობა და თითიეული მუშაკის მისია
2. შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა;
3. დარწმუნება ხარისხის გაუმჯობესებაში;
4. პროგრამული მუშაობა;
5. გაგება იმისა, რომ ყოველთვის და ყველასთვის უმაღლესი ხარისხი არ მიიღწევა;
6. თანხების, რესურსების და დროის რაციონალური ხარჯვა;
7. რელიგიური ასპექტების და კულტურული არეალის(გარემოცვა, ტრადიციები აღქმა და გათვალისწინება;
8. ხარისხის პროგრამის ეთიკურობა;
9. ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება;
10. კონტროლის მეთოდების საჯაროობა და გამჭვირვალობა;
11. მიღებული შედეგების ანალიზი;
12. შემდგომი სამოქმედო გეგმის დასახვა შედეგების გასაუმჯობესებლად;

ძირითად კონცეფციებთან(პრინციპებთან) ერთად ხარისხის შექმნა-შენარჩუნებისა და კონტროლის მიმდინარეობისას გასათვალისწინებელია საერთო დებულებები და მათ შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებული სისტემა.
აღნიშნული დებულებები პასუხს სცემენ თვით ხარისხს, მის კონტროლს და ასევე მათი ურთიერთკავშირის განსაზღვრებებს. დებულებებზე ათეულობით წელია მუშაობენ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, როგორც სამენეჯმენტო, ისე კლინიცისტური მიდგომით. რა თქმა უნდა, დებულებები არ არის შაბლონი ან დოგმა, ეს იგივე პრინციპებია, რომელთა გათვალისწინებითაც ყველა კონკრეტული დაწესებულება ქმნის საკუთარ სამუშაო პროგრამას.
როგორც უკვე აღინიშნა, ხარისხის შექმნა-შენარჩუნება-კონტროლის უზრუნველსა-ყოფად საჭიროა სამოქმედო პროგრამის არსებობა, ხოლო მის შექმნამდე აუცილებელია შემსრულებელთა გუნდის ჩამოყალიბება. ამ დებულების ძირითადი პროცესის სქემატური გამოსახვა მოცემულია #1 დანართში(სქემა მარტივია და, ალბათ, კომენტირებას არ საჭიროებს).
ძირითადი მოთხოვნა ხარისხის შექმნა-შენარჩუნება-კონტროლის პროცესში არის მისი უწყვეტობა-სისტემატურობა, რომლის მთავარი დევიზი გახლავთ ის, რომ ეს არ არის უმაღლესი ხარისხი, არამედ ეს არის სათანადო და მისაღები ხარისხი, ამასთან, ამ ხარისხით მომხმარებელი კმაყოფილია(სულერთია, ვინ არის იგი_პაციენტი, ექიმი, თუ დაწესებულება).
უწყვეტობის შენარჩუნებას ხელს უწყობს:
1. რესურსების რაციონალური, (ეკონომიური) ხარჯვა, თანხების აკუმულირება და რეინვესტიცია;
2. მეცნიერული მიდგომების გამოყენება (არსებული ფაქტების ანალიზის პრინციპი);
3. დისკუსიური პროცესი(საყოველთაობის და გამჭვირვალობის პრინციპი);
4. ინტეგრაცია სხვადასხვა სამსახურებთან(მათ შორის ბარიერების დანგრევის პრინციპი);
5. გუნდის დისციპლინა, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება(პერმანენტული სწავლება-გადამზადების პრინციპი);
6. არ უნდა ვიყოთ თვითკმაყოფილი;
7. არ უნდა გვქონდეს სამუშაოს შიში;

რა გზით მიიღწევა ეს პროცესი?
1. მოთხოვნილებები და შესაძლებლობები შესაბამისობაში უნდა იყვნენ;
2. სამოქმედო გეგმაში ჩასართავი პროცესები უნდა იყოს გააზრებული(სრული ცოდნის საჭიროების პრინციპი);
3. აუცილებლად უნდა იყოს ციკლური(უწყვეტი);
4. აუცილებელია მუდმივი სათანადო ხარისხი (არა უმაღლესი);

ხარისხის შექმნა-შენარჩუნება-კონტროლის უწყვეტობის პრინციპის სქემატური გამო-სახულება მოცემულია #2 დანართში. სქემის აღქმისას ადვილად დავრწმუნდებით იმაში, რომ ერთი რომელიმე რგოლის ამოვარდნით სასურველი შედეგი არ მიიღწევა.
ამ პროცესის მიმდინარეობაში შესაძლებელია, სხვა პრობლემებიც წარმოჩინდეს, რაც ძირითადად გამოიხატება რაიმე მოვლენის ან სიტუაციის სათანადოდ ვერშეფასებით_ესენია:
1. ბუნებრივობა და დიფერენცირება;
2. ხარისხის კლინიკური ფესვები;
3. პროფესიონალიზმი(ან არაპროფესიონალიზმი);
4. არასაკმარისი ფაქტები;
5. სერვისის სხვა ელემენტები;

ასევე პრობლემებს ქმნიან:
1. არსაყოველთაობა;
2. არაინტეგრირება(დისჰარმონია);
3. რესურსების შეუფასებლობა ან გადაფასება;
4. საჭირო დროის და/ან ინფორმაციის უქონლობა ან სიმცირე;
5. არასაკმარისი ფინანსირება და ტექნიკური უზრუნველყოფა;
6. მომხმარებლის (პაციენტი, ექიმი, დაწესებულება) ინდიფერენტუ-ლობა;
7. საერთო უნდობლობა;

პრობლემების გათვალისწინების და დაძლევის შემდეგ ხარისხის შექმნა-შენარჩუ-ნება-კონტროლის პროცესში მთავარი პრინციპია, მიღებული შედეგების სწორი ანალიზი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
რაც შეეხება ანალიზს, აქ მთავარი პირობაა საზომის ამორჩევა, რომლის ინდიკატორიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
1. იყოს ადვილად მისაღები და ხელმისაწვდომი;
2. იყოს მნიშვნელოვანი;
3. იყოს ვარგისიანი;
4. იყოს პროფესიულად ორიენტირებული;
5. იყოს მგრძნობიარე ჩატარებული ცვლილებების მიმართ;

რომელიმე მათგანის გამოკლება, აზომვებს არასანდოს ხდის და მიღებული შედეგის ანალიზი არ იქნება სრულყოფილი. ინდიკატორის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვზომავთ_პროცესს, თუ შედეგს(ზოგჯერ ორივეს). ამ შემთხვევაში ასარჩევია ნაკლებხარჯიანი და მეტად ეფექტიანი აზომვა(აქვე განიხილება დროის ფაქტორიც). უხშირესად აიზომება პროცესი, დროის გარკვეულ მომენტში კი_შედეგი(უფრო გლობალური გათვლებისას).
კრიტერიუმის არჩევის და მიღებული შედეგების შემდეგ სასურველია ღია დისკუსიის ჩატარება, ზოგადი და კონკრეტული ანალიზი და საზომის ცვლილება(ან მის შესაცვლელად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა).

ცვლილებათა განსახორციელებელი პრინციპები:
1. კონცეფციების შეცვლა სისტემის სტრუქტურული შეცვლით;
2. ე.წ. მორგების მექანიზმი_პროცესის გამრავალჯერადება ერთდროულად;
3. არასაჭირო საქმიანობის მინიმიზაცია;
4. საქმიანობის სინქრონიზაცია;
5. იძულებითი გადაადგილების სისტემების გამოყენება;
6. დადებითი და უარყოფითი მოტივაციების გამოყენება;
7. საქმიანობის ეტაპების ერთმანეთთან დაახლოება;
8. სისტემის ცვლილებებში მაქსიმალური ავტომატიზაცია;
9. მთელი სისტემის შეცვლა_პერსონალის და ტექნიკური საშუალებების ერთიან სისტემაში მოყვანა;
10. სპეციალისტთა დროის რაციონალური გამოყენება;
11. მომსახურების პროცესის რომელიმე ეტაპის სისტემიდან გარეთ გატანა შუალედურ პროცესში;
12. უფრო საჭირო, მისაღები და უფრო გამოყენებული სისტემის გამოყენება;
13. ინფორმაციის საფუძველზე პროცესის მცირეოდენი შეყოვნება და მეტად დაკვირვების შემდეგ ჩატარება;
14. არაეფექტური მომსახურების გამორჩევა, მისი იდენტიფიცირება და ხმარებიდან ამოღება;
15. ხელმისაწვდომობის სხვადსხვა არხის პარალელურად გამოყენება(საჭი-როებისას და არა ყოველთვის);
16. მოთხოვნილებების წინასწარ განსაზღვრა;
17. პაციენტის ხელშეწყობა_მისი თვითგანსწავლა, საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოყენების მიზნით;
18. პერსონალის, პაციენტთა რაოდენობის და შემდგომი მუშაობის პროგნო-ზირება;
19. შემთხვევათა ყოველდღიური მონიტორინგი;

ყოველივე ზემოთჩამოთვლილი პრინციპები თუ დებულებები არის ზოგადი, ასევე ზოგადად შეიძლება ჩამოყალიბდეს მოქმედების სქემა(იხილეთ #3 დანართი).
მოქმედების ამა თუ იმ ეტაპზე შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას:
1. 10-მდე სამოქმედო პროგრამა(შესაძლებელია, დროის მონაკვეთში ისინი იცვლებოდნენ);
2. ლიტერატურა (ფაქტებზე დამყარებული დასკვნები, გაიდლაინები, მეთო-დური სახელმძღვანელოები და სხვა);
3. საკუთარი და სხვათა წარსული გამოცდილება;
4. სხვადასხვა სტატისტიკური ანგარისები;
5. საჩივრების სისტემა;

პროგრამებში აუცილებლად უნდა განისაზღვროს ზემოქმედების რისკი და უკუქმედების მექანიზმები, მონაწილეთა კრიტერიუმები, მათი გათვითცნობიერებულობა სამოქმედო პროგრამის ელემენტებში, მონაცემთა შეგროვების სიზუსტე, ფინანსური, დროის და სხვა კონკრეტული პროგრამისთვის დამახასიათებელი მრავალი ფაქტორი.
ამის გათვალისწინებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი პროგრამები:

1. თვალსაჩინოების(საინფორმაციო);
2. ინციდენტის იდენტიფიკაციის;
3. მედიკამენტის(ან გამოკვლევის) ჯანმრთელობაზე ზეგავლე-ნის(ზიანი, რისკი);
4. აპარატურის მოხმარების(დატვირთვის) ან ცვეთის;
5. სტატისტიკური და სამონიტორინგო;
6. რესურსების (მედიკამენტების სამედიცინო დანიშნულების საგნების, ფინანსების) ხარჯვის;
7. და სხვა;
ზოგიერთი პროგრამის ძირითადი ასპექტები იხილეთ #4 დანართში.
თითქმის ყველა პროგრამისთვის აუცილებელია ეტალონური მონაცემების მოპოვება და მიღებული შედეგების მათთან შედარება.
პროგრამათა მუშაობის საფინალო აკორდი მიღებული შედეგების სრულყოფილი ანალიზია, და არა მარტო ანალიზი, არამედ გამოვლენილი არასასურველი ფაქტების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების და მექანიზმების დამუშავება, მომზადება და ქმედება.
ძირითადად, ხარისხის შექმნა-შენარჩუნება-კონტროლის სამსახურის მიზანია, მოსახ-ლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება, პაციენტის, დაწესებულებათა სამედიცინო პერ-სონალის და ადმინისტრაციის კმაყოფილების მიღწევა, რასაც იგი ახორციელებს მუდმივი მონიტორინგით და სხვადასხვა პროგრამების უწყვეტი მიმდინარეობით.
თავითავად ცხადია, ყველა ეს მოქმედება(პროგრამა) აუცილებლად უნდა ეფუძნებოდნენ ქვეყანაში მომქმედ კანონმდებლობას და სამედიცინო პოლიტიკას, ეთიკის ნორმებს და სამედიცინო დეონტოლოგიის პრინციპებს.
როგორც დასაწყისში აღინიშნა, წინამდებარე ნაშრომის მიზანი იყო იმ ძირითადი პრინციპების და დებულებების გაცნობა, რომლებიც გამოიყენებიან ხარისხის შექმნა-შენარჩუნება-კონტროლის სამსახურების ქმედებებში, დათუ საქართველოს სამედიცინო დაწესებუელებებიც ანალოგიური პრინციპებით იმუშავებენ, მომავალში, იმედია, ჩვენი ჯანდაცვის ხარისხიც იქნება თუ არა უმაღლესი, სათანადო და მისაღები მაინც.
დანართი
თვალსაჩინოების პროგრამები
I.
მიზანი: ტერიტორიაზე სამსახურების და პერსონალის განთავსების მაჩვენებლების თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრა(ექიმის გვარის და თანამდებობის ჩვენებით);
შედეგები:
1. დაიზოგება პაციენტის დრო(იგი დროულად მოხვდება ექიმთან);
2. არ დაიგვიანებს გამოკვლევა და მკურნალობა;
3. პაციენტი კმაყოფილია;
II.
მიზანი: სამედიცინო აპარატურის ადამიანზე მოქმედების მექანიზმის აღწერის
თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრა (აღწერა მოკლედ, პოპულარულ ენაზე);
შედეგები:
1. პაციენტი აცნობიერებს გამოკვლევის რისკს;
2. პაციენტი აცნობიერებს გამოკვლევას;
3. პაციენტი კმაყოფილია;
III
მიზანი: დაწესებულებაში დანერგილი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების და ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციების პრეისკურანტის (დაფინანსების წყაროს ჩვენებით) თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრა;
შედეგები:
1. პაციენტი წინასწარ საზღვრავს საკუთარ დანახარჯებს;
2. პაციენტი კმაყოფილია;

IV
მიზანი:
1. დაწესებულებაში მიმდინარე საქმიანობის ყოველკვარტალური(ყოველთვიური)
ანგარიშების თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრა;
2. ბრძანებების, განცხადებების თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრა;
შედეგები:
1. პერსონალი კმაყოფილია;
ანკეტირების პროგრამები
მედპერსონალისთვის
მიზანი: გაირკვეს პერსონალის:
1. გაცნობიერებულობა დაწესებულების საქმიანობაში;
2. დასაქმების საჭიროება;
3. მისადაგებობა კონკრეტულ თანამდებობაზე;
4. აზრი დაწესებულების და კონკრეტულად საკუთარ მუშაობაზე;
5. აზრი სამუშაო ადგილის ზრუნველყოფაზე;
6. აზრი ნოვაციებზე;
შედეგები:
1. მომავალი მუშაობის პრინციპების სწორი დაგეგმარება და განსაზღვრა;
პაციენტებისთვის
მიზანი: გაირკვეს პაციენტის:
1. გაცნობიერებულობა და განსწავლულობა საკუთარ დაავადებაში;
2. გაცნობიერება დაწესებულების არსისა;
3. ურთიერთობა მედპერსონალთან;
4. 4. აზრი
ა. გამოკვლევებზე;
ბ. მკურნალობაზე;
გ. სხვა სერვისულ მომსახურებაზე;
შედეგები:
1. მომავალი მუშაობის პრინციპების სწორი დაგეგმარება და განსაზღვრა;

პრობლემების იდენტიფიკაციის პროგრამა
მიზანი:
1. გამოვლენილ იქნას ზოგადი და კონკრეტული პრობლემები;
2. განისაზღვროს პრიორიტეტები;
3. განისაზღვროს მისი აღმოფხვრის გზები;
შედეგები:
1. ნებისმიერი არასასურველი ინციდენტის აღმოფხვრა და
მომავალში თავიდან აცილება;

ლიტერატურა

1. ო. გერძმავა საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი
2. ჯანდაცვის ქართულ-შვედური პროექტი, საავადმყოფოთა მენეჯმენტი შვედეთი ბალბო შHჩAB (თომას კელსტრიომი)
3. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები, ხარისხის კონტროლის შესახებ
4. ედვარდ დემნუსის პოსტულატები

Viewed 459 times by 254 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri