მკურნალობა უცხოეთში


ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”

ქ. ბათუმის N1 საავადმყოფო
ნაკაშიძე ჯ.ხ. ნაკაშიძე მ.გ. ნაკაშიძე მ.ჯ

ქ. ბათუმის N1 საავადმყოფოში 1997-2002 წლებში გულმკერდის ტრავმული დაზიანებით სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 85 ავადმყოფი, მათგან 33 ტრავმატოლოგიურ და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გულმკერდის ძვლოვანი კარკასის დაზიანებით შინაგანი ორგანოების ტრავმების გარეშე. 52 ავადმყოფი ჰოსპიტალიზირებული იყო ქირურგიულ განყოფილებაში და მათ ჩაუტარდათ ოპერაციული მკურნალობა. მათ შორის გულმკერდის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა 7 ავადმყოფს. ცეცხლსასროლი იარაღით-5, დანით მიყენებული- 40, მათ შორის 26 მრავლობითი ჭრილობებით. გულმკერდის მარცხენა ნახევრის დაზიანებები აღენიშნებოდა 30 ავადმყოფს, მარჯვენა 18-ს, ორმხრივი 4-ს, თორაკოაბდომინალური 11-ს. ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა 52 ავადმყოფს, მათ შორის 14 თორაკოტომია, 5 თორაკოლაპარატომია, 3 შემთხვევაში თორაკოტომია და ლაპარატომია, ხოლო 5 შემთხვევაში ლაპარატომიის დროს ღვიძლის, კუჭის, ელენთის დაზიანებებით დიაგნოსტირებული დიაფრაგმის ჭრილობა გაიკერა ლაპარატომიული მიდგომით და ოპერაცია დასრულდა პლევრის დრენირებით ბიულაუს წესით. დანარჩენი 25 ავადმყოფის ოპერაციის მოცულობა განისაზღვრა პირველადი ქირურგიული დამუშავებით და პლევრის ღრუს დრენირებით. თორაკოტომიისა და თორაკოლაპარატომიის 19 შემთხვევიდან ფილტვის გაკერვა-7, გულის გაკერვა-3, ნეკნთაშუა არტერიისა და ძუძუს შიგნითა არტერიის გაკერვა-ლიგირება-4, პერიკარდის გაკერვა-1, დიაფრაგმის გაკერვა-7, ლობექტომია-1. ერთ შემთხვევაში დახურული ტრავმიდან 25-ე დღეს ჩატარებული თორაკოტომიის დროს პლევრის ღრუში ნახული იქნა მოგლეჯილი თირკმელი. პერაცია პაციენტის განკურნებით დამთავრდა. Lლეტალობამ შეადგინა 7,7%(4 ავადმყოფი). ჩვენი კლინიკური მასალის ანალიზი გვიჩვენებს, რომ გულმკერდის ორგანოების ღია და დახურულ დაზიანებათა ხშირ შემთხვევაში შეიძლება შევჩერდეთ ნაკლებინვაზიურ ოპერაციულ ჩარევაზე-ჭრილობის დამუშავება+პლევრის ღრუს დრენირება ქირურგის აქტიური მეთვალყურეობის და დამატებითი გამოკვლევების გაგრძელებით. გამოხატული მძიმე შოკის (111, 1V,), სუნთქვის უკმარისობის (დაჭიმული პნევმოთორაქსი), პროგრესირებადი სისხლდენის ან გულის ტამპონადის მონაცემებისას კი საჭიროა აქტიური ქირურგიული ჩარევა-თორაკოტომია, აუტოჰემოტრანსფუზიის ფართო გამოყენება.

Main aspects of diagnosis and treatment of thoracic injuries
BBatumi N1 Hospital
Nakashidze J. Kh. Nakashidze M.G. Nakashidze M.J.
In 1997-2002 years 85 patients with thoracal injuries were admitted our hospital.Surgical operations were performed in 52 cases-pneumoraphy-7, cardioraphy-3, ligation of aa. Intercostals et mamaria inferna-4, pericardioraphy-1, lobectomy-1, diaphragmoraphy-7. In 25 cases invasion was limited as surgical cleansing of wound and drainage of pleural cavity.
We suppose that surgical invasion must be maximally limited- with strictly according to the indications.

ლიტერატურა:
1. Брюсов П.Т. Уразовский Н.Ю. Новые технологии при хирургическом лечении огнестрельных проникающих ран груди. Хирургия 2001№3 стр.46-51

Leave a Reply

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka