მემამულეთა კავშირი მხარს დაუჭერს საქართველოში სამკურნალო მცენარეთა ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს

რაულ ბაბუნაშვილი, მემამულეთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
სამედიცინო ელექტრონული ბიულეტენი ”ეკოფარმი”.  N217.
 
 

სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნისათვის დიდი რესურსია. მემამულეთა კავშირი, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველმხრივ დაუჭერს ამ პროექტს მხარს.

ამ ეტაპზე, ჩვენ გთავაზობთ საინფორმაციო მხარდაჭერას. მემამულეთა კავშირის გაზეთმა, უკვე დაიწყო უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პროექტის საინფორმაციო განცხადებების გამოქვეყნება. მზადა ვართ, ხელი შევუწყოთ საუნივერსიტეტო გაზეთის ფერმერებამდე მისვლასაც. ”მამამულეთა კავშირის” გაზეთი რეალურად მიდის ფერმერებამდე და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ჩვენი მხარდაჭერა გარკვეულ ეფეტს მოგცემთ.

მემამულეთა კავშირის საინფორმაციო ცენტრი უკვე ავრცელებს ბუკლეტებს ქართული უნივერსიტეტის ”ფიტო და ეკოფარმაცევტული პორტალის შესახებ”. პორტალს ჩვენს ოფისში მომსვლელ ფერმერებს ჩვენს კომპიუტერებზეც ვაცნობთ. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ფერმერთა მიერ, ინტერნეტის გამოყენების კულტურის ფორმირებას და ეკოფარმაცევტული პორტალით სარგებლობასაც მივაჩვიოთ.  საწარმოო პროექტის დაწყების შემთხვევაში, თვით საქმის მდინარება გვიჩვენებს შემდგომი თანამშრომლობის ფორმებს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..