სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”

შ.პ.ს. `აფხაზეთის~ სტაციონარ-პოლიკლინიკური გაერთიანების
უროლოგიური განყოფილება

შარდის ბუშტის კიბოს ქირურგიული მკურნალობა თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. შარდსასქესო სისტემის სიმსივნური წარმონაქმნების 50%-ს წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ყველა ონკოლოგიურ დაავადებათა 3-4%-ს შეადგენს. მთელს მსოფლიოში დღესაც შეიმჩნევა აღნიშნული დაავადების ზრდის ტენდენცია.
მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს შარდის ბუშტის კიბოს ქირურგიული მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევა.
მასალა და მეთოდები: უკანასკნელ წლებში ჩვენს განყოფილებაში 25 პაციენტს შარდის ბუშტის სიმსივნით ჩაუტარდათ ოპერაციული მკურნალობა, მათ შორის იყო 2 ქალი და 23 მამაკაცი, 40-დან 76 წლამდე ასაკის. შარდის ბუშტის პაპილომა _ 2, შარდის ბუშტის კიბო თ1N0M0 _ 6 ავადმყოფი, თ1-3N0M0 _ 14, თ4N1M0 _ 3. მორფოლოგიური გამოკვლევისას დადგინდა: პაპილომა _ 4, ადენოკარცინომა _ 5, ბრტყელუჯრედოვანი კიბო _ 4, გარდამავალუჯრედოვანი კიბო _ 12, გართულებებით: ქრონიკული პიელონეფრიტი _ 10 ავადმყოფი, ანემია _ 10, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა _ 6, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება _ 5, შაქრიანი დიაბეტი _ 3.
ზოგადკლინიკური კვლევების გარდა ავადმყოფებს ჩაუტარდათ შემდეგი გამოკვლავაბი: შარდოვანას შემცველობა სისხლში, ექოსკოპია, ექსკრეტორული უროგრაფია, ცისტოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ცისტოსკოპია, შარდის ანალიზი ატიპიურ უჯრედებზე, მიზანმიმართული ბიოფსია, კერძო შემთხვევაში P.შ.A. გულმკერდის რენტგენოგრაფია, კარდიოლოგისა და თერპევტის კონსულტაციები. ასევე მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს შარდის ბუშტის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას და ფლუროსცენტურ ცისტოსკოპიას, რომლითაც დასტურდება სიმსივნის სტადიურობა. ახლომდებარე ორგანოებში სიმსივნის გავრცელება, მეტასტაზები ლიმფურ ჯირკვლებში და სხვა აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკას.
მასალის განსჯა: შარდის ბუშტის რეზექციის ჩვენებას წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნე, გართულებული ჰემატურიით, შარდის პასაჟის დარღვევით, შარდის ბუშტიდან ან ზედა საშარდე გზებიდან, რაც იწვევდა ურეთეროჰიდრონეფროზს, მწვავე და ქრონიკულ პიელონეფრიტს, თირკმლის უკმარისობას. პროგრესირებადი ანემია. წინასაოპერაციო მომზადება მოიცავდა ჰემოდინამიკური მაჩვენებლების და ბიოქიმიური მონაცემების კორექციას. საშარდე გზების სანაციას. ოპერაციების დროს გამოყენებული იყო წინასწარ მომზადებული 250-400 მლ. აუტოსისხლი.
ჩატარდა შემდეგი ოპერაციული მკურნალობა:
1. შარდის ბუშტის პაპილომის ამოკვათა _ 2
2. შარდის ბუშტის რეზექცია, ცისტოსტომია _ 11
3. შარდის ბუშტის რეზექცია ერთმხრივი ურეთეროცისტონეოსტომიით _ 7
4. შარდის ბუშტის რეზექცია ორმხრივი ურეთეროცისტონეოსტომიით _ 2
5. ცისტექტომია ურეთეროკუტანეოსტომიით _ 3
ურეთეროცისტონეოსტომიის ანტირეფლექსური პლასტიკა სრულდებოდა ჩვენს მიერ შემუშავებული მოდიფიკაციით.
პოსტოპერაციულ პერიოდში აღინიშნებოდა შემდეგი გართულებები: გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა _ 2, თირკმლის მწვავე უკმარისობა _ 1, ანემია _ 10, გულსისხლძარღვთა უკმარისობა _ 5, პნევმონია _ 1. სამ ავადმყოფს, რომელთაც ანტირეფლექსური ოპერაცია არ გაუკეთდათ შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის გამო განვითარდა მწვავე პიელონეფრიტი და შემდგომი თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
ჩვენს მასალაზე შარდის ბუშტის პაპილომის ამოკვეთა _ 2 ავადმყოფს 3-5 წლის შემდეგ რეციდივი არ აღენიშნებოდა.
T1N0M0 _ შარდის ბუშტის რეზექცია _ 6 ავადმყოფი. 3-5 წლის შემდეგ რეციდივი არ გამოვლენილა (4 ავადმყოფს). 2 ავადმყოფს აღენიშნა მეოთხე წელს.
T2-3N0M0 _ შარდის ბუშტის რეზექცია _ 14 ავადმყოფი. 3 ავადმყოფს 4 წლის შემდეგ რეციდივის გამო გაუკეთდა განმეორებითი ოპერაცია, ხოლო ორი ავადმყოფი 3-4 წელია ცხოვრობს რეციდივის გარეშე.
7 ავადმყოფი ერთმხრივი ურეთეროცისტონეოსტომიით 4-7 და 11 წელია ოპერაციის შემდეგ რეციდივის გარეშეა, ხოლო ერთი ავადმყოფი ოპერაციიდან ორი წლის გასვლის შემდეგ გარდაიცვალა თირკმლის და გულის მწვავე უკმარისობით. ერთი ავადმყოფის ბედი უცნობია.
შარდის ბუშტის რეზექცია ორმხრივი ურეთეროცისტონეოსტომიით _ 2 ავადმყოფი. ერთ შემთხვევაში ავადმყოფი 5 წელია რეციდივის გარეშეა, მეორე ავადმყოფის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.
T4N1M0 _ ცისტექტომია, ორმხრივი ურეთეროკუტანეოსტომია. ერთი ავადმყოფი გარდაიცვალა ოპერაციიდან მე-6 დღეს. მეორე კი 8 თვის შემდეგ გულის მწვავე უკმარისობით. ხოლო მესამე ავადმყოფის მდგომარეობა 3 წელია დამაკმაყოფილებელია.
ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია არა მარტო სიმსივნის ზომებზე, მორფოლოგიაზე, ადგილმდებარეობაზე, სტადიასა და რეგიონალურ მეტასტაზებზე, არამედ ავადმყოფის საერთო მდგომარეობაზე, განსაზღვრული მისი ასაკით, თანმხლები დაავადებების სიმძიმით, სოციალური ფაქტორით და სხვა.
რადიკალური ქირურგიული მკურნალობისას შარდის ბუშტის რეზექციის არედ არ შეიძლება მიღებულ იქნას მაკროსკოპულად შეუცვლელი ლორწოვანი გარსი 2-3 სმ-ით დაშორებული სიმსივნის ფუძიდან, როგორც ამჟამად არის მიღებული, არამედ ექსპრესბიოფსიით უნდა განისაზღვროს ადექვატური რეზექციის საზღვრები, მაგრამ დარჩენილი ქსოვილების ხარჯზე თავისუფლად უნდა აღსდგეს შარდის ბუშტის მთლიანობა, თუ ეს პროცედურა პრობლემატურია _ არჩევის ოპერაციას წარმოადგენს ცისტექტომია ცისტენტეროპლასტიკით.

Summary
Tactics of surgical treatment of Urine Bladder Carcinoma
G. Tolordava
Department of Urology. Stationary-Outpatient Union. “Abkhazeti” Co. Ltd
Results of surgical treatment of 25 patients with Urine Bladder malignant tumors underwent analisis. According to the results the autor makes a conclusion: the borders for Urine Bladde resection must be selected on the basis of findings after intraoperative express biopsy. Cystectomy with cystoentroplasty is finded os method of choice.

Viewed 737 times by 394 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka