ფიზიოლოგიური ორსულობის მეტაბოლური უზრუნველყოფის ადაპტაციური მექანიზმები

მედ.მეცნ. დოქტორი ბ.ტყეშელაშვილი
ს.ს. “კ.ვ.ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და
მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი”, თბილისი

ორსულობა_ადაპტაციური სინდრომის ბუნებაში არსებული უნიკალური მაგალითია. კვერცხუჯრედის განაყოფიერებისა და შემდგომი განვითრების პასუხად ქალის ორგანიზმში წარმოქმნილი სტრეს-რეაქცია ჰომეოსტაზის “ბუნების მიერ დაშვებულ” დარღვევას იწვევს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოდულაციურ და შემსრულებელ სისტემათა უუნარობის გამო, არ ხდება სრულყოფილი ადაპტაციის განხორციელება, რის გამოც ორსულობის ესა თუ ის გართულება ვითარდება.
ფიზიოლოგიური ორსულობა განხილულია ადაპტაციური მექანიზმების განვითარების თვალსაზრისით, რომლებიც საფუძვლად უდევს მეტაბოლოზმის უზრუნველყოფას, კერძოდ, ჟანგბადსატრანსპორტო სისტემების _ ერითრონისა და ჰემოცირკულაციის სისტემათა ფუნქციონირებას გესტაციის დინამიკაში.
ფიზიოლოგიური ორსულობის საწყის ეტაპზე ერითრონისა და ჰემოცირკულაციის სისტემების ფუნქციური აქტივობის კლება ენერგოხარჯვის ოპტიმიზაციის პროცესს ასახავს და სასწრაფო (ავარიული) ტიპის ადაპტაციის ეტაპს შეესაბამება. მეტაბოლურ ადაპტაციაზე პასუხისმგებელ სისტემათა ფუნქციონირების გაძლიერება ინიციალური შეგუებითი რექციების მდგრად და ხანგრძლივ პროცესად გარდაქმნას ადასტურებს. ეს უკანასკნელი გესტაციური დომინანტის, შესაბამისად, ხანგრძლივი, საიმედო ადაპტაციის ეტაპის განვითარებას შეესაბამება. აღნიშნულ სისტემათა დეპრესია მშობიარობის წინა პერიოდში ადაპტაციური სინდრომის განლევის ფაზის ადექვატურია და სამშობიარო დომინანტის ჩამოყალიბების პროცესს ახასიათებს. ორსული ქალის ორგანიზმში ჰიპოქსიის მაგვარი მდგომარეობის არსებობა მშობიარობის წინა ეტაპზე მიჩნეულია ნაყოფის საწვრთნელ მექანიზმად, რომელიც დედის ჟანგბადსატრანსპორტო სისტემატა ურთიერთშეთანხმებული ფუნქციონირების ხარჯზე ხორციელდება და ნაყოფის ინტრა-და პოსტნატალური ადაპტაციის სრულყოფილ განვითარებას განაპირობებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე ორსულობა მიჩნეულია ზოგად ადაპტაციურ რეაქციად, რომელიც ქალის ორგანიზმის განვითარების პრე-და პოსტნატალურ პერიოდებში ფორმირებული მოდულაციური სისტემების საშუალებით ხორციელდება.
ერითრონისა და ჰემოცირკულაციის სისტემათა ფუნქციონირების თავისებურებები ფიზიოლოგიური მენსტრუალური ციკლის ფაზებსაც ახასიათებს. კერძოდ, ლუთეინურ ფაზაში ადგილი აქვს ორსულობის დომინანტისათვის დამახასიათებელ ადაპტაციური ბუნების გადრაქმნებს ჟანგბადსატრანსპორტო სისტემებში. შეიძლება ითქვას, რომ მენსტრუალური ციკლის ბიოლოგიური არსი სიციცხლისთვის მნიშნველოვან ფიზიოლოგიურ სისტემათა უმნიშვნელოვანესი თვისებების _ პლასტიურობისა და რეაქტიულობის ტრენირებაა.
ამდენად, ფიზიოლოგიური მენსტრუალური ციკლი განიხილება ქალის რეპროდუქციული ფუნქციის ბიოლოგიურ გარანტად, რომელიც გენეტიკურად დეტერმინირებულ თვითრეგულირებად სისტემათა სასშუალებით ასახავს გესტაციური ჰომეოსტაზის უზრუნველმყოფი ადაპტაციური მექანიზმების ქმედითუნარიანობას.
ორსულობის განხილვა სტრესის _ ადაპტაციის პოზიციებიდან და ამ მიმართულებით წარმართული მეცნიერული კვლევა მედატ მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისითაც, ვინაიდან ორსულობის გართულებათა პროგნოზირებისა და ადრეული დიაგნოსტიკის ინდივიდუალიზაციის საშუალებას იძლევა, რაც რადიკალურად განსხვავდება ე.წ. “რისკის სტრატეგიისაგან”.
ორსულობის პათოლოგიის განვითარების შემთხვევაში სტრესულ-იშემიური დაზიანებისა და საკომპენსაციო მექანიზმების განლევის ხარისხის დადგენა მკურნალობის თვალსაზრისით მთლიანად გამორიცხავს პოზიტიური ხასიათის სიმპტომების წინააღმდეგ მიმართულ ზემოქმედებას. მკურნალობის ძირითად პრინციპად წარმოგვიდგება ორსული ქალის საკუთარი დაცვითი ძალების რაციონალური გამოყენება და რეგულირება, შემსრულებელი და მოდულაციური სისტემების ფუნქციის კორექცია და “მიბაძვა”, რომლებიც განაპირობებენ სასიციცხლოდ მნიშვნელოვანი ძირითადი ადაპტაციური სტრუქტურების დაზიანების თავიდან აცილებას.

ADAPTATIONAL MECHANISMS OF METABOLIC SUPPLY OF PHYSIOLOGICAL PREGNANCY
D.M.S. B.TKESHELASHVILI
J.S.C. “Academician Chachava Scientific Research Institute of Perinatal Medicine, Obstetrics and Gynecology’’. Tbilisi. Georgia.
Three stages of gestation were distinguished in the dynamics of physiological pregnancy on the basis of investigating the reaction of the basic characteristics of oxygen-transported systems (erythron and hemocirculation):
I. The begining of the gestation dominant formation, reflecting the process of energy expenditure optimization, corresponds to the phase of urgent adaptation.
II. The formation of the gestation dominant, characterised by the increase of the functional power of the above-mentioned system- a phase of reliable, long-term adaptation.
III. The process of exhaustion of the adaptational syndrome, characterized by the depression of oxygen-transported systems and the physiological adaptation of fetus during intra-and postnatal periods, forming the training mechanisms.
Gestation is evaluated as a general adaptational reaction of the organism.