ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”
გ.ყიფიანი.
თსსუ ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიისა და სტომატომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრა
კლინიკური დაკვირვებით შემჩნეულია კბილის კარიესსა და ქრონიკულ ტონზილიტს შორის ურთიერთკავშირი,თუმცა მნიშვნელოვანი სისტემატიზებული გამოკვლევები ამ ორი პათოლოგიის დამოკიდებულების შესახებ დღემდე არ არსებობს.
სპეციალურ ლიტერატურაში დაგროვდა შრომები,რომლებშიც მიუთითებენ კარიესის პათოგენეზში ორგანიზმის ზოგადი და ადგილობრივი იმუნური სტატუსის მნიშნელობის შესახებ[1,3].ამავე დროს უკანასკნელი პერიოდის გამოკვლევების საფუძველზე ირკვევა,რომ პირის ღრუს იმუნური სტატუსის ჩამოყალიბებაში ძირითადი წამყვანი როლი ენიჭება რეგიონულ ლიმფოიდურ ორგანოებს,კერძოდ სასისა და ხახის ნუშურებს[2,4].ტონზილები განიხილება ლიმფოიდურ ორგანოდ,რომლითაც პირის ღრუ მარაგდება იმუნოგლობულინებით. მეორეს მხრივ დადგენილია, რომ კარიესის პათოგენზში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ინფექციურ ანტიგენებს.ამიტომ დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ მიკრობული ანტიგენების პათოგენური მოქმედება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სასის ნუშურების მდგომარეობასთან. ჩვენი გამოკვლევის მიზანს შეადგენდა ჩD3+თ და ჩD20+B ლიმფოციტების რაოდენობრივი განაწილების შესწავლა ტონზილების ქსოვილში კბილის კარიესის აქტივობის სხვადასხვა ხარისხის დროს. კვლევის მასალა და მეთოდები. ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა 9 წლის ბავშვთა ტონზილექტომირებული მასალა.სულ შესწავლილი იქნა 64 შემთხვევა(81 ტონზილა).ყველა ავადმყოფზე შედგენილი კლინიკური სადიაგნოზო ალგორითმის მონაცემების გათვალისწინებით ტონზილექტომიის ყველა შემთხვევა დაიყო 4 ჯგუფად.პირველ(საკონტროლო) ჯგუფში შევიდა ბავშვები,რომელთაც კბილების კარიესით დაზიანება არ აღენიშნებოდათ(4 პაციენტი).მეორე ჯგუფი(28 პაციენტი)-კარიესის აქტივობის I ხარისხი,მესამე ჯგუფი(14 პაციენტი)-კარიესის აქტივობის II ხარისხი და მეოთხე ჯგუფი(18 პაციენტი)კარიესის აქტივობის III ხარისხი. მორფოლოგიური გამოკვლევა შესრულდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე./კათედრის გამგე-პროფესორი ო.ხარძეიშვილი./. ოპერაციული მასალის ფიქსაციას ვახდენდით უნივერსალურ ფიქსატორში GLIO-FIXX(FIღMA შHANDON)პარაფინის ანათლები შეიღება ჰემატოქსილენითა და ეოზინით,პიკროფუქსინით-ვან გიზონის მეთოდით.ჩD20+B, ჩD3+ თ ლიმფოციტებს ვავლენდით იმუნოჰისტოქიმიური მეთოდით, ვიზუალიზაციის სისტემა-LშAB(მონიშნული სტრეპტავიდინ-ბიოტინური მეთოდი-(შთღEPთAVIDIN-BIOთIN),სუბსტრატი-(DIAMINOBEN-ძIDINI(ყველა რეაქტივი ფირმა-DAKO).ანათლების დაღებვას ვაწარმოებდით GILL-2 ჰემატოქსილინით(ფირმა შHANDON). ჩD3+ თ და ჩD20+B ლიმფოციტების რაოდენობრივი შესწავლა ხდებოდა გ.ავთანდილოვის მიკრობადით. მიღებული ციფრობრივი მონაცემების დამუშავება ხდებოდა კომპიუტერული პროგრამის(PღIMEღ BIOშთAთIჩშ 4.02 ვერსიის) საშუალებით. გამოკვლევის შედეგები. ტონზილებში თ ლიმფოციტების რაოდენობა საკონტროლო ჯგუფში შეადგენს 1,587±2,247.კარიესის აქტივობის I ხარისხის დროსთ ლიმფოციტე- ბის საშუალო რაოდენობა მატულობს 2,056±2,888-მდე,მაგრამ ეს სხვაობა სტატისტიკერად არასარწმუნოაღ=0,177.კარიესის აქტივობის II ხარისხის შემთხვევაში თლიმფოციტების საშუალო რაოდენობაკონტროლთან შედარებით თითქმის ორჯერ მატულობს და მომატებულია აგრეთვე კარიესის აქტივობის I ხარისხის შემთხვევებთანშედარებით(ღ=0,025).კარი- ესის აქტივობის III ხარისხის შემთხვევებში თ ლიმფოციტების რაოდენობის საშუალო მაჩვენებლები კვლავ კლებულობს
და უტოლდება კონტროლის მაჩვენებლებს. ამრიგად თ ლიმფოციტების საერთო რაოდენობა ტონზილებში კარიესის აქტივობის ხარისხის მიხედვით განსხვავებულია,კერძოდ მათი საშუალო რაოდენობა მატულობს კარიესის აქტივობის I და II ხარისხის დროს და ოდნავ მომატებულია კონტროლთან შედარებით, თუმცა კლებულობს კარიესის აქტივობის III ხარისხის დროს. B ლიმფოციტების საერთო რაოდენობა კონტროლის შემთხვევებში ტოლია22,08±9,034.კარიესის აქტივობის I ხარისხისდროს B ლიმფოციტების რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება და ტოლია 15,08±8.57(ღ=0,002).კარიესის აქტივობის II ხარისხის დროს კარიესის აქტივობის I ხარისხთან შედარებითB ლიმფოციტების საშუალო რაოდე- ნობის მაჩვენებლები თითქმის არ იცვლება და შეადგენს15,66±10,39(ღ=0,022). აქტივობის III ხარისხის დროს B ლიმფოცი- ტების საშუალო რაოდენობა ოდნავ მცირდება კარესის აქტივობის I და II ხარისხის შემთხვევებთან შედარებით და შეადგენს 12,3±9,116.განსხვავება სტატისტიკურად არასარწმუნოა(ღ=0,673 და ღ=0,128 შესაბამისად.).
ამრიგად B ლიმფოციტების საერთო რაოდენობა მკვეთრად ეცემა
კარიესის აქტივობის I,II და III ხარისხის დროს კონტროლთან შედარებით.B ლიმფოციტების საერთო რაოდენობის საშუალო მაჩვენებლების განსაკუთრებული შეცირება აღინიშნება კარიესის აქტივობის III ხარისხის დროს. თ და B ლიმფოციტების საერთო რაოდენობის მაჩვენებლების შედარებით ირკვევა, რომ ორივე ტიპის ლიმფოციტებს ახასიათებს რაოდენობრივი განსხვავებული დინამიკა კარიესის აქტივობის ხარისხის მიხედვით.თუ თ ლიმფოციტების საერთო რაოდენობის საშუალო მაჩვენებლები კარიესის აქტივობის I და II ხარისხის შემთხვევვებში ოდნავ მატულობს და შემდეგ ხდება მათი საერთო რაოდენობის კვლავ დაკლება,Bლიმფოციტის სართო რაოდენობის საშუალო მაჩვენებლები კონტროლთან შედარებით დაღმავალი მრუდის სახით კლებულობს კარიესის ხარისხის გაძლიერებასთან ერთად. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც,რომ B ლიმფოციტების საერთო რაოდენობა მკვეთრად ჭარბობს თლიმფოციტების საერთო რაოდენობას.კონტროლის შემთხვევებში B ლიმფოციტების საერ-თო რაოდენობა თითქმის ორჯერ მეტია თ ლიმფოციტებთან შედარებით. კარიესის აქტივობის I ხარისხის დროს B ლიმფოციტების საერთო რაოდენობა თითქმის შვიდჯერ მეტია,ვიდრე თ ლიმფოციტების,კარიესის აქტივობის III ხარისხის დროს B ლიმფოციტების საერთო რაოდენობა თითქმის ათჯერ მეტია ვიდრე თ ლიმფოციტების. კარიესის აქტივობის ხარისხის მიხედვით იცვლება ლიმფოციტების საერთო რაოდენობა.კერძოდ კონტროლში ლიმფოციტების საერთო რაორენობა შეადგენს11,83±12,53.კარიესის აქტივობის I ხარისხის დროს ლიმფოციტების საერთო რაოდენობა მკვეთრად ეცემა და შეადგენს 8,566±9,137.განსხვავება კონტროლთან შედარებით სტატისტიკურად სარწმუნოა(ღ=0,000).კარიესის აქტივობის II ხარისხის დროს ლიმფოციტების საერთო რაოდენობა. ოდნავ მატულობს კარიესის აქტივობის Iხარისხთან შედარებით,მაგრამ განსხვავებასტატისტიკურად არასარწმუ- ნოა(ღ=0,356),ხოლო რაც შეეხება კონტროლთან შედარებითლიმფოციტების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად დაკლებულია(ღ=0,012).კარიესის აქტივობის III ხარისხის დროს ლიმფოციტების საერთო რაოდენობა ყველაზე დაბალია და შეადგენს 7,059±8,358. განსხვავება კონტროლის,კარიესის აქტივობის I და II ხარისხის შემთხვევებთან შედარებით სტატისტიკუ- რად სარწმუნოა(ღ=0,000;ღ=0,013;ღ=0,004 შესაბამისად).ამრიგად როგორც ზემოთმოყვანილი ციფრიბრივი მონაცემებიდან ჩანს ლიმფოციტების საერთო რაოდენობა მკვეთრად კლებულობს კარიესის შემთხვევებში კონტროლთან შედარებით. კვლევის შედეგების განსჯა ჩვენს მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა ჩD3+თ, ჩD20+B ლიმფოციტების რაოდენობრივი თავისებურებები ტონზილებში კბილის კარიესის დროს.დადგინდა,რომ ლიმფოციტების რაოდენობრივი მაჩვენებლები კავშირშია კბილის კარიესის კლინიკურ მიმდინარეობასთან.კერძოდ,კარიესის აქტივობის ხარისხის მატებასთან ერთად გამოვლინდა ჩD3+თ ლიმფოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი მატება კარიესის აქტივობის I და II ხარისხის დროს და აღნიშნული მაჩვენებლის შემდგომი კლება კარიესის აქტივობის III ხარისხის დროსრაც შეეხება ჩD20+B ლიმფოციტების რაოდენობას, იგი მკვეთრად ეცემა კარიესის აქტივობის ხარისხის მატებასთან ერთად. ზემოთაღნიშნული ცვლილებები ლიმფოციტების ფუნქციურ დატვირთვასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ამრიგად,აღნიშნული გამოკვლევის შედეგები,კერძოდ კბილის კარიესის დროს ლიმოციტების განაწილების სურათი ტონზილებში შესაძლებელს ხდის წარმოვიდგინოთ ლიმფოციტების როლი პირველადი და მეორადი იმუნური რეაქციების შესრულებაში ტონზილაში,რაც რაც გარკვეულ საფუძველს გვაძლევს სწორად შევაფასოდ ქრონიკული ტონზილოპათიების როლი კბილის კარიესის პათოგენეზში.
ლიტერატურა
1.Hajishengallis G., Michalek S.M. Current status of mucocosal vaccine against dental caries.
// Oral Microbiology and Immunology. -1999. -v.14(1). -p.1-20.
2.Hans-Peter Zenner.Immunological aspects of tonsils and tonsillits.//Acta Otolaringol. -1988.
-v.454. -p.70-74.
3.Kinstila V. et al. Longitudinal analysis of the association of human salivary antimicrobial agents with caries increment and cariogenic microorganizms:a two year cohort study. //Jornal of Dental Research.-1998 -77(1). -P.73-80.
4.Per Brandzaeg, Trond S Halstensen.Immunology and immunopathology of tonsills.//Adv. Otorhinolaryngol.Basel, Karger.1992. -v.47. -p.64-75
GG.Kipiani
Peculiaritis of the distribution of T and B limfocytes in tonzills during the different degrees of dental caries activity.
Tbilisi State Medical University.Department of Pediatric Stomatology and Prevention of denal Diseases.
OOn the basis of clinical and experimental studies of 64 cases of children after tonzillectotomy quantitativ disribution of CD3+T andCD20+B limphocytes in tonyills during the various degrees of activity of dental caries have been studied.The research established quantitative peculiarities of CD3+T andCD20+B limphocytes in tonyills in case of dental caries.Results of the study allow us to conceive the the of theT and B limphocytes in the accomplisment of primary and secondary immune reactions in the palatin tonzil,which gives us certain basis to evaluate in right way the role of the chronic pathologies of palatin tonzills in the pathogenesis of dental caries.
Viewed 366 times by 215 viewers



