სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”

ხვადაგიანი მ.გ.
სამედიცინო აკადემიის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა, თბილისი, საქართველო

ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების პოლიპოზურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ ფუნქციონალური ენდონაზალური ენდოსკოპიური მიკროქირურგიული მეთოდები იხმარება [1,2,3]. ამასთან ერთი აზრი ენდოსკოპიური მეთოდების უპირატესობის შესახებ აღნიშნული ორგანოების დაავადებების მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ჯერჯერობით არ არსებობს [3,4]. ჩვენ შევისწავლეთ ცხვირისა და დანამატი წიაღების პოლიპოზურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსური _ მედიკამენტოზური და ენდონაზალური მიკროქირურგიული მეთოდების მნიშვნელობა კლინიკისათვის.
პოლიპოზურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობის საწყის ეტაპზე პაციენტებს ანტიჰისტამინურ, ანტიბაქტერიულ და სტეროიდულ პრეპარატებს ვუნიშნავდით (უკანასკნელთ _ ინჰალაციური ფორმით). ზედა ყბის წიაღში ექსუდატის არსებობის შემთხვევაში წიაღის ხანგრძლივი დრენირებითი მეთოდით მკურნალობასაც მივმართავდით. 3-5 კვირის შემდეგ ავადმყოფის სუბიექტური მდგომარეობისა და განმეორებითი ობიექტური გამოკვლევების საფუძველზე ან ვაგრძელებდით კონსერვატულ მკურნალობას, ან ედონაზალურ ენდოსკოპიური მიკროქირურგიული მეთოდით პოლიპების ამოკვეთას ვაკეთებდით. ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტებს მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებსაც ვუნიშნავდით.
აღნიშნული მეთოდებით მკურნალობა 77 პაციენტს ჩაუტარდა. 21 შემთხვევაში კონსერვატული მკურნალობა აღმოჩნდა ეფექტური, 51-ში კი _ კომპლექსური. რეციდივი ხუთ პაციენტში აღინიშნა. ერთ პაციენტს კი დასჭირდა რადიკალური ქირურგიული ოპერაცია.
ჩვენი მონაცემებით, ენდონაზალური ენდოსკოპიური ოპერაციები მინიმალური ტრამვით ხორციელდება, მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენება მკურნალობის ტრადიციულ ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით მცირე ზომის პოლიოზური წარმონაქმნების უკეთ ამოკვეთის საშუალებას იძლევა. პოლიპოზურ _ ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობა კი მნიშვნელოვნად ამცირებს იმ ავადმყოფთა რიცხვს, რომლებსაც რადიკალური ოპერაციული მკურნალობა ესაჭიროებათ.

ლიტერატურა

1. Behrohm H. Die nasendoskopie. p.3. Berlin 1994.
2. Demand F. Vaille G, -L endoskopie du sinus maxillare valeur diagnostipue et therapeutique dans les siusites chroniques. – Ann. Oto-laryng. 101 64 1984.
3. Stammberger H., An endoscopic study of tubul function and the diseased ethmoid sinus, – Arch. Otolaryngol. 243: 254 1986.
4. Jensen I.H., Dommerby H. – Routine radiological examination of the sinuses before septoplasty. – J. Laringol. Otol. 100: 893 1986.
5. Messerklinger W., – Die Rolle der lateralen Nasen wand in der pathogenese, diagnose und thrapie der rezidiviereden end chronischen rhinosinusitis. – Laryngol. Rhinol. Otol. 66: 293 1987Therapy for poliposis of nose cavity
Khvadagiani M.G.
ORL Clinic of the Medical Academy, Tbilisi, GeorgiaThe use of rigid endoscopes for investigation of nasal sinuses and functional endonasal endoscopy for the treatment of poliposis are standard approach.
As a first step we used antihistamin, antibacterial and antiiflamatury treatment for the patients with poliposis. After 3-5 weeks we reevaluated of patients and than according to results consrvative treatment was continued or endonasal endoscopic microsurgery was sugested. From 77 patients treated by this in 21 cases consrvative treatment was effective, but 51 there was need for complex treatment modality (conservative + microsurgery). In 5 cases there was the need for repeated microsurgical intervention and only one patient underwent radical surgery.
The complex therapy is reducing amount of patients whose need radical operation.

 

Viewed 532 times by 280 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka