მკურნალობა უცხოეთში


baratasviliგვარი: ბარათაშვილი                               

სახელი: დავით                   

დაბადების თარიღი: 1949 წ. 8 მარტი

მისამართი:. ხიმშიაშვილის ქ. # 9 ბ. 81

ტელეფონი: 893-32-81-84; 1-02-81

ელ. ფოსტა:  davit_baratashvili@yahoo.com
skype: daviti-60

განათლება: უმაღლესი, ბიოლოგი.

პროფესიული საქმიანობა: 1971-72 წწ.  საბჭოთა არმიის რიგებში.

              1973-85 წწ. ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის  ჯერ  უფროსი  ლაბორანტი,  ხოლო შემდეგ უმცროსი  და       უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

              1977-1980 წწ.  ჩაისა და  სუბტროპიკულ  კულტურათა  საკავშირო     სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ასპირნტი.

              1985-90 წწ. სუბტროპიკული ნაყოფის შენახვისა და გადამუშავების ს/კ და ექსპერიმენტულ საკონსტრუქტორო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

სამეცნიერო ხარისხი:  ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი 1982 წ. (ქ. ბაქო)-სპეციალობა ,,03.00.15” გენეტიკა.

            ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი 2004 წ. (ქ. თბილისი)-სპეციალობა ,,03.00.15” გენეტიკა.               

            1990 წლიდან დღემდე ბათუმის ბოტანიკური ბაღის სელექციისა და მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგე, 2006 წლიდან ამავე განყოფილების გამგე და მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

               1992-2009 წწ დღემდე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ მასწავლებელი, ხოლო შემდეგ უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი და სრული პროფესორი. მიმყავს სალექციო კურსები: ადამიანის გენეტიკაში, ინდუცირებულ მუტაგენეზში, კლონურ სელექციაში, ციტოგენეტიკური კვლევის მეთოდებში, მცენარეთა სელექციაში, გენეტიკაში, რადიაციულ ეკოლოგიასა და ზოგად ეკოლოგიაში.

            2006-2009 წწ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის სამაგისტრო და ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი.

               1992 წლიდან  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში  ჩემს მიერ საფუძველი ჩაეყარა ახალი ფლორისტულ განყოფილებას, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი და პერსპექტიული ინტროდუცირებული ხეხილოვნების კოლექციას, კოლექცია შევსება გრძელდება დღესაც

გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები და პუბლიკაციები: ვარ  სამი სასწავლო მეთოდური, ორი სამეცნიერო მონოგრაფიისა და 90-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. სამეცნიერო კვლევების ძირითადი სფეროა გარემოს  რადიოეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი და შეფასება, ხელოვნური და ანთროპოგენური წარმოშობის მუტაგენური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ინდუცირებული ცვლილებების შესწავლა უჯრედისა და ორგანიზმის დონეზე. მისი ინტერესების სფეროს წარმოადგენს ასევე ადგილობრივი და ინტროდუცირებული ხეხილოვნების იშვიათი  და ქრობადი ჯიშების გამოვლენა, გამრავლება, კონსერვაცია და გამოყენება.

                1999 წ. არჩეული ვარ საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადე¬მიის წევრ-კორესპოდენტად.

            ბოტანიკურ ბაღში მუშაობის პერიოდში ჩემი ხემძღვანელობით შესრულებულია შვიდი სამეცნიერო პროგრამა, მ.შ. ბოლო ოთხი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

 2007 წელს კონკურსის წესით არჩეული ვარ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ, ჟურნალ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ,,მოამბე”-ს მთავარ რედაქტორად, ხოლო 2009 წელს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ ,,ხანძთა”-ს რედკოლეგიის წევრად, მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შესწავლისადმი მიძღვნილი საერთა¬შო¬რისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების რედკოლეგიის წევრად, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომათა კრებულის რედკოლეგიის წევრად, სადისერტაციო საბჭოს წევრად.

ვარ ორი დოქტორანტისა და ორი მაგისტრანტის ხერლმძღვანელი, ერთი საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი, სამი დოქტორანტის აკადემიური ხარისხის მაძიებელი დისერტანტის ექსპერტი, ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო ერთი სადოქტორო დისერტაცია.

ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მაქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ორი სამეცნიერო მონოგრაფია და ორი სასწავლო მეთოდური ბროშურა.

ერთი მონოგრაფიის რედაქტორი, ორი სახელმძღვანელოსა და სამი სამეცნიერო ბროშურის რეცეზენტი.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტისაგან” მიღებული მაქვს  პატენტი ,,ჩინური აქტინიდიის (Actinidia shinensis) ნერგების გამოზრდის ხერხი”-(2009 წელი).

             მონაწილეობას ვღებულობ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთა¬შო¬რისო საკონკურსო პროექტებში. ჩემი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებულია ორი საერთაშორისო, სამი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტი. ამჟამად ვარ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსებული პროექტის: „აჭარა-გურიაში გავრცელებული ციტრუსოვანთა პერსპექ¬ტი¬ული ჯიშებისა და კლონების შერჩევა სადედე-საკოლექ¬ციო ბაღების მოწყობის, გენოფონდის  შენარ¬ჩუნებისა და შემდგომი გამოყენების მიზნით“ სამეცნიერო ხელმძღვანელი (გრანტი #GNშF/შთ08/8-521).

             ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღებული მაქვს მონაწილეობა 19 სამეცნიერო ექსპედიციაში, 11 საერთაშორისო კონფერენციაში.

ენები: ქართული_მშობლიური.

       რუსული_ ფლობს სრულყოფილად.

       გერმანული_კითხულობს და თარგმნის ლექსიკონის გამოყენებით.

კომპიუტერული ცოდნა: შეუძლია გამოყენება.

ოჯახური მდგომარეობა: მყავს მეუღლე და სამი შვილი.

ინტერესები და ჰობი: სოციალურად დაუცველ ადამიანებზე დახმარება.

თარიღი: 22 სექტემბერი 2009 წელი

Comments are closed.

vaka