მკურნალობა უცხოეთში


მე, გიორგი ბოლღაშვილი დავიბადე  1952 წლის  10 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში. 1970 წელს დავამთავრე სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროს ს. დოდაშვილის სახელობის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ შრომითი საქმიანობა დავიწყე მექანიზატორად ს. მაღაროს კოლმეურნეობაში.

1976 წელს დავამთავრე შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის სელექცია-მეთესლეობის სპეციალობა სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით.
1976 წელს გამიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში საიდანაც დემობილიზაციით დავბრუნდი 1977 წელს.

1977 წლის ივლისიდან მუშაობა დავიწყე საქართველოს მიწათმოწყობის საპროექტო ინსტიტუტში ინჟინერ ნიადაგმცოდნედ სადაც ვმუშაობდი 1978 წლის ნოემბრამდე.

1978 წლის ნოემბრიდან მუშაობას ვაგრძელებ სიღნაღის რაიონის ს. მაღაროს კოლმეურნეობაში მცენარეთა დაცვის აგრონომად 1984 წლის ივლისამდე.
1984 წლის ივლისიდან კი დამნიშნეს სიღნაღის სარგავი მასალისა და თესლის ხარისხის ინსპექციის უფროსად სადაც ვმუშაობდი 1987 წლის მაისამდე.

1986 წლის ოქტომბერში ჩავირიცხე საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაუსწრებელი განყოფილების ასპირანტურაში. პარალელურად სამეცნიერო ექსპერიმენტულ ცდებს ვაწარმოებდი საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კახეთის საცდელი სადგურის მაღაროს ექსპერიმენტულ ბაზაზე.

1990 წლის სექტემბრიდან ვმუშაობდი ს. მაღაროს კოლმეურნეობაში თავმჯდომარის მოადგილედ 1993 წლის ივლისამდე.

1993 წლის ივლისიდან ვმუშაობ მიწათმოქმედების ინსტიტუტის კახეთის საცდელ სადგურში მთავარ აგრონომად (ხელმძღვანელის მოადგილედ) 2008 წლის 28 ოქტომბრამდე.

2008 წლის 28 ოქტომბრიდან დღემდის ვმუშაობ საქართველოს ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

1997 წლის 26 დეკემბერს დავიცავი დისერტაცია თემაზე: “საშემოდგომო ხორბლის მარცვლის სასაქონლო და სათესლე ხარისხი მინერალური სასუქების შეტანაზე დამოკიდებულებით გარე კახეთის ზეგანის ურწყავ პირობებში”.

2006 წლის 28 დეკემბერს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საშემოდგომო ხორბლის მარცვლის ტექნოლოგიური ხარისხის მართვა საქართველოში”, სადაც მომანიჭეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

მაქვს გამოქვეყნებული 21 შრომა და 1 მონოგრაფია.

მყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

 მისამართი: 1. სიღნაღის რაიონი, სოფელი მაღარო

            2. მცხეთა, წეროვანი ი. ლომოურის სახელობის
              მიწათმოქმედების ინსტიტუტი
ტელეფონები: მობილური 899 562945
822 106505
E-mail: g_tavtavi@yahoo.com

Comments are closed.

vaka