ჩანქსელიანი ზაურ

ზაურ ჟორდანის ძე ჩანქსელიანი დაიბადა 1949 წლისა 14 იანვარს ლენტეხის რაიონის სოფ. ბავარში, მოსამსახურის ოჯახში.

1966 წელს დაამთავრა ლენტეხის რაიონის სოფ. ხელედის საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით და ამავე წელს ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიის სპეციალობაზე.

1971 წელს დაამთავრა ინსტიტუტი წარჩინებით და როგორც ლენინის სახელობის სტიპენდიატი განაწილებულ იქნა ასპირანტურაში. ზაურ ჩანქსელიანი 1971 წლიდან მუშაობას იწყებს მეცნიერ-თანამშრომლად ცენტრალური აგროქიმიური მომსახურების ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალში. 1973-1974 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური და 1978 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად აგროქიმიის სპეციალობით სოფლის მეურნეობის მეცნიე-რებათა დოქტორის, პროფესორის ოთარ ონიანის ხელმძღვანელობით. 1979 წელს გადაყვანილ იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება “საქსოფლქიმიის” მცხეთის სარაიონთაშორისო გაერთიანების თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა აგროქიმიური ლაბორატორიები მცხეთისა და დუშეთის რაიონებში, სადაც მოწმდებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში ნიტრატებისა და ნიადაგებში საკვები ელემენტების შემცველობა. შემდეგ იგი დაუკავშირდა სასოფლო-სამეურნეო რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, მეცნიერებათა კანდიდატს ბ-ნ გივი მაჭარაშვილს და ერთობლივად გააძლიერეს მცხეთის ლაბორატორია, სადაც ისაზღვრებოდა ნიადაგსა და პროდუქციაში რადიონუკლიდების შემცველობა. აგროქიმიური ლაბორატორიების რაიონებ-ში მოწყობას ხელმძღვანელობდა “საქსოფლქიმიის” თავმჯდომარის მოადგილე, ს.მ. მეცნიერებათა კანდიდატი ირინა ცომაია, რომელთანაც აქტიურად მუშაობდა ზ.ჩანქსელიანი და პირველი ლაბორატორია მათ შექმნეს მცხეთის რაიონში, ხოლო შემდეგ გააძლიერეს სხვა რაიონებში. ამავე პერიოდში ზ. ჩანქსელიანმა დაიწყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებელ დისერტა-ციაზე მუშაობა, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელიც იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ზარდალიშვილი. სადისერტაციო ნაშ-რომი მიძღვნილ იყო მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მიწათმოქმედებაში სასუქების გამოყენების ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის საკითხებისადმი.

1988-1989 წლებში ეროვნული მოძრაობის გააქტიურების პერიოდში მთავრო-ბამ საშუალება მისცა კერძო ინიციატივების განხორციელებას ყველა დარგში და მათ შორის სოფლის მეურნეობაშიც. ამიტომ 1990 წელს ჩამოყალიბებული იქნა მთავრობის მიერ რეგისტრირებული სამეცნიერო-საწარმოო კონსორციუმი “ქარ-თლი”, რომლის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ზაურ ჩანქსელიანი, ხოლო ვიცე პრე-ზიდენტად დღევანდელი ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომელი ნოდარ მინდიაშვილი.    

1992-1995 წლებში ზაურ ჩანქსელიანი მუშაობდა პირველი მოწვევის პარლამენტის აპარატის აგრარულ კომიტეტში შეთავსებით. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სოფლის მეურნეობაში კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

ზაურ ჩანქსელიანმა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას ღრმად შეის-წავლა მიწათმოქმედებაში სასუქების გამოყენებით გამოწვეული უარყოფითი ეკო-ლოგიური მოვლენები, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში ნიტრატების შემცველობის განსაზღვრის მეთოდები, პროდუქციაში დასაშვები ნორმები. ქიმიური და ინსტრუმენტალური მრავალწლიანი ანალიზების საფუძველზე შეიმუშავა ნიტ-რატების დასაშვები ნორმების ახალი კლასიფიკაცია და შექმნა მათემატიკური ფორმულა ადამიანის საკვებ ულუფაში ნიტრატების დასაშვები ნორმის გასაანგა-რიშებლად, რომელიც ბროშურის სახით დაიბეჭდა და ფართო გამოყენება აქვს მომხმარებლებისათვის და მათ შორის დიასახლისებისთვისაც. ამავე პერიოდში მის მიერ პირველად იქნა შესწავლილი არაგვისხეობის ნიადაგებში, წყლებსა და პროდუქციაში ნიტრატებისა და რადიონუკლიდების შემცველობა.

1994 წელს მის მიერ დაცული იქნა სადოქტორო დისერტაცია ზემოთ დასახე-ლებულ პრობლემაზე და 1998 წლიდან მუშაობს სოფლის მეურნეობის მეცნიერება-თა აკადემიის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 2001 წლიდან ამავე ინსტიტუტისა და საქართველოს აგროეკოლოგიური სამეცნიერო-კვევითი ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად შექმნილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 2008 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად.

ზაურ ჩანქსელიანი 1999 წელს აირჩიეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2003 წლიდან კი-ამავე აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსია.

ზაურ ჩანქსელიანი 2000-2006 წწ-ში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელო-ბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორის თანამდებობაზე და კითხულობდა ლექციებს “რადიოეკოლოგიასა” და “ეკოტოკსიკოლოგიაში”. მისი ხელმძღვანელობით დაიცვა 12 მაგისტრანტმა სამაგისტრო ხარისხი, ხოლო მეცნიე-რებათა კანდიდატის ხარისხი დაიცვა 5 დისერტანტმა, ხოლო დოქტორის აკადემიუ-რი ხარისხი 2 დოქტორანტმა. იგი იყო მრავალი მეცნიერებათა კანდიდატის და მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მომპოვებელი სადისერტაციო საბჭოების წევ-რი და არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მომპოვებელი სადისერტაციო საბ-ჭოს წევრი. გაუწევია ოპონირება მრავალი სამეცნიერო ნაშრომის დაცვისას სხვა-დასხვა საბჭოებზე და დღესაც აგრძელებს ამ სამუშაოებს. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრეინინგებში ჩვენთან და საზრვარგარეთ. არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადე-მიკოსი და გამოქვეყნებული აქვს რადიოლოგიისა და სასოფლო-სამეურნეო ეკო-ლოგიის საკითხებზე 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე წიგნი და დამხმარე სახელმძღვანელო.

E-mail: zauri49@yahoo.com
Skype: zauri49
მისამართი: თბილისი, ჩიქოვან-ბალანჩივაძის ქუჩა, კორპუსი 22, ბინა 28
ტელ: 33-36-02 – სახლი, 65-80-33 – სამსახური, 893 32 00 21 მობ.