მიქელაძე მამუკა

მე, მამუკა ოთარის ძე მიქელაძე დავიბადე ქ. თბილისში 1962 წლის 9 აპრილს. 1967-1979 წლებში ვსწაბლობდი ქ. თბილისის 143-ე საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრებისთანავეც ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1984 წელს დავამთავრე აღნიშნული უნივერსიტეტი მათემატიკური ანალიზის სპეციალიზაციით და იმავე წლის სექტემბრიდან მუშაობა დავიწყე ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში.
            1995 წელს საკუთარი განცხადებით გამანთავისუფლეს სამსახურიდან. 1995-1997 წლებში ვმუშაობდი ფირმა `მამუჩი”-ში აღმასრულებელ დირექტორად.
            1997 წლიდან ვმუშაობ აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში.
            1997-99 წლებში ვსწავლობდი თბილისის გამოყენებითი ეკოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში.
            2001 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე `მცენარეულ საფარზე რადიაციული ზემოქმედების შედეგების პროგნოზირებისა და მართვის მათემატიკური მოდელირება” და მომენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი შიფრით: 05.13.16 – გამოთვლითი ტექნიკის, მათემატიკური მოდელირებისა და მათემატიკური მეთოდების გამოყენება სამეცნიერო კვლევაში.
2004 წლიდან გადამიყვანეს სსიპ აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის რადიოეკოლოგიისა და მოდელირების ლაბორატორიეს გამგედ.
2006 წლიდან ვარ სსიპ აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
მამუკა მიქელაძე არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი.
 საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, 0178, თემქის დასახლება, IX კვარტალი, მე-12-ე კორპუსი, ბინა-7.

ტელ: 60-52-08 – სახლი, 65-84-25 – სამსახური, 893-30-80-47 – მობ.
E-mail: mamuchi@posta.ge and mikeladze_mamuka@yahoo.com
Skype: mamuchi09