მე ავთანდილ გრიგოლის ძე მუმლაძე დავიბადე 1948 წლის 11 ივლისს, ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში. 1955 წელს შევედი მანდაეთის საშუალო სკოლაში რომელიც დავამთავრე 1966 წელს.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი ქ. ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში 1966-1967 წ.წ. 1968 წელს ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, აგრონომიულ ფაკულტეტზე რომელიც წარჩინებით დავამთავრე 1973 წელს. 1973 წლის მაისიდან 1974 წლის მაისამდე ვმსახურობდი სავალდებულო სამხედრო სამსახურში.
1974 წლის ივნისის თვეში მუშაობა დავიწყე ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეთესლეობის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომელის თანამდებობაზე.
1976-1977 წლებში სამუშაოდ გადამიყვანეს მცხეთის სასელექციო სადგურში.
1977 წლიდან კვლავ ვმუშაობ მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის გენეტიკის სექტორში, ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად ხოლო 1986 წლის აპრილიდან უფროს მეცნიერ თანამშრომლად.
1985 წელს დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერთა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1990 წლიდან 1993 წლამდე ვმუშაობდი ინსტიტუტის სამეცნიერო ბაზის დირექტორად.
1993 წლიდან 1995 წლამდე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ.
1995 წლიდან 1999 წლამდე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეურნეო-საწარმო დარგში.
1999 წლიდან 2000 წლამდე ვიყავი ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი.
2000 წლიდან 2006 წლის ნოემბრამდე ინსტიტუტის დირექტორი.
2006 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ნოემბრამდე ვმუშაობდი სამეცნიერო-საწარმოო ბაზის გამგედ.
ამჟამად ვმუშაობ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ.
სხვადასხვა წლებში სტაჟირებაზე ვიმყოფებოდი: მოსკოვში – ტიმირიაზევის სახელობის აკადემიაში, კრასნოდარში – ლუკიანენკოს სახელობის სასოფლო სამეურნეო კვლევით ინსტიტუტში, პეტერბურგის – მემცენარეობის ინსტიტუტში, დნეპროპეტროვსკის – სიმინდის ინსტიტუტში და იუგოსლავიის – სიმინდის ინსტიტუტში “ზემენ პოლეში” ცხრა თვით.
ვარ 6 სიმინდის ჰიბრიდის ავტორი, გამოქვეყნებული მაქვს 25 შრომა. დასარეგისტრირებლად გამზადებული მაქვს სიმინდის 4 ჰიბრიდი.
ტელეფ. 899 569345
E-mail: cicana777@yahoo.com
მცხეთა, წეროვანიმიწათმოქმედების ინსტიტუტის დასახლება.
Viewed 157 times by 114 viewers


