მკურნალობა უცხოეთში


მე, ლიანა ვალერიანის ასული ქირიკაშვილი, დავიბადე 1951 წლის 23 ივლისს ყაზბეგის რაიონის დაბა ყაზბეგში. 1958-1968 წლებში ვსწავლობდი ყაზბეგის საშუალო სკოლაში.
1969-1974 წლებში ვსწავლობდი შრომის წითელი დროშის ორდენოსან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.
1974 წლის აპრილიდან 1975 წლის 1 აგვისტომდე ვმუშაობდი შრომის წითელი დროშის ორდენოსან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.
1975 წლის 1 აგვისტოდან დღემდე ვმუშაობ ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტში.
1977 წელს გავიარე სამეცნიერო კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამთვიანი კურსები მ. ვ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მცენარეთა გენეტიკის სპეციალობით.
1978-1982 წლებში ვსწავლობდი საკავშირო სიმინდის ს/კ ინსტიტუტის მიზნობრივ ასპირანტურაში (ქ. დნეპროპეტროვსკი), სელექცია-მეთესლეობის სპეციალობით.
1986 წელს მომენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1986 წლის სექტემბრში გაგზავნილი ვიყავი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამსახურეობრივი მივლინებით, სიმინდის სელექციის საკითხებზე.
1989-1991 წლებში ვსწავლობდი სელექციისა და გენეტიკის საკავშირო ინსტიტუტის დოქტურანტურაში (ქ. ოდესა) მცენარეთა გენეტიკის სპეციალობით.
1993-2003 წლებში ვმუშაობდი გენეტიკის მასწავლებლად მიწათმოქმედების ინსტიტუტთან არსებულ ბიოლოგიურ-ეკოლოგიური პროფილის საშუალო სკოლაში.

1995 და 2000 წლებში არჩეული ვიყავი სელექცია-გენეტიკის განყოფილების გამგის თანამდებობაზე.

2006 წელს ამირჩიეს სელექციის, გენეტიკური რესურსებისა და მეთესლეობის განყოფილების გამგედ.

 გამოქვეყნებული მაქვს 52 სამეცნიერო შრომა, მათ შორის ბოლო 5 წლის მანძილზე 20.

ვარ სიმინდის 6 ჰიბრიდის თანაავტორი, მ.შ. 5 დარაიონებულია, 1 გადაცემულია “საქპატენტში”.

ტელეფონი – 893 21-59-78

e-mail – cicana777@yahoo.com

მცხეთა, წეროვანი

მიწათმოქმედების ინსტიტუტის დასახლება.

Comments are closed.

vaka