ხოსიტაშვილი ვაჟა

ვაჟა ხოსიტაშვილი დაიბადა 1938 წლის 28 აგვისტოს. 1956 წელს დამთავრა სოფ. დიღმის საშვალო სკოლა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი. 1961 წლიდან მუშაობა დაიწყო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1986 წლიდან მისი საქმიანობის თემატიკიდან გამომდინარე საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიას გადაჰყავს სამუშაოდ რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

ვაჟა ხოსიტაშვილი 1974 წლიდან მუშაობას აგრძელებს მოსკოვში ბიოორგანული ქიმიის ინსტიტუტის დოქტორანტობაში, სადაც იგი მუშაობას აგრძელებს აკადემიკოს ბერგელსონის ხელმძღვანელიბით ლიპიდების განყოფილებაში.
1990 წელს იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას ლენინგრადში და ანიჭებენ ტექნიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო ხარისხს.

ამჟამად ვაჟა ხოსიტაშვილი მუშაობს როგორც რადიოპროტექტორული თვისებების, ასევე გულ-სისძარღვთA სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო უნივერსალური მცენარეული პრეპარატების შექმნაზე.

მის მიერ თანაავტორებთან ერთად უკვე შექმნილია და დარეგისტრირებულია პარასამკურნალო პრეპარატები: ტყის ნობათი, ტყის ნობათი პლუსი და მენჯ-უნი. პრეპარატები დანერგილია წარმოებაში შპს ~პიგმენტის’’ ბაზაზე.

პროფესორი ვაჟა ხოსიტაშვილი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას – ლექციებს კითხულობს თბილისის ტექნოლოგიის ინსტიტუტში და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

არის ასზე მეტი სამეცნიერო შრომის, გამოგონებების, პატენტებისა და პარასამკურნალო პრეპარატების ავტორი.

 E-mail: dr.khositashvili@google.com
Skype: dr.khositashvili
მისამართი: საქართველო, თბილისი, სოფელი დიღომი, აღმაშენებლის 44.
ტელ: 53-21-78, მობ. 899 40 32 51