არტერიული ჰიპოტენზია

არტერიული ჰიპოტენზია (სინ. არტერიული ჰიპოტონია) – არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაცემა; მოზრდილებში, ნორმად ითვლება 120/80 მმ ვწყ სვ (დასაშვებია მცირედი გადახრები). ჰიპოტონია ხასიათდება არტერიული წნევის დაქვეითებით 90/60 მმვწყ.სვ -ის ქვევით.


ჰიპოტენზიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ჰიპოტენზიის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები
ჰიპოტენზიის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები კაცებისათვის
ჰიპოტენზიის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები ქალებისათვის


ჰიპოტენზიის სახეები

არსებობს არტერიული წნევის ფიზიოლოგიური დაქვეითების რამდენიმე სახე:

  • ჰიპოტენზია, როგორც ინდივიდუალური ვარიანტი
  • კომპენსატორული ჰიპოტენზია (აღენიშნებათ მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებთ)
  • ორთოსტატიკური ჰიპოტენზია (წარმოიქმნება სხეულის ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში მკვეთრი გადასვლისას)
  • პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია (წნევის დაწევა საკვების მიღების შემდეგ)

ჰიპოტენზიის მიზეზები

  • ცირკულირებადი სისხლის მოცულობის მკვეთრი შემცირება (სისხლდენა, დამწვრობა)
  • გულის უკმარისობა
  • სისხლძარღვთა ტონუსის დაცემა (ანაფილაქსიური შოკი, სეპტიკური შოკი)
  • თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმები
  • ჰიპოტენზიური პრეპარატების ჭარბი დოზით მიღება
  • ორთოსტატიკური ჰიპოტონია.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ჰიპოტონიის ძირითადი სიმპტომია არტერიული წნევის დაქვეითება 90/60 მმვწყ.სვ -მდე ან უფრო ქვევით. გარდა ამისა, ჰიპოტონიის ნიშნებია:

  • საერთო სისუსტე, მოთენთილობა, ძილიანობა
  • ჭარბი ოფლიანობა
  • სითბური ცვლის მოშლა (ცივი კიდურები)
  • პულსის გახშირება
  • ძილის დარღვევა
  • ემოციური ლაბილობა (გაღიზიანებადობა, აპათია)
  • თავბრუსხვევა და თავის ტკივილი
  • ტკივილი გულის არეში
  • ქოშინი

განასხვავებენ პირველად და მეორად არტერიულ ჰიპოტენზიას. პირველადი, ანუ ესენციური ჰიპოტენზია ვლინდება ორი ვარიანტით:

  1. როგორც სისხლძარღვოვანი ტონუსის და არტერიული წნევის კონსტიტუციურ-მემკვიდრული რეგულაცია, რომელიც არ სცდება ფიზიოლოგიურ საზღვრებს (ფიზიოლოგიური ჰიპოტენზია);
  2. როგორც ქრონიკული დაავადება, ტიპიური სიმპტომატიკით: სისუსტე, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, მოდუნება, მიდრეკილება ორთოსტატიკური რეაქციებისადმი, გულის წასვლისადმი, გაზრდილი თერმო – და ბარომგრძნობელობა (ნეიროცირკულარული ასთენია).

მეორადი არტერიული ჰიპოტენზია აღინიშნება ზოგიერთი ინფექციური დაავადების, ადისონის დაავადების, წყლულოვანი დაავადების, მიქსედემის, ანემიის, ჰიპოგლიკემიის, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის დროს, სამკურნალო საშუალებების ზემოქმედებისას და ა. შ.

დიაგნოსტიკა

  • დაწვრილებითი ანამნეზი
  • პაციენტის გასინჯვა, გულისა და ფილტვების აუსკულტაცია
  • წნევის სამჯერადი გაზომვა; საჭიროებისას წნევის მონიტორინგი ერთი კვირის, ან მეტი ხნის განმავლობაში
  • კარდიოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის კონსულტაციები
  • სისხლისა და შარდის ანალიზები – საერთო და ბიოქიმიური; სისხლში შაქრის განსაზღვრა, ცილოვანი სპექტრი, იონური შემადგენლობა
  • შარდში და სისხლში კატექოლამინები განსაზღვრა
  • გულის ულტრაბგერითი კვლევა, დოპლერომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია
  • ტესტები დატვირთვით

ზოგიერთ შემთხვევაში დამატებით ტარდება თავის კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თირკმლების, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა.

მკურნალობა

თუკი ჰიპოტონია სხვა დაავადების ნიშანია, ტარდება მისი მკურნალობა. პირველადი ჰიპოტონიის დროს, რომელიც არაა დაკავშირებული სხვა დაავადებასთან, ინიშნება კომპლექსური არამედიკამენტოზური და მედიკამენტოზური ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული  სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებში მეორადი ცვლილებები, გამოწვეული ჟანგბადის ქრონიკული უკმარისობით.

მედიკამენტოზური კორექცია

სისხლძარღვთა ტონუსის ნორმალიზაციისათვის, გარემოს ნეგატიური ფაქტორების ნეიტრალიზაციისათვის ინიშნება ადაპტოგენები, ფსიქომოტორული სტიმულატორები, ანალეპტიკები, ადრენომიმეტიკები (გადაუდებელი დახმარებისას წნევის მკვეთრი დაცემის შემთხვევაში), კომპლექსური ვიტამინები მინერალებთან ერთად და სხ.

ზოგადი რეკომენდაციები

რეკომენდებულია სწორი დღის რეჟიმი, სრულფასოვანი ძილი, შრომისა და დასვენების ბალანსი, სრულფასოვანი კვება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, სეირონობა ჰაერზე არანაკლებ 2 საათისა დღეში, ოთახის რეგულარული განიავება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, გაკაჟება და სხვ. ასევე  მატონიზირებელი საშუალებები, საკვებში სუფრის მარილის დამატება, ყავის, მაგარი ჩაის მიღება; სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟი.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

არტერიული ჰიპოტენზია – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🧠 არტერიული ჰიპოტენზია (სინ. არტერიული ჰიპოტონია) – არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაცემა;
🩸 მოზრდილებში, ნორმალურ პირობებში, სისტოლური წნევის ქვედა ზღვარი 100 – 105 მმ ვწყ სვ-ია, დიასტოლური წნევისა – 60 – 65 მმ ვწყ სვ.
🩺 ჰიპოტონიის გამომწვევი მიზეზებია:
✔️ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის მკვეთრი შემცირება (სისხლდენა, დამწვრობა);
✔️ გულის უკმარისობა;
✔️ სისიხლძარღვთა ტონუსის დაცემა (ანაფილაქსიური შოკი, სეპტიკური შოკი);
✔️ თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმები;
✔️ ჰიპოტენზიური პრეპარატების ჭარბი დოზით მიღება;
✔️ ორთოსტატიკური ჰიპოტონია
💊 ჰიპოტონიის მკურნალუბა მოიცავს:
➡️ გამომწვევი მიზეზისა და ძირითადი პათოგენეტიკური ფაქტორის მოხსნა;
➡️ ძილისა და ცხვოვრების წესის ნორმალიზება;
➡️ მატონიზირებელი საშუალებები, საკვებში სუფრის მარილის დამატება, ყავის, მაგარი ჩაის მიღება;
➡️ სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟი
💬 დაინტერესდით?
👉 გაიგეთ მეტი დაბალი არტერიული წნევის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/388oG6M
#ჰიპოტენზია #ჰიპოტონია #ჰიპოტენზიისსიმპტომები #ჰიპოტენზიისნიშნები #რაარისჰიპოტენზია #ჰიპოტენზიისდიაგნოსტიკა #ჰიპოტენზიისმკურნალობა #დაბალიარტერიულიწნევა #გულისწასვლა #თავბრუსხვევა #არარეგულარულიგულისცემა #გულისრევა #ღებინება #დაღლილობა #პირველადიჰიპოტენზია #მეორადიჰიპოტენზია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 23 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


არტერიული ჰიპოტენზია ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,

.

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian