სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სასუნთქი სისტემის დაავადებები

ბრონქიტიბრონქიტი მწვავე (acute bronchitis) – ბრონქების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი შესაძლებელია იყოს პნევმოკოკი, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ადენოვირუსები, გრიპის ვირუსი. ანთებითი პროცესი ლოკალიზებულია ბრონქების ლორწოვან გარსში. წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის შეშუპება, ბრონქების სანათურში სეკრეტის გაძლიერებული გამოყოფა, რამაც ადრეული ასაკის ბავშვებში შესაძლებელია გამოიწვიოს ობსტრუქციული სინდრომის განვითარება.


კლინიკური სურათი. დაავადების დასაწყისში აღინიშნება ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა, ზოგადი მდგომარეობის მცირედი დარღვევა. ფილტვებში მოისმინება უპირატესად მშრალი ხიხინი, მოგვიანებით თან ერთვის სველი ხიხინი. გაურთულებელი მიმდინარეობის დროს დაავადების ხანგრძლივობაა 1-2 კვირა. ბავშვებში რომელთაც აღენიშნებათ რაქიტი, ალერგიული დიათეზი, ქრონიკული ტონზილიტი, სინუსიტი, ადენოიდიტი შესაძლებელია დაავადების გახანგრძლივებული მიმდინარეობა. შედარებოთ მძიმედ მიმდინარეობს კაპილარული ბრონქიტი (ბრონქიოლიტი), რომლის დროსაც წვრილი ბრონქების სანათური იხშობა ლორწოვან-ჩირქოვანი საცობებით. დამახასიათებელია ქოშინი, ემფიზემა, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები. ფილტვებში მოისმინება წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი. ადრეული ასაკის ბავშვებში ხშირად ბრონქიოლიტი ვერ დიფერენცირდება წვრილკეროვანი პნევმონიისაგან.

ბრონქიტი

მორეციდივე ბრონქიტი მეორდება წელიწადში 3-4-ჯერ და მიმდინარეობს ბრონქოსპაზმის ნიშნების გარეშე. რეციდივები ხშირად უკავშირდება ქრონიკული ანთების კერებს (ქრონიკული ტონზილიტი, ადენოიდები, სინუსიტები). დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზის მონაცემებსა და კლინიკურ სიმპტომებს, სუნთქვის უკმარისობის არ არსებობას. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პნევმონიასთან (ფილტვების კლინიკურ-რენტგენოლოგიური დაზიანების ნიშნები, სუნთქვის უკმარისობა); ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევაში – ბრონქულ ასთმასთან (დამახასიათებელი ალერგიული ანამნეზი).
მკურნალობა სიმპტომატურია: წოლითი რეჟიმი, შენობის კარგად განიავება, თბილი სითხეები, სითბური პროცედურები. ამოსახველებელი საშუალებები. მაღალი ტემპერატურის დროს – აცეტილსალიცილის მჟავა, ამიდოპირინი, ჰიპომასენსიბილიზირებელი პრეპარატები – დიმედროლი, სუპრასტინი. ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები ნაჩვენებია პნევმონიის თანდართვისას.  პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

home

Viewed 3946 times by 2216 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka