ლალი დათეშიძე
არტერიული ჰიპოტენზია (სინ. არტერიული ჰიპოტონია) – არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაცემა; მოზრდილებში, ნორმალურ პირობებში, სისტოლური წნევის ქვედა ზღვარი 100 – 105 მმ ვწყ სვ-ია, დიასტოლური წნევისა – 60 – 65 მმ ვწყ სვ.მიზეზები.
ცირკულირებადი სისხლის მოცულობის მკვეთრი შემცირება (სისხლდენა, დამწვრობა);
გულის უკმარისობა;
სისიხლძარღვთა ტონუსის დაცემა (ანაფილაქსიური შოკი, სეპტიკური შოკი);
თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმები;
ჰიპოტენზიური პრეპარატების ჭარბი დოზით მიღება;
ორთოსტატიკური ჰიპოტონია.
განასხვავებენ პირველად და მეორად არტერიულ ჰიპოტენზიას. პირველადი, ანუ ესენციური ჰიპოტენზია ვლინდება ორი ვარიანტით: ა) როგორც სისხლძარღვოვანი ტონუსის და არტერიული წნევის კონსტიტუციურ-მემკვიდრული რეგულაცია, რომელიც არ სცდება ფიზიოლოგიურ საზღვრებს (ფიზიოლოგიური ჰიპოტენზია); ბ) როგორც ქრონიკული დაავადება ტიპიური სიმპტომატიკით: სისუსტე, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, მოდუნება, მიდრეკილება ორთოსტატიკური რეაქციებისადმი, გულის წასვლისადმი, გაზრდილი თერმო- და ბარომგრძნობელობა (ნეიროცირკულარული ასთენია).
მეორადი არტერიული ჰიპოტენზია აღინიშნება ზოგიერთი ინფექციური დაავადების, ადისონის დაავადების, წყლულოვანი დაავადების, მიქსედემის, ანემიის, ჰიპოგლიკემიის, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის დროს, სამკურნალო საშუალებების ზემოქმედებისას და ა. შ.
ჰიპოტენზული მდგომარეობების მკურნალობა. გამომწვევი მიზეზისა და ძირითადი პათოგენეტიკური ფაქტორის მოხსნა; ძილისა და ცხვოვრების წესის ნორმალიზება; მატონიზირებელი საშუალებები, საკვებში სუფრის მარილის დამატება, ყავის, მაგარი ჩაის მიღება; სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟი
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1451 times by 824 viewers



