ლალი დათეშიძე
ფილტვების კანდიდოზი – ბრონქებისა და ფილტვების დაზიანება, გამოწვეული Candida სახეობის საფუარისებრი სოკოებით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. Candida სოკოები წარმოადგენენ საპროფიტებს, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზე, ახდენენ პათოგენურ ზემოქმედებას ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის შესუსტების დროს (ქრონიკული დაავადებები, ავიტამინოზები, ანტიბიოტიკების, იმუნოდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება). ფილტვების კანდიდოზი წარმოადგენს მეორად დაავადებას, განვითარებულს ბაქტერიული და ვირუსული ინფექცების, ტუბერკულოზის, ჩირქოვანი პროცესების ფონზე, ღრმა გრანულოციტოპენიისას; ხასიათდება პნევმონიური კერებით ცენტრში ნეკროზითა და ფიბრინოზული ექსუდაციით ალვეოლებში, რომლებიც გარს ერტყმის ნეკროზულ ზონას. შესაძლებელია მოხდეს ბრონქის კედლის ნეკროტიზირებაც. დაავადების შედეგია ფილტვების ფიბროზი ან ჩირქოვანი ღრუების წარმოქმნა.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხელება, ქოშინი, ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდში, მტანჯველი ხველა, მცირე რაოდენობის ნახველის გამოყოფით, ბრონქოსპასტიკური სინდრომით. რენტგენოგრამაზე აღინიშნება ლაქოვანი ჩრდილები, დაჩრდილვის შედარებით ინტენსიური უბნები, იშვიათად პლევრალური გამონაჟონი.
დიაგნოზი დასტურდება სოკოს მიცელიუმის გამოვლინებით ნახველში, განავალში, შარდში სოკოების ზრდით.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 978 times by 513 viewers



