სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სასუნთქი სისტემის დაავადებები

ჰამენ-რიჩის დაავადება – დიფუზური ინტერსტიციური პროგრესირებადი ფილტვისმიერი ფიბროზი; გამოირჩევა პროცესის მხოლოდ ფილტვისმიერი ლოკალიზაციით, თერაპიის მცირე ეფექტურობით, ხშირი ლეტალობით. ითვლება საკმაოდ იშვიათ დაავადებად, მაგრამ მისი სიხშირე მატულობს.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. სავარაუდოდ აქვს ავტოიმუნური პათოგენეზი. ძირითადი პათომორფოლოგიური სუბსტრატია ალვეოლურ-კაპილარული ბლოკი, რომელიც იწვევს ფილტვების დიფუზური ფუნქციის დარღვევას. დამახასიათებელია ალვეოლური ძგიდეების სეროზულ-ფიბროზული გაჟღენთა, ალვეოლებში ფიბრინითა და მაკროფაგებით მდიდარი ექსუდატის დაგროვება, შემაერთებელი ქსოვილის გამოხატული ზრდა და მისი სკლეროზი, ჰიალინური მემბრანები ალვეოლებში; ფილტვები მკვრივია, მოწითალო-მურა ფერის, მორუხო ფერის ბადითა და ბულოზური ემფიზემის კერებით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. წამყვანი და მუდმივი სიმპტომებია-მკვეთრად გამოხატული, პროგრესირებადი და თერაპიის მიმართ რეზისტენტული ქოშინი და ციანოზი. მატულობს ჰიპოქსემია, ვითარდება ფილტვისმიერი ჰიპერტენზია და გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა. აღინიშნება ხველა, ,,დოლის ჩხირისებრი” თითები, ორმხრივი კრეპიტაციული ხიხინები, მშრალი პლევრიტი, შესაძლებელია სპონტანური პნევმოთორაქსის განვითარება. დამახასიათებელია ვენტილაციის დარღვევის რესტრიქტორული ტიპი, ფილტვების დიფუზური უნარის პროგრესირებადი დაქვეითება. რენტგენოლოგიური ნიშნებია: დიფუზური ინტერსტიციური ფიბროზი, ფილტვების ემფიზემა; ლეიკოგრამის, პროტეინოგრამის, ედსის ცვლილებები, სხეულის ტემპერატურის მომატება განპირობებულია ჩვეულებრივ მეორადი ინფექციით. ახასიათებს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1657 times by 823 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka