არჩილ შენგელია
გულის იშემიური (კორონარული) დაავადება (ischemic heart disease) – ქრონიკული პათოლოგიური პროცესი, რომელიც განპირობებულია მიოკარდის სისხლმომარაგების დარღვევით; უმრავლეს შემთხვევაში (97 – 98%) წარმოადგენს გულის კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის შედეგს. ძირითადი კლინიკური ფორმებია – სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი და კორონაროგენული (ათეროსკლეროზული) კარდიოსკლეროზი; პირველი ორი წარმოადგენს მწვავე, ხოლო კარდიოსკლეროზი – დაავადების ქრონიკულ ფორმებს.
ეს ფორმები გვხვდება როგორც იზოლირებულად, ასევე კომბინაციაში, მათ შორის სხვადასხვა გართულებებითა და შედეგებით (გულის უკმარისობა, გულის რითმისა და გულშიგა გამტარობის დარღვევები, თრომბოემბოლიები და სხვ.) ამით განისაზღვრება სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ფართო დიაპაზონი. დაავადების რემისიის პერიოდში ნაჩვენებია სანატორულ-კურორტული მკურნალობა.
დაავადების პროგნოზი და შრომისუნარიანობა დამოკიდებულია დაავადების გამწვავების სიხშირეზე, ასევე გულის ფუნქციების დარღვევების ხასიათზე, (ასევე სხვა ორგანოების), რომელიც განვითარდა დაავადების გართულებების შედეგად.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.geoanswer.net
Viewed 2702 times by 1625 viewers




