ლალი დათეშიძე
მიოკარდიოდისტროფია (myocardiodystrophy) – გულის კუნთის არაანთებითი დაზიანება, გამოწვეული მისი მეტაბოლიზმის დარღვევის შედეგად.
ეტიოლოგია. მწვავე ქრონიკული და ეგზოგენური ინტოქსიკაციები, მათ შორის ალკოჰოლური, ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (თირეოტოქსიკოზი, მიქსედემა, კუშინგის სინდრომი, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ავიტამინოზი, შიმშილი), ანემია, პათოლოგიური კლიმაქსი, ფიზიკური გადაძაბვა (,,ჯარისკაცის გული”), ინფექციები (მათ შორის ტონზილოგენური), ფიზიკური აგენტები (რადიაცია, უწონადობა, გადაცხელება), სისტემური დაავადებები (კოლაგენოზები, ნერვულ-კუნთოვანი დისტროფია და სხვ.). მიოკარდიოდისტროფიას მიაკუთვნებენ ასევე მიოკარდში ცვლის პათოლოგიური პროდუქტების ან ნორმალური მეტაბოლიტების: ამილოიდის, რკინის (ჰემოქრომატოზის დროს), გლიკოგენის და სხვ. ჩალაგებას. მიოკარდიოდისტროფიის ზოგიერთ ფორმებს ხშირად უწოდებენ ასევე მიოკარდიოპათიებს (ალკოჰოლური, კლიმაქტერული, ამილოიდური).
პათოგენეზი. მიოკარდში ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობის ცვლილება მიკროსტრუქტურებისა და კუნთოვანი ბოჭკოების კუმშვითი ფუნქციის შემდგომი დარღვევებით. ეს ცვლილებები გარკვეულ საზღვამდე შექცევადია.
სიმპტომები ხშირად ინიღბება ძირითადი დაავადების ნიშნებით. აღინიშნება მომატებული დაღლილობა, უმნიშვნელო ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, გულის მწვერვალზე პირველი ტონის მოყრუება, ზოგჯერ ზომიერი ტაქიკარდია. ანემიის დროს ხშირად მოისმინება სისტოლური შუილი მწვერვალზე და ფილტვის არტერიაზე, თირეოტოქსიკოზის დროს ხშირია ტკივილები გულის არეში, გამოხატულია ტაქიკარდია, სისტოლური და პულსური წნევის მომატება, მოციმციმე არითმია, მიქსედემის დროს – ქოშინი, პულსის გაიშვიათება, ჰიპოტენზია, გულის ტონების მოყრუება, ადრე ვლინდება გულის უკმარისობის ნიშნები. ნებისმიერი ეტიოლოგიის მიოკარდიოდისტროფიის პროგრესული მიმდინარეობისას ვითარდება გულის უკმარისობა, წარმოიქმნება გულის რითმის დარღვევები. ცვლილებები ეკგ – ზე ხშირად ზომიერია, გამოიხატება ” კბილის დაწევით, მისი გაფართოებით ან ინვერსიით; მიქსედემის დროს – აღინიშნება ვოლტაჟის დაქვეითება; ელექტროლიტური დარღვევების დროს – ცვლილებები, რომლებიც აღინიშნება ჰიპო – და ჰიპერკალიემიის, ჰიპომაგნიემიის დროს და სხვ.
დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ გულის ქრონიკულ იშემიურ დაავადებასთან, მიოკარდიტთან, კარდიომიოპათიებთან.
მკურნალობა. მიმართულია ძირითადი პათოლოგიური პროცესისაკენ, რომელმაც გამოიწვია მიოკარდიოდისტროფია. მკურნალობაში შედის შრომის რეჟიმის რეგულირება, ფიზიკური დატვირთვების თავიდან აცილება, რაციონალური კვება, ქრონიკული ინფექციის კერების სანაცია. ინიშნება საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ მიოკარდში ცვლითი პროცესების ნორმალიზებას. პროგნოზი ადეკვატური თერაპიის დროს კეთილსაიმედოა.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1650 times by 907 viewers



