ლალი დათეშიძე
ნეიროცირკულარული დისტონია (neurocirculatory dystonia) – წარმოადგენს ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისფუნქციის ვარიანტს, უპირატესად ახალგაზრდებში; გამომდინარე საექიმო – საექსპერტო პრაქტიკიდან გამოყოფილია, როგორც პირობით ნოზოლოგური ფორმა. ნეიროცირკულარულ დისტონიას აქვს ფუნქციური ბუნება და ხასიათდება უპირატესად გულ – სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების დარღვევებით. სხვადასხვა ასაკის პირებში ნეიროცირკულარული დისტონიის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს ასთენიამ მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებებისა და ინტროქსიკაციების შედეგად, გამოუძინებლობამ, გადაღლამ, კვების, სქესობრივი ცხოვრების, ფიზიკური აქტივობის არასწორმა რეჟიმმა (ჰიპოდინამია ან ფიზიკური გადატვირთვები). რიგ ავადმყოფებში გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრულ წინასწარგანწყობას პათოლოგიური ვაზომოტორული რეაქციებისადმი.
კლინიკური გამოვლინებები ხშირად იგება ნევროზისმაგვარი მდგომარეობების სიმპტომებით (სისუსტე, დაღლილობა, ძილის მოშლა, გაღიზიანებადობა) და ფუნქციონალური ცირკულარული დარღვევები; გამოყოფენ სამ ტიპს: კარდიალური, ჰიპოტენზული და ჰიპერტენზული ნეიროცირკულარული დისტონია. ნეიროცირკულარული დისტონიის კარდიალური ტიპი ხასიათდება არტერიული წნევის არსებითი ცვლილებების არარსებობით, ჩივილებით გულის ფრიალზე, ზოგჯერ ქოშინზე ფიზიკური დატვირთვის დროს; აღინიშნება ტაქიკარდია, გამოხატული სუნთქვითი არითმია, პარკუჭზედა ექსტრასისტოლია, ტაქიკარდიის პაროქსიზმები; ზოგჯერ ეკგ – ზე აღინიშნება ” კბილის მაღალი ან დაბალი ვოლტაჟი. ჰიპოტენზური ტიპი ვლინდება ქრონიკული სისხლძარღვოვანი უმარისობის სიმპტომებით, რომლებსაც საფუძვლად უდევთ ვენების ჰიპოტენზია, იშვიათად – არტერიების ჰიპოტენზია. ავადმყოფთა უმრავლესობაში დაქვეითებულია გულის ინდექსი პერიფერიული სისლხძარღვოვანი წინააღმდეგობის მომატების დროს. რიგ ავადმყოფებში აღინიშნება სიმპათიკური აქტივობის დონის დაქვეითება. განსაკუთრებით ხშირია ჩივილები დაღლილობაზე, კუნთოვან სისუსტეზე, თავის ტკივილზე (რომელიც ხშირად პროვოცირდება შიმშილით), მტევნებისა და ტერფების გაცივებაზე, ორთოსტატიკური დარღვევებისადმი მიდრეკილებაზე, თითქმის გულის წასვლამდეც კი. ავადმყოფთა უმრავლესობა ასთენური აგენულებისაა, კანი ფერმკრთალი, მტევნები ცივი, ხელისგულები სველი აქვთ. ნეიროცირკულარული დისტონიის ჰიპერტენზული ტიპი ხასიათდება არტერიული წნევის ტრანზიტორული მომატებით; ეს ტიპი პრაქტიკულად ემთხვევა მდგომარეობებს, რომლებიც განიხილებიან როგორც მოსაზღვრე არტერიული ჰიპერტენზიები.
მკურნალობა. გამოყენებულია მკურნალობის არამედიკამენტიზური მეთოდები, რომელთა შორისაა ცხოვრების წესის ნორმალიზაცია, გაკაჟებითი პროცედურები, ფიზკულტურით და სპორტის ზოგიერთი სახეებით დაკავება, (ცურვა, ტანვარჯიში) – ყველა ესენი წარმოადგენენ ნეიროცირკულარული დისტონიის პროფილაქტიკის მნიშვნელოვან მეთოდებს. გამოყენება ფიტოთერაპია, ბალნეოთერაპია, სანატორულ – კურორტული მკურნალობა. ძილის დარღვევის დროს ნაჩვენებია სედატიური საშუალებების გამოყენება. ნეიროცირკულარული დისტონიის ჰიპოტენზული ტიპის დროს ორთოსტატიკური დარღვევებისას, ინიშნება ვარჯიშები; რეკომენდებულია მწოლიარე მდგომარეობიდან ნელა გადასვლა ვერტიკალურ მდგომარეობაში.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 6770 times by 3686 viewers



