პნევმონია
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე
პნევმონია (pneumonia) – ფილტვების ანთება; ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადება, მიმდინარე ალვეოლების, ბრონქიოლებისა და ბრონქების ჩართვით. იყოფა ორ ჯგუფად: კრუპოზული და კეროვანი.
პნევმონიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”
♦ ომეგა-3
♦ პნევმონიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები მოზრდილებისათვის
♦ პნევმონიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ბავშვებისათვის
♦ პნევმონიის დროს გამოსაყენებელი ჩაი
ეტიოლოგია, პათოგენეზი
ფილტვების ანთება წარმოადგენს ეტიოლოგიურად არაერთგვაროვან დაავადებას, რომლის განვითარებაშიც წამყვანი როლი ენიჭება სხვადასხვა ბაქტერიებს: პნევმო-, სტაფილო – და სტრეპტოკოკები, პნევმონიის კლებსიელა, პფეიფერის ჩხირი, ზოგჯერ ნაწლავის ჩხირი, პროტეა, ჰემოფილური და ლურჯი ჩირქის ჩხირი, ქუ-ცხელების გამომწვევი, ლეგიონელა, შავი ჭირის ჩხირი, ზოგიერთი ვირუსი, მიკოპლაზმები, სოკოები.
დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვირუსულ-ბაქტერიული ასოციაციები. გამოვლენილია პნევმონიის გამომწვევების ახალი ჯგუფი-ბაქტეროიდები, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა პირის ღრუს არაპათოგენურ ფლორად.
პნევმოცისტა, ასპერგილოზა, აერომონასი და ბრანქამელა, რომლებიც განიხილებიან როგორც ჰოსპიტალური პნევმონიების გამომწვევები, შესაძლოა გამოიწვიონ ასევე ე. წ. ,,სახლის“ პნევმონიები.
ქიმიური და ფიზიკური აგენტები, როგორც ეტიოლოგიური ფაქტორები, ჩვეულებრივ შერწყმულია ინფექციურ აგენტებთან.
პნევმონიები შესაძლოა შედეგი იყოს ალერგიული რეაქციებისა ფილტვებში ან წარმოადგენდეს სისტემური დაავადების გამოვლინებას.
გავრცელების გზა
გამომწვევი ფილტვის ქსოვილში აღწევს ბრონქოგენური, ჰემატოგენური და ლიმფოგენური გზებით, როგორც წესი, ზედა სასუნთქი გზებიდან, მათში ინფექციის მწვავე ან ქრონიკული კერების არსებობისას;
პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლს ასრულებენ ფილტვ-ბრონქის სისტემის დამცავი მექანიზმებისა და ჰუმორული და ქსოვილოვანი იმუნიტეტის დარღვევები.
ფილტვებში ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობა, მათი გამრავლება და ალვეოლებში გავრცელება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მათ ასპირაციასთან ზედა სასუნთქი გზებიდან და ბრონქებიდან ლორწოსთან ერთად..
ვირუსული ინფექცია იწვევს რა ქვედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების ანთებას, ზოგ შემთხვევებში კი პნევმონიას, ხშირად ხელს უწყობს ბაქტერიული ინფექციის აქტივაციასა და ბაქტერიული კეროვანი ან წილოვანი პნევმონიის წარმოქმნას.
ბაქტერიული პნევმონიის გაჩენას რესპირატორული ვირუსული დაავადების პირველი კვირის ბოლოსა და მეორე კვირის დასაწყისში შეესაბამება ფილტვების ალვეოლურ-მაკროფაგური სისტემის ბაქტერიოციდული აქტიურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.
პნევმონიების გახანგრძლივებულ მიმდინარეობას, მათ გადასვლას ქრონიკულში ხელს უწყობს იმუნოლოგიური დარღვევები, განპირობებული განმეორებითი რესპირატორული ვირუსული ინფექციით, ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების ქრონიკული ინფექციებით, მეტაბოლური დარღვევებით და სხვ.
სიმპტომები და მიმდინარეობა
დამოკიდებულია დაავადების ეტიოლოგიაზე, მის ხასიათზე და მიმდინარეობის ფაზაზე, მორფოლოგიურ სუბსტრატზე და მის გავრცელებაზე ფილტვებში, ასევე გართულებებზე.
კრუპოზული პნევმონია
კრუპოზული პნევმონია იწყება მწვავედ, ხშირად გაცივების შემდეგ ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი შემცივნება; სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-40 გრადუსამდე;
დაზიანებული ფილტვის მხარეზე ტკივილი ძლიერდება ხველის დროს, რომელიც დასაწყისში მშრალია, მოგვიანებით ,,ჟანგიანი“ ან ჩირქოვანი ნახველით, სისხლის შერევით.
ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა; კანის საფარველი ჰიპერემიული და ციანოზურია.
სუნთქვა გახშირებული, ზედაპირულია, ცხვირის ფრთების გაბერვით;
ხშირად აღინიშნება Herpes labialis etnasalis; ანტიბაქტერიული თერაპიის გამოყენების გარეშე ტემპერატურა გრძელდება საშუალოდ კვირამდე და ქვეითდება მკვეთრად;
ანტიბაქტერიული პრეპარატების ზეგავლენით ხდება სხეულის ტემპერატურის თანდათანობითი დაქვეითება. გულმკერდი ჩამორჩება სუნთქვაში დაზიანებული ფილტვის მხარეზე; პერკუსიით ვლინდება მოყრუებული ტიმპანიტი, ფილტვის ხმიანობის შემოკლება;
მორფოლოგიური ცვლილებები
მორფოლოგიური ცვლილებების სტადიური ხასიათის მიხედვით აუსკულტაციით ვლინდება შესაბამისად ვეზიკულური სუნთქვის გაძლიერება და crepitatio indux, ბრონქული სუნთქვა და ვეზიკულური ან შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა, რომლის ფონზეც მოისმინება crepitatio redus.
გაღვიძლების ფაზაში მოისმინება ბრონქოფონია;
ფილტვებში მორფოლოგიური ცვლილებების არათანაბარი განვითარების გამო პერკუტორული და აუსკულტაციური სურათი შესაძლოა მკვეთრად იყოს გამოხატული.
პლევრის დაზიანების დროს მოისმინება პლევრის ხახუნი.
სიმპტომები, მიმდინარეობა
დაავადების გაჩაღების პერიოდში პულსი გახშირებულია, შეესაბამება დაქვეითებულ არტერიულ წნევას. ხშირად აღინიშნება პირველი ტონის მოყრუება და მეორე ტონის აქცენტი ფილტვის არტერიაზე.
დამახასიათებელია ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, იშვიათად ჰიპერლეიკოციტოზი.
ლეიკოციტოზის არარსებობა, მით უმეტეს ლეიკოპენია, შესაძლოა იყოს პროგნოზულად არახელსაყრელი ნიშანი. მატულობს ედსი; რენტგენოლოგიურად ვლინდება ჰომოგენური დაჩრდილვა მთლიანი წილის ან მისი ნაწილისა, განსაკუთრებით გვერიდით რენტგენოგრამაზე.
სტაფილოკოკური პნევმონია
პნევმოკოკურის ანალოგიურად მიმდინარეობს სტაფილოკოკური პნევმონია.
თუმცა იგი უფრო ხშირად მიმდინარეობს უფრო მძიმედ, ფილტვების დესტრუქციით, თხელკედლიანი ჰაერით სავსე ღრუების წარმოქმნით, ფილტვების აბსცესებით.
გამოხატული ინტოქსიკაციის მოვლენებით მიმდინარეობს სტაფილოკოკური პნევმონია.
ვირუსულ-ბაქტერიული პნევმონიების სიხშირე მნიშვნელოვნად მატულობს გრიპის ეპიდემიის დროს.
ამგვარი პნევმონიისათვის დამახასიათებელია გამოხატული ინტოქსიკაციური სინდრომი, რომელიც ვლინდება ჰიპერთერმიით, შემცივნებით, კანის საფარველისა და ლორწოვანის ჰიპერემიით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გამოხატული ქოშინით, სისხლხველებით, ტაქიკარდიით, გულისრევით, ღებინებით.
მძიმე ინფექციურ-ტოქსიკური შოკის დროს ვითარდება სისხლძარღვოვანი უკმარისობა.
ინტოქსიკაციური სინდრომის პროგრესირებასთან ერთად ვლინდება ცერებრული დარღვევები, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა, შოკური ფილტვის, ჰეპატორენალური სინდრომის, დსშ სინდრომის, ტოქსიკური ენტეროკოლიტის განვითარება.
ასეთმა პნევმონიებმა შესაძლოა გამოიწვიონ სწრაფი ლეტალური გამოსავალი.
მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება აგრეთვე კლებსიელებით გამოწვეული პნევმონიები;
გვხვდება შედარებით იშვიათად;
ლეტალობა დაახლოებით 50%-იანია. ნახველი ხშირად ჟელესებრი, წებვადია, მაგრამ შესაძლოა იყოს ჩირქოვანი ან ჟანგიანი ფერისა; ტიპიურია აბსცესების წარმოქმნა და ემპიემით გართულება.
კეროვანი პნევმონიები, ბრონქოპნევმონიები
ვითარდება როგორც ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების მწვავე ან ქრონიკული ანთების გართულება, ფილტვებში შეგუბებითი პროცესების დროს, ორგანიზმის მძიმე გამომფიტავი დაავადებების, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტრავმების დროს განვითარებული ცხიმოვანი ემბოლიის, თრომბოემბოლიების დროს.
დაავადება შესაძლოა დაიწყოს შემცივნებით, მაგრამ არა იმგვარად გამოხატული როგორიც ეს არის წილოვანი პნევმონიის დროს.
სიმპტომები, მიმდინარეობა
სხეულის ტემპერატურაა 38-38,5 გრადუსი, იშვიათად უფრო მაღალი. ვითარდება ან ძლიერდება ხველა, მშრალი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით.
შესაძლებელია ტკივილი გულმკერდში ხველის ან ჩასუნთქვის დროს. კეროვანი (ჩვეულებრივ სტაფილოკოკური) პნევმონიის დროს მდგომარეობა უარესდება: გამოხატულია ციანოზი, ქოშინი;
პერკუსიით ფილტვის ხმიანობის შემოკლება;
სუნთქვა შესაძლებელია იყოს გაძლიერებული ვეზიკულური; მოისმინება წვრილი და საშუალობუშტუკოვანი ხიხინები.
დიაგნოსტიკა
რენტგენოლოგიურად ვლინდება (ზოგჯერ მხოლოდ ტომოგრამაზე) წილოვანი, სუბსეგმენტური და სეგმენტური ჩრდილები, ფილტვის სურათის გაძლიერება.
გავრცელებული და კეროვანი, განსაკუთრებით სტაფილოკოკური პნევმონიები მიმდინარეობენ ნეიტროფილური ლეიკოციტოზით, ედსის მომატებით.
ვირუსული, რიკეტსიური და მიკოპლაზმური პნევმონიები ჩველებრივ არ მიმდინარებენ ლეიკოციტოზით, ზოგჯერ აღინიშნება ლეკოპენია.
ქრონიკული ბრონქიტისა და ფილტვის ემფიზემის თანდართვისას აღინიშნება ქოშინი, თავდაპირველად ფიზიკური დატვირთვისას, შემდგომში კი მოსვენებით მდგომარეობაშიც, ხშირად ექსპირატორული ხასიათის.
პერკუტორული ხმიანობა ხდება კოლოფისებური, სუსტდება ვეზიკულური ხმიანობა, სველი ხიხინის კერებთან ერთად მოისმინება მშრალი, დისკანტური ხიხინები.
დამახასათებელია ბრონქოექტაზების განვითარება, ზოგჯერ ქრონიკული აბსცესით. დაავადების გამწვავება შესაძლოა გამოვლინდეს ნეიტროფილური ლეიკოციტოზით, ედსის გაზრდით, მწვავე ფაზური რეაქციებით.
პნევმონიის ხშირ გართულებას წარმოადგენს ექსუდაციური პლევრიტი.
ჩვეულებრივ იგი სუსტადაა გამოხატული და არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა, მაგრამ ექსუდატის მომატებისას ან მისი დაჩირქების დროს ღებულობს წამყვან მნიშვნელობას კლინიკურ სურათში.
ფილტვების სტაფილოკოკური დესტრუქცია შესაძლოა გართულდეს ღრუს გასკდომით და სპონტანური პნევმოთორაქსის ან პიოპნევმოთორაქსის განვითარებით.
ფილტვისგარეშე გართულებებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მწვავე სისხლძარღვოვან და გულის უკმარისობას.
გართულებები
მწვავე პნევმონია შესაძლოა გართულდეს კეროვანი ნეფრიტით, იშვიათად-დიფუზური გლომერულონეფრიტით.
შედარებით იშვიათი გართულებებია პერიკარდიტები, ენდოკარდიტები, მენინგიტები.
მკურნალობა
პნევმონიის მსუბუქი მიმდინარეობისას მკურნალობა ხორცილდება ამბულატორიულად. სასუნთქი სისტემის დაავადებები
პნევმონია – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🫁 პნევმონია – დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ფილტვების რესპირატორული ნაწილების ანთებით
🩺 განარჩევენ ფილტვების ანთების ორ სახეს:
🟦 კრუპოზული პნევმონია – იწყება მწვავედ, ხშირად გაცივების შემდეგ ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი შემცივნება.
🌡 სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-40 გრადუსამდე;
🩸 დაზიანებული ფილტვის მხარეზე ტკივილი ძლიერდება ხველის დროს, რომელიც დასაწყისში მშრალია, მოგვიანებით ,,ჟანგიანი“ ან ჩირქოვანი ნახველით, სისხლის შერევით.
🟥 კეროვანი პნევმონია – ვითარდება როგორც ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების მწვავე ან ქრონიკული ანთების გართულება:
➡️ ფილტვებში შეგუბებითი პროცესების დროს;
➡️ ორგანიზმის მძიმე გამომფიტავი დაავადებების;
➡️ ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
➡️ ტრავმების დროს განვითარებული ცხიმოვანი ემბოლიის;
➡️ თრომბოემბოლიების დროს
👉 გაიგეთ მეტი პნევმონიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#პნევმონია #ფილტვებისანთება #პნევმონიისიმპტომები #პნევმონიისნიშნები #პნევმონიისსახეები #პნევმონიისპროფილაქტიკა #პნევმონიისდიაგნოსტიკა #პნევმონიისმკურნალობა #კრუპოზულიპნევმონია #კეროვანიპნევმონია #რაარისპნევმონია #ჩუმიპნევმონია #გულმკერდისტკივილი #ნახველი #მაღალიტემპერატურია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
♦ ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან.
ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦ ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
♦ დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
სოც.ქსელები: 1 ,