სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სასუნთქი სისტემის დაავადებები

პნევმოსკლეროზი – (ბერძნ. pneomon – ფილტვები და სკლეროზი), სხვადასხვა დაავადების შედეგად ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის ზრდა. პნევმოსკლეროზის განვითარების მიზეზებია პნევმონია, ქრონ. ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმოკონიოზი, კოლაგენური დაავადებანი, გულის უკმარისობა, ბავშვთა ინფექციები (წითელა, ყივანახველა), ტრავმული და სხივური დაზიანება და სხვ. ხშირად პნევმოსკლეროზს საფუძვლად უდევს ბრონქოპულმონალური სისტემის ალერგიული რეაქცია. პნევმოსკლეროზის დროს ფილტვები მკვრივი კონსისტენციისაა, ელასტიკური ქსოვილის ადგილზე ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, რაც მძიმე შემთხვევაში ფილტვის ქსოვილის უხეშ დეფორმაციასა და გარდაქმნას (პნევმოციროზი) იწვევს.
პნევმოსკლეროზი შეიძლება იყოს დიფუზური და კეროვანი. კეროვანი პნევმოსკლეროზის დროს ჩვეულებრივ ჩივილები არ აღინიშნება; შეიძლება განვითარდეს ბრონქოექტაზიური დაავადება. დიფუზური პნევმოსკლეროზის

pnevmosklerozi

ნიშნებია ქოშინი (დასაწყისში ფიზ. დატვირთვისას, შემდეგ მოსვენებულ მდგომარეობაშიც), ციანოზი, ხველა. დიფუზური პნევმოსკლეროზის პროგრ. განვითარებისას აღინიშნება ე. წ. სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტონია. ფილტვის ჰიპერტონიისა და გულის მარჯვ. პარკუჭის გადატვირთვის შედეგად ვითარდება ფილტვისმიერი გული, შემდეგ კი – გულის უკმარისობა. პნევმოსკლეროზის ამოცნობაში დიდი მნიშვნელობა აქვს პერკუსიას, აუსკულტაციას და რენტგენოდიაგნოსტიკას.
მკურნალობა: ბრონქების განვლადობის გასაუმჯობესებელი საშუალებანი, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, კორტიკოსტეროიდული ჰორმონები; სამკურნ. ფიზკულტურა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

home

Viewed 2363 times by 1013 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka