ნევროგენული ანორექსია

ნევროგენული ანორექსია
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ნევროგენული ანორექსია – ყველაზე უფრო ხშირად წარმოადგენს პუბერტატული პერიოდის გახანგრძლივებული რეაქტიული მდგომარეობის ფორმას.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ადრეული ასაკის ბავშვებში ამ დაავადების მიზეზები შესაძლებელია იყოს პოსტჰიპოქსიური ენცეფალოპათია, მუცელშიგა ჰიპოტროფიის ნევროპათიური ფორმა, ძლიერი შიში, არასწორი ან იძულებითი კვება, ბავშვის იზოლაცია და სხვ.
ნევროგენური ანორექსია შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ სისტემაში არსებული დარღვევებით, წარმოადგენდეს შიზოფრენიის ან სხვა ფსიქიკური დაავადების დასაწყისს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

პატარა ბავშვებში დამახასიათებელია კვებაზე უარის თქმა, არაიშვიათად ღებინება. უფროსი ასაკის ბავშვები (ხშირად გოგონებში) ასევე უარს ამბობენ საკვების მიღებაზე გახდომის მიზნით, თანდათანობით კრძალავენ ცხიმიან, შემდეგ კი ცილოვანი საკვების მიღებას, გადადიან მცირე რაოდენობის ნახშირწყლებზე: კანფეტები, ნაყინი, ხილი.
ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშები, ღებინების გამომწვევი და საფაღარათო საშუალებების მიღება საბოლოო ჯამში იწვევს გამოფიტვას, საერთო სისუსტეს, ანემიას, შეკრულობას, გოგონებში ამენორეას.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზსა და კლინიკურ სიმპტომებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ანემიასთან, ამენორეასთან, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობასთან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან, ჩვეულ ღებინებასთან.

მკურნალობა

 პატარა ბავშვებში აუცილებელია მოიხსნას სტრესის მიზეზი, მოწესრიგდეს კვების რეჟიმი. ზოგჯერ იყენებენ სედატიურ საშუალებებს. აუცილებელია ფსიქიატრის კონსულტაცია. პროგნოზი ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ სერიოზულია.

ნევროგენული ანორექსიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ანორექსია – მადის უქონლობა საკვების ფიზიოლოგიური მოთხოვნილების არსებობისას
🧠 ნევროგენური ანორექსია შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ სისტემაში არსებული დარღვევებით, წარმოადგენდეს შიზოფრენიის ან სხვა ფსიქიკური დაავადების დასაწყისს
👧 პატარა ბავშვებში დამახასიათებელია კვებაზე უარის თქმა, არაიშვიათად ღებინება
👩 უფროსი ასაკის ბავშვები (ხშირად გოგონებში) ასევე უარს ამბობენ საკვების მიღებაზე:
✔️ გახდომის მიზნით, თანდათანობით კრძალავენ ცხიმიან, შემდეგ კი ცილოვანი საკვების მიღებას;
✔️ გადადიან მცირე რაოდენობის ნახშირწყლებზე – კანფეტები, ნაყინი, ხილი
🏋️ ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშები, ღებინების გამომწვევი და საფაღარათო საშუალებების მიღება საბოლოო ჯამში იწვევს:
➡️ გამოფიტვას;
➡️ საერთო სისუსტეს;
➡️ ანემიას; |
➡️ შეკრულობას;
➡️ გოგონებში ამენორეას
👉 შეიტყვეთ მეტი ნევროგენული ანორექსიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3bjsxzd
#ანორექსია #ნევროგენულიანორექსია #ანორექსიათინეიჯერებში #ანორექსიისსიმპტომები #ანორექსიისნიშნები #ანორექსიისგამომწვევიმიზეზები #რაიწვევსანორექსიას #ანორექსიისმკურნალობა #ანორექსიისდიაგნოსტიკა #სიგამხდრე #მუდმივიდიეტა #ძილისდარღვევა #სისუსტე #პანიკურიშიში #კვებისდარღვევა #გულისარითმია #ამენორეა #მენსტრუაციისდარღვევა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.comფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian