პარაფსორიაზი

პარაფსორიაზი

დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. განასხვავებენ ლაქოვან, ლიქენურ, ფოლაქისებურ და მწვავე ფორმებს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

პარაფსორიაზის ლაქოვანი (წვეთისებური) ფორმის დროს, კანისა და კიდურების კანზე უცაბედად ვითარდება ვარდისფერი, ოსპის ზომის, ნახევარრკალისებრი პაპულები, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისა. მათ ზედაპირზე წარმოიქმნება თავისებური აქერცვლები აპკების სახით.
პაპულების რაოდენობა თანდათანობით მატულობს, ერთი ნაწილის ჩაცხრომის ფონზე წარმოიქმნებიან სხვები. პაპულების პარალელურად ჩნდებიან მცირე ზომის ვარდისფერი ლაქები.
წვეთისებური პარაფსორიაზის დიაგნოზის დასმის მიზნით მნიშვნელობა ენიჭება ,,ობლატი” ფენომენს (ელემენტის გარშემო ეპიდერმისის ექსცენტრულად აშრევება), ფარულ აქერცვლას, პურპურას.


ფსორიაზიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

♦ ომეგა-3
♦ ფსორიაზის დროს გამოსაყენებელი დანამატები
♦ შამპუნები ფსორიაზის დროს
♦ კრემები ფსორიაზის დროს
♦ ტანის დასაბანი საშუალებები ფსორიაზის დროს


ფოლაქისებური პარაფსორიაზი

ხასიათდება კანზე სხვადასხვა ზომის, ჯანმრთელ ქსოვილებთან თანდათანობით შერწყმადი ლაქების წარმოქმნით. ლაქების ზედაპირზე შეიმჩნევა აქერცვლა. აფხეკის შემდეგ წერტილოვანი სისხლჩაქცევები არ ვითარდება. ლაქების არსებობა შესაძლებელია ხანგრძლივად, წლობითაც კი. დაზიანება უხშირესად ლოკალიზებულია სხეულის, მუცლის, დუნდულოების, ზედა კიდურების, ბარძაყების კანის მიდამოებში.

ლიქენოიდური პარაფსორიაზი

ძალიან იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც გამონაყარს გააჩნია მოვარდისფრო ან რუხი – წითელი ფერის, მცირე ზომის მკვრივი კვანძების სახე; ერწყმიან რა ერთმანეთს, ისინი წარმოქმნიან ზოლებს, რომლებიც განლაგებულნი არიან ბადის ფორმით. პაპულების ზედაპირზე აღინიშნება უმნიშვნელო აქერცვლა.
მწვავე პარაფსორიაზის დროს (ვარიოლიფორმული) ცენტრში ერთბაშად ჩნდება დიდი რაოდენობით პაპულები, რომლებიც წარმოქმნიან სისხლჩაქცევებს, ჰემორაგიულ ბუშტუკებს, ეს უკანასკნელნი შრებიან შავი ფერის მკვრივი ქერქების სახით.
პაპულები 2 – 3 კვირის შემდეგ თვითნებურად უკუვითარდებიან და ზედაპირებზე ტოვებენ უმნიშვნელო ნაწიბურებს. არც თუ იშვიათად დაავადებას თან ახლავს ტემპერატურის მომატება და შეუძლოდ ყოფნა.


პარაფსორიაზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პარაფსორიაზი ეტიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
🔎 განასხვავებენ დაავადების:
📎 ლაქოვან ფორმას;
📎 ლიქენურ ფორმას;
📎 ფოლაქისებურ ფორმას;
📎 მწვავე ფორმას
💢 პარაფსორიაზის ლაქოვანი (წვეთისებური) ფორმის დროს, კანისა და კიდურების კანზე უცაბედად ვითარდება ვარდისფერი, ოსპის ზომის, ნახევარრკალისებრი პაპულები, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისა.
📈 პაპულების რაოდენობა თანდათანობით მატულობს, ერთი ნაწილის ჩაცხრომის ფონზე წარმოიქმნებიან სხვები.
🔬 წვეთისებური პარაფსორიაზის დიაგნოზის დასმის მიზნით მნიშვნელობა ენიჭება:
➡️ ,,ობლატი” ფენომენს – ელემენტის გარშემო ეპიდერმისის ექსცენტრულად აშრევება;
➡️ ფარულ აქერცვლას;
➡️ პურპურას.
👉 გაიგეთ მეტი პარაფსორიაზის მიმდინარეობისა და მკურნალობის შესახებ – https://bit.ly/3INji8j
#პარაფსორიაზი #პარაფსორიაზისნიშნები #პარაფსორიაზისსიმპტომები #პარაფსორიაზისმიზეზები #პარაფსორიაზისდიაგნოსტიკა #პარაფსორიაზისმკურნალობა #ლაქოვანიპარაფსორიაზი #ლიქენურიპარაფსორიაზი #ფოლაქისებურიპარაფსორიაზი #მწვავეპარაფსორიაზი #ობლატისფენომენი #პუპრურა #პაპულა #ფარულიაქერცვლა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

კანისა და ვენერიული დაავადებები


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


გამოგვყევით სოც. ქსელებში: 1