სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

კანის აქტინომიკოზი (actinomycosis of skin) – ღრმა ფსევდომიკოზის ყველაზე ხშირი ფორმაა. გამომწვევია სხივისებრი სოკოები – აქტინომიცეტები. კანში ინფექციის შეჭრის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორად აქტინომიკოზს. პირველადი აქტიმომიკოზის დროს დაინფიცირება ხდება ეგზოგენურად (კანის საფარველის დაზიანებისას), მეორადის დროს გამომწვევი კანში აღწევს სხვა დაზიანებული ორგანოებიდან კონტაქტური ან ლიმფურ-ჰემატოგენური გზით. აქტინომიკოზი ხშირად ლოკალიზდება ყბისქვეშა და გავა-დუნდულოების მიდამოებში. ყველაზე უფრო ხშირი კვანძოვანი (კვანძოვან-გუმოზური) ფორმის დროს ვითარდება ღრმა, მკვრივი, მცირედ მოძრავი, უმტკივნეულო, შემოფარგლული ინფილტრატები, რომლებიც დროთა განმავლობაში ღებულობენ მოლურჯო-წითელ შეფერვას, აბსცენდირდებიან და იხსნებიან რამდენიმე წვრილი ფისტულით. პროცესი ქრონიკულია; ხდება ძველი ფისტულების დანაწიბურება და ახლების წარმოქმნა, ასევე შვილეული კერების წარმოქმნა. ხორკლისებრი

aqtinomiceti

ფორმა გამოირჩევა წვრილი კერების შედარებით ზედაპირული მდებარეობით, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზრდისადმი. წყლულოვანი ფორმები წარმოიქმნებიან კვანძოვანი ინფილტრატების ვრცელი აბსცენდირებისას, არასწორი წყლულების წარმოქმნით, რომელთაც გააჩნიათ რბილი მოლურჯო ფერის კიდეები და უსწორმასწორი ფსკერი, ნეკროზული ნადებითა და დუნე გრანულაციებით.
დიაგნოსტიკა ეყრდნობა კლინიკურ სურათს, აქტინომიცეტების აღმოჩენას ჩირქის მიკროსკოპიის დროს და გამომწვევის კულტურის მიღებას. ზოგჯერ საჭირო ხდება ჰისტოლოგიური გამოკვლევა. კვანძოვან-გუმოზური ფორმის დიფერენცირება საჭიროა სიფილიზური გუმისაგან, სკროფულოდერმისაგან, ათერომებისაგან.

chapter1figure1

მკურნალობა ტარდება აქტინომიკოზის თერაპიის ზოგადი პრინციპების შესაბამისად.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1937 times by 1283 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka