მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

alopecia2ალოპეცია (alopecia) – თმის არარსებობა ან დაზიანება (ხშირად თავზე). ალოპეცია შეიძლება იყოს ტოტალური (თმის სრული არარსებობა), დიფუზური (თმის მკვეთრი დაცვენა) და კეროვანი (თმის არარსებობა გარკვეულ ნაწილებზე). წარმოშობისა და კლინიკური თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ ალოპეციის სახეებს:

თანდაყოლილი ალოპეცია წარმოადგენს მძიმე ზოგადი დაავადებების გართულებას (მწვავე ინფექციები, შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, ენდოკრინოპათიები, სიფილისი და სხვ.). იგი ატარებს კეროვან, დიფუზურ ან ტოტალურ ხასიათს და წარმოადგენს ტოქსიკურ ან ავტოიმუნური გავლენას თმის დვრილებზე. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითადი დაავადების გამოსავალზე.
totaluri_alopeciaსებორეული ალოპეცია – სებორეის გართულება; ჩვეულებრივ ატარებს დიფუზურ ხასიათს. პროგნოზი დამოკიდებულია სებორეის მკურნალობის წარმატებაზე. ნაადრევი ალოპეცია აღინიშნება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცებში, ვლინდება თავზე თმის დაცვენით; ატარებს დიფუზურ-კეროვან ხასიათს. ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრულ წინასწარგანწყობას; თმები ვერ აღდგებიან.
ბუდობრივი ალოპეცია – თმის დაცვენა სხვადასხვა ზომის მრგვალი კერების გაჩენით.

ეტიოლოგია ცნობილი არ არის.
პათოგენეზი: ადგილობრივი ნერვულ-ტროფიკული დარღვევები, შესაძლებელია ავტოიმუნურ კომპონენტთან ერთად.
სიმპტომები: კანის თმიან ნაწილზე (ხშირად თავზე, სახეზე) თმის სრული დაცვენის რამდენიმე მრგვალი კერის გაჩენა, სხვა რაიმე ცვლილებების გარეშე. კერები შესაძლოა გაიზარდონ, შეერწყან ერთმანეთს და გამოიწვიონ ტოტალური გამელოტება. შესაძლებელია მოხდეს სპონტანური გამოჯანმრთელება, მაგრამ არაიშვიათია რეციდივები. ტოტალური ფორმის დროს თმები ხშირად ვერ აღდგება.
მკურნალობა: სედატიური საშუალებები, ვიტამინები, ფიტინი და სხვ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.geoanswer.net/

Viewed 7672 times by 4196 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri