ლალი დათეშიძე
უცხო სხეულების ასპირაცია - განსაკუთრებით ხშირად ხდება მარჯვენა ბრონქში (უფრო ფართოა). უცხო სხეული შესაძლოა იყოს როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ბუნების.
კლინიკური სურათი. დამახასიათებელია სუნთქვის გაძნელება, უეცრად წარმოქმნილი მკვეთრი ქოშინი (შეტევითი, ყოვანახველისებრი ტრაქეაში მოხვედრის დროს), ციანოზი, ხუთვა და გონების დაკარგვა. ხორხის სანათურის უცხო სხეულით სრული ობსტრუქციის დროს ვითარდება ასფიქსია და სიკვდილი. კლინიკური გამოვლინებების დინამიკა დამოკიდებულია უცხო სხეულის გადანაცვლებაზე და ლოკალიზაციაზე: ატელექტაზი, ქრონიკული ქრონქიტი, ქრონიკული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, შესაძლებელია ემპიემის განვითარებაც.
დიაგნოზი ბაზირდება ანამნეზის, კლინიკის, ლარინგო- და ბრონქოსკოპიის მონაცემებზე, რენტგენოლოგიური გამოკვლევების შედეგებზე. უცხო სხეულის ლოკალიზაციის დადგენა აუცილებელია სამკურნალო ტაქტიკის შესამუშავებლად.
მკურნალობა. უცხო სხეულის სასწრაფოდ ამოღება. ოპტიმალური ვარიანტია ავადმყოფის გადაყვანა ოტოლარინგოლოგიურ ან სხვა სპეციალიზირებულ განყოფილებაში.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 672 times by 404 viewers



